სელფით მასობრივმა გატაცებამ მოულოდნელი დაავადების გავრცელება გამოიწვია
ხოლო კოლექტიური სელფებით მასობრივმა გატაცებამ გამოიწვია თავის ტილების გავრცელება შეერთებულ შტატებსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ამის შესახებ Washington Post-ი მეცნიერებზე დაყრდნობით იტყობინება.
მავნებლებისა და ინსექტიციდების კვლევის ცენტრის ექსპერტმა, ფედერიკო გალასიმ, მოულოდნელი დაავადების გავრცელება იმით ახსნა, რომ ჯგუფური სელფის დროს ადამიანები თავებს ხშირად ერთმანეთს ადებენ. ეს მწერებს საშუალებას აძლევს მშვიდად გადაცოცდნენ ადამიანიდან ადამიანზე.
მის განცხადებას ამყარებს ამერიკის ტილების კლინიკების სამედიცინო დირექტორის, კრისტა ლაუერის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ტილების მოშორების მოთხოვნა იზრდება. მსგავსი ვითარება შეინიშნება კანადასა და დიდ ბრიტანეთში.
ხალხი ვერ უმკლავდება პრობლემას შინ, ამიტომ ისინი ეძებენ პროფესიონალურ დახმარებას პარაზიტების მოსაშორებლად.
- ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თავის ტილების გავრცელება შესაძლოა დაუბრუნდეს პრე-პანდემიურ დონეს, თუკი ადამიანები კვლავ გააგრძელებენ ახლო კომუნიკაციას საზოგადოებრივ ადგილებში - ოფისებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და სექციებში.