ფაგური პრეპარატები გინეკოლოგიაში - რა შემთხვევაში ანაცვლებს ფაგი ანტიბიოტიკს და როგორ მუშაობს ის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფაგური პრეპარატები გინეკოლოგიაში - რა შემთხვევაში ანაცვლებს ფაგი ანტიბიოტიკს და როგორ მუშაობს ის?

zფაგების თავისებურება ის გახლავთ, რომ ისინი სპეციფიკური ვირუსები არიან, რომლებიც აინფიცირებენ და ანადგურებენ მხოლოდ კონკრეტულ ბაქტერიებს. მრავლდებიან იქ, სადაც მათი საკვებია. ყველა სახეობის ფაგი მხოლოდ განსაზღვრული სახეობის ბაქტერიით იკვებება. ურთიერთობის ასეთი სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაგს სხვა ტიპის უჯრედისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია. ასე რომ ფაგი სრულიად უვნებელია ორგანიზმისთვის.

მეანობა გინეკოლოგიაში ბაქტერიოფაგები გამოიყენება საშოს დისბიოზის, ბაქტერიული ვაგინიტის, საკეისრო კვეთის და გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ ჭრილობების ჩირქოვანი გართულებების შემთხვევაში და ასევე ბაქტერიული ცისტიტის დროს (გამოწვეული აღმავალი ინფექციით).

ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციაა, რომელიც საშოს ნორმალური ბაქტერიული ბალანსის დარღვევის შედეგად ვითარდება. ბაქტერიული ვაგინოზი, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში სიმპტომები იხსნება, თუმცა ხშირად თავიდან ვითარდება. დაავადების განმეორებით განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების ხანგრძლივი დროით მიღება. ეს უკანასკნელი კი არაერთ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ერთი მხრივ, ირღვევა საშოს მიკრობიომი. მეორე მხრივ, ყალიბდება ანტიბიოტიკორეზისტენტობა.

არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, უკანასკნელ წლებში ბაქტერიული ვაგინოზისა და ვაგინიტის მკურნალობის პროცესში უფრო დიდი ყურადღება ექცევა ფაგებით მკურნალობას. საქართველოში ფაგებით მკურნალობის დიდი ტრადიცია არსებობს. ამ მიზნით ქვეყანაში უამრავი უცხოელი პაციენტიც ჩამოდის. უფრო დეტალურად ბაქტრიული ვაგინოზისა და მისი მკურნალობის, პროცესში ფაგების გამოყენების ეფექტურობაზე ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკის გინეკოლოგი ირმა თედორაძე საუბრობს.

unknown-27-1722499229.jpg

რა ტიპის დაავადებაა ბაქტერიული ვაგინოზი?

ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციაა, რომელიც საშოს ნორმალური ბაქტერიული ბალანსის დარღვევის შედეგად ვითარდება. ეს გახლავთ საშოს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მაგალითად, მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, ხოლო ორსულ ქალებში – სანაყოფე გარსების ანთება, ნაადრევი მშობიარობა და მშობიარობის ან აბორტის შემდგომ საშვილოსნოს ინფექცია.

როგორია დაავადების სიმპტომები?

ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომებია: პათოლოგიური გამონადები, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერითა და სუნით, პერიოდული წვა, ქავილი, დისკომფორტი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბაქტერიული ვაგინოზის მქონე ბევრ ქალს არ აქვს გამოხატული სიმპტომები.

რა იწვევს ბაქტრიულ ვაგინოზს? მრავალი ბაქტერია ნორმალურად ბინადრობს საშოში. მათი ერთ-ერთი სახეობაა ლაქტობაქტერიები, (განსაკუთრებით საშოს ოქროს ლაქტობაქტერიებად მიჩნეული - Lactobacillus crispatus) რომლებიც ინარჩუნებს საშოს მჟავიანობას. ამ გზით, ლაქტობაქტერიები საშოს ლორწოვან გარსს ჯანმრთელ მდგომარეობაში ინარჩუნებს და ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებისაგან იცავს. ბაქტერიული ვაგინოზი, საშოს ყველაზე ხშირი ინფექცია, ვითარდება მაშინ, როდესაც საშოში მობინადრე დამცველობითი ლაქტობაქტერიების რაოდენობა მცირდება და სხვა ბაქტერიების (Gardnerella vaginalis და Peptostreptococcus შტამები) რაოდენობა მატულობს.

ვინ არის დაავადების რისკჯგუფში?

ბაქტერიული ვაგინოზის განვითარების მაღალი ალბათობა შეინიშნება ქალებში, რომელთაც აქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, ჰყავთ რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი ან სარგებლობენ საშვილოსნოს შიდა საშუალებით.

როგორ ხდება დაავადების მკურნალობა?

ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობა ანტიბიოტიკების საშოს გელით ან კრემით ტარდება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაავადება ხშირად განმეორებით ვითარდება და ამ დროს უამრავი გვერდითი მოვლენა გვაქვს სახეზე. სწორედ ამიტომ ჩვენ დიდ უპირატესობას ვანიჭებთ ფაგებით მკურნალობას.

უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, როგორია ფაგების როლი ბაქტერიული ვაგინიტის მკურნალობის პროცესში?

ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობის დროს ფაგების უპირატესობებია:

  • მყარი სპეციფიკურობა;
  • სელექციური მოქმედება ინფექციის კერაში - მათ შორის ბიოფილმებში;
  • რეპლიკაციის უნარი;
  • უსაფრთხოება, იმუნიტეტის სტიმულაცია.

ფაგის მოხვედრა საშოში იწვევს იქ არსებული დისბალანსის მოწესრიგებას, პათოგენური ბაქტერიებს სპობს შერჩევითად და ეხმარება ბუნებრივი მიკრობიომის გაჯანსაღებაში. აქვს იმუნომოდულატორული, ანტიბაქტერიოციდული და ვაქცინის მსგავსი ეფექტი.

რა ფორმით არის ხელმისაწვდომი ფაგური პრეპარატი?

ფაგის შერჩევა ხდება ბაქტერიაზე მგრძნობელობის შესაბამისად. სერიულად გვაქვს 6 დასახელების ფაგი და პარალელურად შესაძლებელია ინდივიდუალური ფაგების დამზადებაც. ისინი ხელმისაწვდომია როგორც სითხის, ასევე ადგილობრივად გამოსაყენებელი სანთლის სახით. მკურნალობის დაწყებიდან 3-4 დღეში პაციენტები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას აღნიშნავენ, საშუალოდ კი მკურნალობა 2 კვირის განმავლობაში გრძელდება.

ჩვენ გვყავს პაციენტები, რომელთაც პრობლემის 10-15 წლიანი ანამნეზი აქვთ და ამ დროის განმავლობაში მუდმივად ანტიბიოტიკის გამოყენება უწევდათ. ფაგებით მკურნალობის შემდეგ კი პრობლემისგან საბოლოოდ გათავისუფლდნენ.

ფაგური პრეპარატები სრულად ანაცვლებს ანტიბიოტიკს?

ჩანაცვლებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, როდესაც დაავადების გამომწვევია ბაქტერია. თუმცა ის შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ვირუსით ან სოკოთი. ამ შემთხვევაში ფაგებს ანტიბიოტიკთან კომბინაციაში ვნიშნავთ და გამოჯანმრთელების საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს.