შიდსის ჯანდაცვის ფონდმა მიაღწია ისტორიულ ეტაპს: 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლეზე მზრუნველობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შიდსის ჯანდაცვის ფონდმა მიაღწია ისტორიულ ეტაპს: 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლეზე მზრუნველობა

რომელიც ითვალისწინებს უახლესი სამედიცინო მომსახურების მიწოდებასა და უზრუნველყოფას, გადახდისუნარიანობის მიუხედავად - 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლეზე მზრუნველობა მსოფლიოს მასშტაბით.

„უზომოდ ვამაყობთ, რომ მივაღწიეთ ამ ისტორიულ ეტაპს. მაშინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ჩვენი გლობალური პროგრამები 20 წელზე მეტი ხნის წინ, აფრიკის ორ ქვეყანაში, სადაც 100 პაციენტი იყო, ჩვენ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთ დღეს 2 მილიონ სიცოცხლეზე მზრუნველობას შევძლებდით მთელს მსოფლიოში", - აღნიშნავს AHF- ის პრეზიდენტი მაიკლ ვაინსტაინი. "ეს არის პატივი და დასტური იმისა, რომ ჩვენი პერსონალი, პარტნიორები და მოხალისეები, ერთგულად და დაუღალავად ცდილობენ ყოველდღიურად შეცვალონ აივ/შიდსით დაზარალებულთა ცხოვრება“.

შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) მიერ 2 მილიონ ადამიანის სიცოცხლის მზრუნველობის საპატივცემულოდ, AHF საქართველო უერთდება ამ მნიშვნელოვანი მიღწევის აღნიშვნას და თბილისში, 23 ივლისს, დედაენას პარკში, პარკის დამსვენებლებს ტკბილეულით გაუმასპინძლდება.

„AHF–ის 2 მილიონ ადამიანზე მზრუნველობა არის შესანიშნავი მიღწევა, რომელიც ხაზს უსვამს ორგანიზაციის ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს აუცილებელი სამედიცინო მომსახურება აივ ინფექციით დაზარალებულთათვის", - აღნიშნავს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, დანიერ რეიჯერი. "ეს ეტაპი არის მტკიცებულება AHF-ის ეფექტური მუშაობის ევროპის რეგიონში და ხაზს უსვამს აივ-ზე მოვლისა და მკურნალობის სერვისების შემდგომი დახმარების აუცილებლობას”.

დაარსების დღიდან, 1987 წელი, AHF არის აივ/შიდსის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის წინა პლანზე, რომელიც უზრუნველყოფს სასიცოცხლო სერვისების მიწოდებას, ადვოკატირებას და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს პანდემიასთან საბრძოლველად. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ხაზს უსვამს AHF-ის ურყევ ძალისხმევას აივ/შიდსით დაზარალებულთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

"AHF-ის როლი აივ-ით დაავადებულთა მიმართ ფასდაუდებელია. 2 მილიონ ადამიანზე მზრუნველობა ამის საუკეთესო მაგალითია. AHF დაარსების დღიდან ყოველმხრივ ზრუნავს ინფიცირებულთა დასახმარებლად და ყოველი მისი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნებში შესაბამისი გარემოს შექმნაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი მოვლა და უახლესი სამედიცინო დახმარება”, აღნიშნავს ნინო ხეთაგური, შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი.

კლინიკებითა და დაწესებულებებით, მსოფლიოს 47 ქვეყანაში - აფრიკა, აზია, ამერიკა და ევროპა - AHF იყენებს ინოვაციურ ჯანდაცვის მოდელებს, რათა გააფართოვოს მიღწევები და შედეგი. ის ყოვლისმომცველი სამედიცინო დახმარების, მკურნალობის, ტესტირების, პრევენციისა და დამხმარე სერვისების მიწოდების გზით მოიცავს ყველას, ვისაც ესაჭიროება.

AHF-ს მიღწეული ეტაპები:

  • 2 მილიონ ადამიანზე მზრუნველობა, 20 ივლისი, 2024
  • 5 მილიონ ადამიანზე მზრუნველობა, 1 დეკემბერი, 2020
  • მილიონ ადამიანზე მზრუნველობა, 1 ოქტომბერი, 2018
  • 500,000 ადამიანზე მზრუნველობა, 13 ნოემბერი, 2015
  • 250,000 ადამიანზე მზრუნველობა, 27 ნოემბერი, 2013
  • 100 000 ადამიანზე მზრუნველობა, 15 აპრილი, 2009

AHF აგრძელებს ბრძოლას აივ/შიდსის პანდემიასთან, შესაბამისად, ორგანიზაცია კვლავ მტკიცედ განაგრძობს ადვოკატირება გაუწიოს აივ მკურნალობასა და დაცვაზე წვდომას და, ასევე, უზრუნველყოს ფარმაცეპტული ბაზრისა და გადაწყვეტილების მიმღებების ანგარიშვალდებულება.

###

შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) არის გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამედიცინო მომსახურებისა და ადვოკატირების გაწევას 2 მილიონზე მეტი ადამიანისთვის მსოფლიოს 47 ქვეყანაში: აშშ-ში, აფრიკაში, ამერიკაში, აზიაში, წყნარი ოკეანის რეგიონსა და ევროპაში. AHF-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.aidshealth.org, მოგვძებნეთ Facebook-ზე: www.facebook.com/aidshealth და გამოგვიყევით Twitter-ზე: @aidshealthcare და Instagram: @aidshealthcare.

R