სახსრის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ინტერვიუ რევმატოლოგთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახსრის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა – ინტერვიუ რევმატოლოგთან

ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმებია რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებული სპონდილიტი, ლუპუს ართრიტი და სხვა.

რა იწვევს ართრიტს? როგორია მისი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებები? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის რევმატოლოგს თამთა კობახიძეს მივმართეთ.

რა იწვევს სახსრის ანთებით დაავადებებს?

მონოართრიტი ანუ მხოლოდ ერთი სახსრის ანთება შესაძლოა განვითარებული იყოს ლოკალურად გარკვეული სახის მექანიკური ზემოქმედებით, მაგალითად, ტრავმით, ზედაპირული დაზიანებით და ა.შ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ რა არის პათოლოგიის მიზეზი. თუმცა გვაქვს ართრიტის სისტემური, აუტოიმუნური ფორმები, როგორებიცაა, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი და ფსორიაზული ართრიტი, რომელთა ეტიოლოგიაც ჩვენთვის უცნობია. ამ შემთხვევაში ვვარაუდობთ, რომ ის გენეტიკური ფაქტორით არის განპირობებული და მათ მიზეზებს ოჯახურ ანამნეზში ვეძებთ.

რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება ართრიტი და როდის უნდა მიმართოს პაციენტმა რევმატოლოგს?

სახსრების ანთებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, შეწითლება, შეშუპება, ადგილობრივად ტემპერატურის მატება და ა.შ. რაც შეეხება მომართვიანობას, ცხადია, უმნიშვნელოვანესია ექიმს პირველივე ნიშნების დროს მიმართოთ. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში მკურნალობა გაცილებით მარტივია და სასურველ შედეგებსაც უფრო სწრაფად ვიღებთ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ასე იშვიათად ხდება და სანამ პოლიართრიტი ანუ რამდენიმე სახსრის ანთება არ განვითარდება, პაციენტები ექიმთა მისვლისგან თავს იკავებენ.

რა სადიაგნოსტიკო საშუალებებს მიმართავთ სახსრების ანთებითი დაავადებების დროს?

უპირველესად, ვაგროვებთ პაციენტის კლინიკური მონაცემებს, ვსინჯავთ მას და ვაფასებთ თითოეულ სახსარს. ასევე, უნდა შეგროვდეს დეტალურ ანამნეზი. ხშირად ამ პროცესში ძალიან ბევრი კითხვის დასმა გვიწევს პაციენტისთვის, რათა ვიპოვოთ პროცესის გამომწვევი მიზეზი. მას შემდეგ, რაც ზოგად სურათს შევქმნით, ვნიშნავთ ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებს.

ართრიტის დიაგნოსტიკაში უდიდეს როლს თამაშობს რენტგენოლოგიური გამოკვლევა. თუკი საჭირო გახდა, ასევე მივმართავთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას და ა.შ. ყველა ამ მონაცემის დახმარებით კი ვახდენთ ართრიტის ფორმების დიფერენცირებას და ვსვამთ ზუსტ დიაგნოზს.

როგორ მკურნალობთ ართრიტს?

მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ართრიტის ფორმაზე, მის სიმწვავეზე, კონკრეტული პაციენტის კვლევის შედეგებზე. მკურნალობაში შეიძლება გამოვიყენოთ მედიკამენტური თერაპია, სხვადასხვა სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროცედურები, მაგალითად, ფიზიოთერაპია. შორსწასული ფორმების დროს, როდესაც საქმე გვაქვს სახსრის შევიწროებასთან, მოძრაობის შეზღუდვასთან, ნაპრალის დეფორმირებასთან და ა.შ., შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა ანუ ენდოპროთეზირება. ენდოპროთეზირება დაზიანებული სახსრის იმპლანტით ჩანაცვლებას გულისხმობს.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ყველა რევმატოლოგიური დაავადება ქრონიკულია, ანუ ის ბოლომდე არ იკურნება. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ვუმკურნალოთ ართრიტის მწვავე ფორმას, დავარეგულიროთ ანთებითი პროცესი, გავაუმჯობესოთ ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული მაჩვენებლები და მივაღწიოთ ხანგრძლივ რემისიას.

როგორ უნდა მართოს პაციენტმა ართრიტი? რამდენ ხანში ერთხელ არის საჭირო მონიტორინგი?

იმისათვის, რომ დაავადება არ გამწვავდეს, აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების დაცვა, რომლებსაც რევმატოლოგი ინდივიდუალურად, კონკრეტული დიაგნოზის საფუძველზე გასცემს. რაც შეეხება მონიტორინგს, გადამოწმების მიზნით ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები პაციენტს წელიწადში ორჯერ უნდა ჩაუტარდეს.

ართრიტის რა სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებებია ხელმისაწვდომი თოდუას კლინიკაში?

თოდუას კლინიკაში ხელი მიგვიწვდება ყველა იმ ინსტრუმენტულ თუ ლაბორატორიულ კვლევაზე, რაც სახსრის ანთებითი დაავადების სრულფასოვანი დიაგნოსტირებისთვის არის საჭირო. იგივე შემიძლია ვთქვა მკურნალობის მეთოდებზეც – ჩვენს ცენტრში შესაძლებელია ნებისმიერი სახის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ასევე, ხელმისაწვდომია სახსარშიდა ინიექციები, სხვადასხვა ტიპის ფიზიოთერაპიული პროცედურები, მათ შორის, ტარდება ფოტოფორეზი, ლაზეროთერაპია და ა.შ.

მოკლედ რომ ვთქვათ, თოდუას კლინიკაში ართრიტის ჩივილებით მოსულ პაციენტს შეუძლია მიიღოს ზუსტი დიაგნოზი და ჩაიტაროს მისთვის საჭირო ყველა სამკურნალო პროცედურა, თანაც უახლესი მიდგომებისა და ტექნოლოგიების საშუალებით.

R