ახალი ულტრაბგერითი აპარატით დიაგნოსტიკა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულების და ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი ულტრაბგერითი აპარატით დიაგნოსტიკა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულების და ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, გლობალურად ყოველწლიურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო 17,9 მილიონი ადამიანი იღუპება. სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის დაახლოებით 30% 70 წლამდე ასაკში ფიქსირდება, რაც ნაადრევი სიკვდილია. მიზეზი კი დაგვიანებული დიაგნოსტიკაა.

,,ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი რადიოლოგი, კარდიოლოგი ირინა ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება დროული და ადეკვატური მკურნალობის წინაპირობაა, რაც პაციენტს საკმაოდ რთულ და რიგ შემთხვევაში ფატალური გართულებებისგან იცავს. სისხლძარღვოვანი დაავადებები, როგორიცაა: აორტის ანევრიზმა, საძილე არტერიების მნიშვნელოვანი ათეროსკლეროზი, ათეროსკლეროზით ან შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული პერიფერიული არტერიების დაავადებები და სხვა, დაგვიანებული დიაგნოსტიკის გამო ხშირად სავალალო შედეგებს იწვევს.

სწორი და ადეკვატური დიაგნოსტირების პროცესში დიდი როლი აქვს ტექნოლოგიებს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტირებისთვის „ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილია ახალი ულტრაბგერითი აპარატით Philips Epiq CVx 3D, რომელიც სტანდარტული კარდიოლოგიური ულტრაბგერითი აპარატისგან განსხვავებით არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. მასზე დეტალურად ირინა ჟორჟოლიანი საუბრობს.

მოგვიყევით ახალი ულტრაბგერითი აპარატის შესახებ, რა განსხვავებაა მასსა და სტანდარტულ აპარატებს შორის?

Philips Epiq CVx 3D შექმნილია უშუალოდ კარდიო-ვასკულარული ულტრაბგერითი კვლევებისათვის. აპარატის გამომთვლელ-ანალიზური სისტემის მაღალი სიმძლავრე და ვიზუალიზაციის გაუმჯობესებული ხარისხი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დიაგნოსტიკის მაღალ დონეზე ჩატარების საშუალებას იძლევა.

ამ აპარატის საშუალებით კვლევა უფრო სწრაფია და უფრო ზუსტ შედეგს გვაძლევს. ეს კომფორტულია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის.

მის უპირატესობებს განსაზღვრავს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აპარატშია ინტეგრირებული.

აპარატი მიზანმიმართულად შექმნილია კარდიო-ვასკულარული კვლევებისათვის, ამდენად მისი საშუალებით შესაძლებელია გულის კვლევის ჩატარება, ასევე აორტის, თავის ტვინისა და კისრის სისხლძარღვების, პერიფერიული (კიდურების) მაგისტრალური არტერიების და ვენების, თირკმლის არტერიების დუპლექს სკანირება, აღნიშნულ სისხლძარღვთა სანათურის, კედლებისა და მათში სისხლის ნაკადის შეფასება.

აპარატის კიდევ ერთი უპირატესობა სამგანზომილებიანი ფოტორეალისტური კვლევაა. რატომ არის 3D კვლევა მნიშვნელოვანი?

თანამედროვე კარდიოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა 3D ექოკარდიოგრაფიამ. მას ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს კარდიოქირურგიისა და ინტერვენციული კარდიოლოგიისთვის.

რამდენიმე რეფერენსული წერტილის აღნიშვნისა და სპეციალური პროგრამების გამოყენებით შესაძლებელია გულის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა, გულის კუნთის შიდა და გარე შრის, სისხლძარღვების და გულის სარქვლების შეფასება სამ განზომილებაში, სხვადასხვა კუთხით და სიღრმით.

უკანასკნელი გაიდლაინების თანახმად, ეფექტიანი მკურნალობისთვის აუცილებელი სტანდარტია გულის კუმშვადობის ფუნქციისა და ასევე სარქვლოვანი აპარატის სტრუქტურული და ჰემოდინამიკური პათოლოგიების ამგვარად შეფასება.

კონკრეტულად რომელი დაავადებების გამოვლენა ხდება ახალი ულტრაბგერითი აპარატით?

მისი საშუალებით დიაგნოსტირდება გულის ისეთი დაავადებები, როგორიცაა: გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, ჰიპერტონული დაავადება, გულის ანთებითი დაავადებები, სარქვლოვანი პათოლოგიები, ასევე აორტის ანევრიზმა, პერიფერიული არტერიების იშემიური დაავადება, საძილე არტერიების ათეროსკლეროზი, ღრმა და ზედაპირული ვენების თრომბოზი, ვარიკოზული დაავადება, ვენური სარქვლოვანი უკმარისობა და ა.შ.

ვის და რა შემთხვევაში უტარდება კვლევა ახალი Philips Epiq CVx 3D აპარატით?

აღნიშნული აპარატით კვლევა პირველ რიგში მიზანშეწონილია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჩივილების მქონე პაციენტებისთვის ან ისეთი უსიმპტომო პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ აღნიშნული დაავადებებით გართულების განვითარების მაღალი რისკი. ასეთებია: შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები, მათ შორის ქიმიოთერაპიით მკურნალობის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ და ა.შ.

ის პირველი რიგის კვლევად მიიჩნევა და პირველსავე ვიზიტზე ურჩევენ როგორც კარდიოლოგები და ანგიოლოგები, ასევე ოჯახის ექიმები და სხვა სპეციალობის ექიმები.

R