როგორ ავირიდოთ თავიდან კუჭ-ნაწლავის პრობლემები ზაფხულის ცხელ დღეებში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავირიდოთ თავიდან კუჭ-ნაწლავის პრობლემები ზაფხულის ცხელ დღეებში?

რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის დის­კომ­ფორ­ტი მგზავ­რო­ბა­სა და გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბას რო­გორც მოზ­რდი­ლებ­ში, ისე ბავ­შვებ­ში?

გა­რე­მოს, საკ­ვე­ბი­სა და წყლის ცვლი­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ისე­თი გარ­თუ­ლე­ბა, რო­გო­რიც არის მოგ­ზა­ურ­თა დი­ა­რეა - ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტერ­მი­ნი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ზა­ფხულ­ში ხდე­ბა ხოლ­მე აქ­ტუ­ა­ლუ­რი. რო­გორც წესი, მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სწრა­ფად აი­სა­ხე­ბა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­სა და მგრძნო­ბე­ლო­ბა­ზე. მი­სი­ვე თქმით, მოგ­ზა­ურ­თა დი­ა­რეა უმე­ტე­სად ხან­მოკ­ლეა, თუმ­ცა შე­უძ­ლია ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო დის­კომ­ფორ­ტის გა­მოწ­ვე­ვა და ასე­ვე, ნაწ­ლა­ვუ­რი მიკროფ­ლო­რის დარ­ღვე­ვა.

რო­გორც პრე­ვენ­ცი­ის­თვის, ისე დი­ა­რე­ის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მივ­მარ­თოთ სწრაფ და უსაფრ­თხო მკურ­ნა­ლო­ბის მე­თოდს და მი­ვი­ღოთ პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რას დაგ­ვი­რე­გუ­ლი­რებს და დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბის მშვი­დად და სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ ფრან­გუ­ლი მწარ­მო­ებ­ლის Pileje-ის ლაქ­ტი­ბი­ენ ვო­ი­აჟს, რო­მე­ლიც 3 შტა­მის 20 მი­ლი­არდ მიკ­რო­ორ­გა­ნიზმს შე­ი­ცავს, სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლია მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც პრე­ვენ­ცი­ის­თვის, ასე­ვე მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, რომ­ლის მი­ღე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ, ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ და­ი­წყოთ.

პრო­ბი­ო­ტი­კე­ბის კომ­პლექ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბავ­შვებ­შიც, 5 წლის ასა­კი­დან. მი­ი­ღე­ბა გამ­გზავ­რე­ბამ­დე ერთი დღით ადრე და ყო­ველ­დღე მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ბავ­შვებ­ში ხში­რია კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­საც ენ­ტე­რო­ვირუსს ვუ­კავ­ში­რებთ ხოლ­მე, თუმ­ცა რიგ შემ­თხვე­ვებ­ში - არას­წო­რად.

სი­ცხე­ში მარ­თლაც იზ­რდე­ბა სხვა­დას­ხვა ბაქ­ტე­რი­უ­ლი და ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კი, რო­მე­ლიც შემ­დეგ მი­ზე­ზებს უკავ­შირ­დე­ბა:

  • მე­ტია საკ­ვე­ბის ფუ­ჭე­ბა­დე­ბის, შე­სა­ბა­მი­სად, მო­წამ­ვლის რის­კი;
  • ბავ­შვე­ბი ნაკ­ლე­ბად იცა­ვენ ჰი­გი­ე­ნას;
  • თა­მა­შო­ბენ ტა­ლახ­ში, ქვი­შა­ში, და­ბინ­ძუ­რე­ბულ წყალ­სა და გა­რე­მო­ში;
  • მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ე­ბას ქმნის ბაქ­ტე­რი­ე­ბის გა­სამ­რავ­ლებ­ლად.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ხდე­ბა გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის სა­წყი­სი ბავ­შვებ­ში, თუმ­ცა არა ენ­ტე­რო­ვირუ­სის.

მწვა­ვე ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ის გა­მომ­წვევ ფაქ­ტო­რებს შო­რის ჩვენ მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი და ვირუ­სე­ბი ჭარ­ბობს, რომ­ლე­ბიც 3-14 დღის მან­ძილ­ზე ქმნის შემ­დეგ სუ­რათს:

  • ფა­ღა­რა­თი - ნაწ­ლა­ვუ­რი მოქ­მე­დე­ბის გახ­ში­რე­ბა;
  • სხე­უ­ლის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა/ცხე­ლე­ბა;
  • ღე­ბი­ნე­ბა;
  • სი­სუს­ტე;
  • შე­საძ­ლოა სა­წყის ეტაპ­ზე გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს მუც­ლის მოვ­ლი­თი, ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი.

ენ­ტე­რო­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში კი ფა­ღა­რა­თი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბა. ვირუ­სი უმე­ტე­სად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს ან ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ჩი­ვი­ლებს თან ერ­თვის ცე­მი­ნე­ბა, სურ­დო, ბლის­ტე­რე­ბი პი­რის ღრუ­ში. კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი და გა­მო­ნა­ყა­რი სხე­ულ­ზე.

ამ დროს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მხო­ლოდ პე­დი­ატ­რის­გან უნდა მი­ვი­ღოთ. ზო­გა­დად კი, ინ­ფი­ცი­რე­ბის პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია კვე­ბის რე­ჟი­მის მო­წეს­რი­გე­ბა, ღე­ბი­ნე­ბით და­კარ­გუ­ლი წყლის ბა­ლან­სის აღ­დგე­ნა და ნორ­მა­ლუ­რი ნაწ­ლა­ვუ­რი მიკროფ­ლო­რის ხელ­შე­წყო­ბა, თუნ­დაც ელექტრო­ლი­ტე­ბის მი­ღე­ბით.

როცა გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ შე­ბე­რი­ლო­ბა გვა­წუ­ხებს, დი­ა­რე­ის მსგავ­სად არა­ნაკ­ლებ დის­კომ­ფორ­ტს გან­ვიც­დით და ხან­და­ხან საყ­ვა­რელ საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზეც გვი­წევს ხოლ­მე უა­რის თქმა. რო­გორც წესი, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შე­ბე­რი­ლო­ბა საკ­ვე­ბის ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ნორ­მა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბამ ან რა­ცი­ო­ნის შეც­ვლამ, და­მა­ტე­ბით, ძი­ლის ნაკ­ლე­ბო­ბამ და ალ­კოჰო­ლუ­რი სასმლის აქ­ტი­უ­რად მოხ­მა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ნაწ­ლავ­ში აი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბას თან ახ­ლავს ყრუ ან მკვეთ­რი ტკი­ვი­ლი, სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბა, მუც­ლის ნორ­მა­ლურ­ზე მე­ტად გამ­კვრი­ვე­ბა, ხმა­უ­რი და დაგ­რო­ვი­ლი აი­რე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხით გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას ზრდას­რუ­ლებ­ში მარ­ტი­ვად მო­ვაგ­ვა­რებთ ისე­თი პრე­პა­რა­ტით, რო­გო­რიც არის დი­ა­ლა­კი. ბავ­შვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ბე­რი­ლო­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ისე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა ბო­ბო­ტი­კი და ეს­პუ­მი­ზა­ნი ბე­ი­ბი - წვე­თე­ბი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბამ­დე სა­ჭი­როა ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლა და მისი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რომ ზრდას­რუ­ლებ­ში ხში­რი შე­ბე­რი­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი იყოს, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქიმ­თან კონ­სულ­ტა­ცია.

თუ გვსურს, გა­რე­მოს ცვლი­ლე­ბი­სას შე­ბე­რი­ლო­ბამ ნაკ­ლე­ბად შეგ­ვა­წუ­ხოს, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, საკ­ვე­ბი მი­ვირ­თვათ ნელა და მცი­რე ულუ­ფე­ბით. ასე­ვე, არ მო­ვიხ­მა­როთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი, ზო­მი­ე­რად მი­ვი­ღოთ ტკბი­ლე­უ­ლი, ცო­მე­უ­ლი და პარ­კოს­ნე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ბევ­რი ვი­ა­როთ ფე­ხით.

წყა­რო

R