რა განმასხვავებელი ნიშნები აქვს მამაკაცთა დეპრესიას
რომ დეპრესიის მქონე მამაკაცები:
-
მუშაობაში ეფლობიან,
-
განიცდიან ბრაზის აფეთქებებს,
-
უგულებელყოფენ საყვარელ ჰობის,
-
წყვეტენ კომუნიკაციას სოციალურ ქსელებში.
ამის შესახებ Daily Mail იუწყება. ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ დეპრესიის კლასიკური ნიშნები - კონცენტრაციის გაძნელება, ძილის პრობლემები და მუდმივი მელანქოლია - უფრო ხშირად ვლინდება ქალებში. ლურასკის თქმით, დეპრესიაში მყოფი მამაკაცები სევდასა და აპათიას „აჩუმებენ“. მათ ასევე ახასიათებთ თვითიზოლაციის სურვილი, სოციალური ქსელების გამოყენებაზე უარის თქმა, ოჯახთან და მეგობრებთან შეზღუდული ინტერაქცია, შრომისმოყვარეობა და საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა.
იმისდა მიუხედავად, რომ ქალებს თითქმის ორჯერ მეტად აქვთ დეპრესიის დიაგნოზი, ვიდრე მამაკაცებს, ბევრი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი თვლის, რომ მამაკაცებში დეპრესიის მრავალი შემთხვევა შეუმჩნეველი რჩება.
ლურასკიმ დასძინა, რომ მამაკაცები ნაკლებად მიმართავენ დახმარებას და იშვიათად გამოხატავენ ნეგატიურ ემოციებს.
მაიოს კლინიკის, ამერიკული კვლევითი და სამედიცინო ცენტრის ექიმები თვლიან, რომ ქალები ბევრად უფრო ხშირად განიცდიან ჰორმონალურ რყევებს, რომლებიც დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან, ორსულობასთან და მენოპაუზასთან. ეს რყევები, გამოწვეული ქალის სასქესო ჰორმონის ესტროგენის დონის ცვლილებებით, გავლენას ახდენს განწყობაზე, თვითშეფასებაზე და კონცენტრაციის უნარზე.
მამაკაცებს ორგანიზმში ნაკლები ესტროგენი და მეტი ტესტოსტერონი აქვთ, რაც, პირიქით, აგრესიის და იმპულსურობის სტიმულირებას ახდენს.