თოდუას კლინიკის მესამე – დიღმის ფილიალი გახსნისთვის ემზადება! ხარისხის მაღალი სტანდარტი და ახალი ტექნოლოგიები!
დაგეგმარების ამოსავალ წერტილად მაღალი ხარისხის მომსახურება იქცა, რაც აპარატურულ უზრუნველყოფასა და პროფესიონალ სამედიცინო გუნდთან ერთად, საუკეთესო სერვისის სტანდარტის კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს აწესებს.
ახალი კლინიკა განსხვავებული ინტერიერით იქნება წარმოდგენილი, ის ოთხ სართულზე იქნება განთავსებული და ამბულატორიული სერვისების სრულ სპექტრს დაფარავს. შექმნის პაციენტებისთვის აბსოლუტურად განსხვავებულ და კომფორტულ გარემოს.
დიღმის ფილიალის, ასევე, მთლიანად ქსელის ახალი სერვისებისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი, გიორგი დიასამიძე გვესაუბრება.
რა მთავარი ფაქტორები გაითვალისწინეთ დიღმის კლინიკის კონცეფციის შემუშავებისას?
თოდუას კლინიკა წლების განმავლობაში აწესებს ოქროს სტანდარტს სამედიცინო სფეროში. ჩვენი ორი არსებული ფილიალი, რომელიც ემსახურება პაციენტების უპრეცედენტოდ დიდ რაოდენობას, უმაღლესი დონის აღჭურვილობით და მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, ადასტურებს ჩვენს ხარისხს და ერთგულებას პაციენტებისადმი. შემდგომი გაფართოება კი მათმა აბსოლუტურმა ნდობამდა სერვისების გაუმჯობესების სიღრმისეულმა კვლევებმა განაპირობა.
თოდუას კლინიკის ახალი ფილიალის გახსნის იდეა ვერის ფილიალის ორწლიანი ფუნქციონირების გამოცდილებამ წარმოშვა – ცხადი გახდა, რისი დახვეწა და გაუმჯობესება შეგვეძლო.
დიღმის ფილიალი პაციენტებს სრულიად ახალ, საინტერესო კონცეფციას სთავაზობს: მაღალტექნოლოგიურ აპარატურასთან და მაღალხარისხოვან სამედიცინო მომსახურებასთან ერთად მიიღოს მეტი კომფორტი, რომელიც გულისხმობს ვიზიტის ხანგრძლივობის შემცირებას, მომსახურების პერიოდში მეტ ინდივიდუალიზაციას, რაც სერვისებზე ხელმისაწვდომობას მაქსიმალურად გაამარტივებს.
დიღმის ფილიალში იქნება წარმოდგენილი როგორც დიაგნოსტიკური კვლევების სრული სპექტრი (კტ, მრტ, რენტგენი, ულტრაბგერა, მამოგრაფია, ლაბორატორია) ასევე: კარდიოლოგია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია, ალერგოლოგია, ინფექციური სნეულებები, გინეკოლოგია, გასტროენტეროლოგია, უროლოგია. აღნიშნული ფილიალი იხსნება ლუბლიანას N21-ში.
როგორ გააუმჯობესებს დიღმის ფილიალი პაციენტის მომსახურების სერვისს თქვენს სხვა ლოკაციებთან შედარებით?
სერვისის გასაუმჯობესებლად ძალიან დიდი გზა გავიარეთ. კლინიკის ხარისხის სამსახურმა და მარკეტინგის დეპარტამენტმა ერთობლივად გამოიკვლიეს მომხმარებელთა კმაყოფილება და საჭიროებები, რაც ახალი გადაწყვეტილებების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა. შედეგად, მოცდის ინდივიდუალური სივრცეები მოვაწყვეთ, რაც პაციენტებს ძალიან მოსწონთ; დავხვეწეთ რიგების მართვის ელექტრონული სისტემა; გადავამზადეთ სივრცის კონსულტანტები და პერსონალური მენეჯერები, რომლებიც პაციენტს დაეხმარება ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაში, მაგალითად, დაარეგისტრირებს კვლევებზე, მოუგვარებს დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და დანიშნულების ადგილამდე იქნება მისი თანმხლები.ყოველივე ეს დაზოგავს როგორც პაციენტის, ასევე ექიმის ძვირფას დროს და ხელს შეუწყობს ექიმის და პაციენტის მხოლოდ რეალურ სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
ცვლილება შევიტანეთ ინტერიერის სტილშიც, რასაც თითოეული მცირე დეტალი გამოხატავს: იტალიური ჭაღები და მურანოს განუმეორებელი ენერგეტიკა, ქართველი მოქანდაკეების ნამუშევრები, მოდერნისტული დიზაინის ჰარმონიული შერწყმა … გადავწყვიტეთ, კლინიკისთვის დამახასიათებელი ღია ფერები მუქი, მშვიდი ტონებით ჩაგვენაცვლებინა, უფრო მყუდრო გარემოს შესაქმნელად.
ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამხელა რესურსია ჩადებული პროექტირების და მშენებლობის ფაზაში, რაოდენ ზედმიწევნით არის დაცული პაციენტის უსაფრთხოება და ხარისხის თანამედროვე სტანდარტები.
შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რა სახის მომსახურება იქნება შესაძლებელი დიღმის ფილიალში?
დიღმის ფილიალი შემოგთავაზებთ ისეთივე ყოვლისმომცველ მომსახურებას, როგორც ჩვენი ვერის ფილიალი, მაგრამ კიდევ უფრო თანამედროვე აპარატურით. ორი 3-ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი და ხუთი ულტრათანამედროვე ულტრაბგერითი აპარატი – ყოველივე ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თოდუას კლინიკის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს დამნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტის ლოდინის დროს.
კლინიკის აღჭურვა და ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ მან ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს. თავისი ფუნქციით და აღჭურვით ის პრაქტიკულად უნივერსალური დიაგნოსტიკური ცენტრი იქნება.
„ჩექ–აფის“ სერვისი პირველად ვერის ფილიალში გამოჩნდა. როგორ განავითარეთ ეს სერვისი დიღმის კლინიკაში?
ყოველწლიურად იზრდება იმ პაციენტების რიცხვი, ვინც პროფილაქტიკური გამოკვლევების აუცილებლობას ხედავს. თოდუას კლინიკაში „ჩექ–აფზე“ მოსული მომხმარებლებისთვის სპეციალური ლაუნჯის ტიპის სივრცეებია გამოყოფილი, სადაცაბსოლუტურად ყველა სერვისის მიღებაა შესაძლებელი. ეს სერვისი განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიდა სამუშაოს პარალელურად სჭირდება კომფორტული გარემოს შექმნა. „ჩექ–აფის“ სივრცეებში მოდიან ოჯახებიც. მოსაცდელ სივრცეებში დროის კომფორტულად გასატარებლად VR ტექნოლოგიას ვიყენებთ, რაც, მერწმუნეთ, ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს ძალიან მოსწონს.
აღსანიშნავია, რომ „ჩექ-აფი“, ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად, სამივე ფილიალში სხვადასხვა სპეციფიკით იქნება წარმოდგენილი.
ზოგადად, თოდუას კლინიკას რომ დავუბრუნდეთ, მიმოვიხილოთ, კიდევ რა სიახლეებია თოდუას კლინიკაში?
დაახლოებით ექვსი თვეა, რაც თორაკალური ქირურგიის მიმართულებამ დაიწყო ფუნქციონირება ჩვენს კლინიკაში, ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ათეული ოპერაცია ჩატარდა წარმატებით, სასუნთქი გზების ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი დაავადებების სამკურნალოდ.
და რაც მთავარია, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს უცვლელ პრიორიტეტზე –ვაგრძელებთ ინვესტირებას ახალგაზრდა ტალანტებში. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, გუნდს შეემატა 50 ახალგაზრდა ექიმი, რომლებმაც სწორედ ჩვენთან დაიწყეს კარიერა.
ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენმა ხუთმა სპეციალისტმა გაიარა დამატებითი სწავლება საზღვარგარეთ, ონკოლოგიის და რადიოლოგიის მიმართულებით. ჩვენი სამომავლო გეგმებიც სწორედ ამას უკავშირდება – რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენი ექიმების პროფესიონალურ მომზადებაში.
ასევე, რამდენიმე თვეა ჩამოვაყალიბეთ დამოუკიდებელი სამედიცინო ტურიზმის კომპანია, რომლის ჩართულობითაც ვცდილობთ ქართული მედიცინის პოპულარიზაციას და უცხოელი პაციენტების საქართველოში სამკურნალოდ მოზიდვას, როგორც თოდუას კლინიკაში, ისე პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებში.
რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ინვესტირებას ტექნოლოგიებში:
მაგალითად, ენდოსკოპიის მიმართულებაში. ჩვენს ქვეყანაში პირველად შემოვიტანეთ FujiFilm Eluxeo VP-7000-ის სპეციალური ZOOM ფუნქციით აღჭურვილი ენდოსკოპიური სისტემები, რომლებიც ექსკლუზიურად, ენდოსკოპიური კვლევის პროცესშივე იძლევა მნიშვნელოვნად უკეთესი ვიზუალიზაციის და მორფოლოგიური კვლევის გაუმჯობესების შესაძლებლობას.
დავამატეთ მამოგრაფია ტომოსინთეზით, რაც სტანდარტული მამოგრაფიისგან განსხვავებით, სარძევე ჯირკვლის შრეობრივი გამოკვლევის საშუალებას იძლევა.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას ამერიკულ კომპანია General Electric-თან და მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიქნებით პირველები, სადაც General Electric-ის: Logic E10 და Vivid S70N Dimension-ის ხუთი პრემიუმ–კლასის ულტრაბგერითი ექოსკოპიური აპარატი იქნება წარმოდგენილი.
სიახლეა ნეიროქირურგიის მიმართულებითაც – წელის ტკივილის მკურნალობა ნეიროსიხშირული აბლაციის აპარატით, რაც უზრუნველყოფს პაციენტის ტკივილებისგან გათავისუფლებას, ღია ქირურგიული ჩარევის გარეშე.
დაახლოებით ერთი თვეა დავნერგეთ საშარდე სისტემაში არსებულ კონკრემენტების ლაზერული დესტრუქცია.
სამომავლოდ, საგანმანათლებლო მიმართულებით ვგეგმავთ განვითარებას და ვმუშაობთ იმაზეც, რომ თოდუას კლინიკა საქართველოს რეგიონებშიც იყოს წარმოდგენილი.
***
სამი ფილიალით მუშაობა კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა და, ვფიქრობ, ამ მასშტაბითა და განახლებული სამედიცინო მენეჯმენტით შევძლებთ ჩვენი სერვისების სტანდარტიზებას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან პაციენტი ყოველთვის იყოს დარწმუნებული, რომ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში და ნებისმიერ, ექიმთან მიიღებს ერთი და იგივე – მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას.
R