კანის რა დაავადებების მკურნალობის დროს ინიშნება ფაგებით მკურნალობა? - ინტერვიუ დერმატოლოგ-ენდოკრინოლოგთან
გარდა ამისა, გაიზარდა კანის ბაქტერიული ინფექციების რიცხვიც. დერმატოლოგიური დაავადებების გავრცელების ზრდის პარალელურად კიდევ უფრო განვითარდა და დაიხვეწა მათი მკურნალობის მეთოდები. შესაბამისად, შედეგიც უფრო მარტივად მისაღწევი გახდა.
კანის პრობლემების სამკურნალოდ უკვე აქტიურად გამოიყენება ფაგოთერაპია, რომელსაც თან არანაირი გვერდითი ეფექტი არ ახლავს და განკურნების მაჩვენებელიც მაღალი აქვს. ანტიბიოტიკისგან განსხვავებით, ფაგი არ ანადგურებს სასარგებლო ბაქტერიებს და ორგანიზმს ჯანსაღი იმუნიტეტის შენარჩუნებაში ეხმარება.
მკურნალობის აღნიშნული მეთოდი აქტიურად გამოიყენება ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში - ბაქტერიოფაგის კლინიკაში, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებს, თუმცა პოპულარული მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა. ფაგოთერაპიის ცენტრი შედის ელიავას ბაქტერიოფაგის კონსორციუმში და მას ზურგს უმაგრებს „გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის" საუკუნოვანი გამოცდილება ფაგების კვლევასა და გამოყენებაში.
უფრო დეტალურად, რა სახის კანის ბაქტერიული ინფექციების დროს მიმართავენ ფაგოთერაპიას და რამდენად ეფექტურია მკურნალობის აღნიშნული მეთოდი, ამის შესახებ ბაქტერიოფაგის კლინიკის დერმატოლოგ-ენდოკრინოლოგი ნანა ყანჩელი საუბრობს:
- ძირითადად კანის რა პრობლემებით მოგმართავენ და რატომ არის ისინი ბოლო პერიოდში გახშირებული?
კანის პრობლემები მართლაც საკმაოდ გავრცელებულია და ჩვენ ძირითადად ანთებითი დაავადებების დროს მოგვმართავენ. მოგეხსენებათ, ფაგები არის ანტიბაქტერიული საშუალება და კანის ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს შეიძლება მისი გამოყენება.
ფაგოთერაპიას აქტიურად მივმართავთ მეორადად გართულებული, უჯრედების დაზიანებით მიმდინარე ავტოიმუნური დაავადებების დროსაც დადადებით შედეგს ვიღებთ.
- რა სახის ინფექციები იწვევს კანის გართულებებს?
კანის ინფექციებს ძირითადად სტაფილოკოკური ინფექცია, მისი სხვადასხვა შტამი იწვევს, თუმცა შეიძლება, სხვა ბაქტერიასთანაც გვქონდეს საქმე. სწორედ ამიტომ, სანამ მკურნალობას დავიწყებთ ყოველთვის პაციენტსვუკეთებთ ბაქტერიოლოგიურ კვლევასა და ფაგოგრამას. ბაქტერიოლოგიური კვლევის მეშვეობით ვიღებთ ინფორმაციას ბაქტერიისა და მისი შტამის შესახებ. ფაგოგრამით კი ხდება მგრძნობელობის შემოწმება ფაგებზე და დადგენა, რომელი მათგანი უფრო ეფექტური იქნება მკურნალობის პროცესში. ამის შესაბამისად იქმნება ინდივიდუალური პაციენტზე მორგებული მკურნალობის კურსი.
- რამდენად ეფექტურია ფაგოთერაპია და სრულად ხდება თუ არა მისი მეშვეობით კანის დაავადებების განკურნება?
ზოგადად, ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისას ფაგები მაღალი ეფექტიანობით ხასიათდება. რადგანაც მკურნალობის პროცესი კომპლექსურია, სრულად განკურნება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზეც, პაციენტი რამდენად ზუსტად ასრულებს დანიშნულებას. ასევე, კანის დაავადების მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვასა და მოწესრიგებულ კვებას.
აქვე მინდა განვმარტო, რომ ფაგოთერაპია ხანგრძლივი პროცესია. ანტიბიოტიკით მკურნალობისას შეიძლება შედეგი უფრო სწრაფად დადგეს, მაგრამ მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ვერ განასხვავებს „კარგ“ და „ცუდ“ ბაქტერიებს და ორივეს ანადგურებს, შემდეგ მათ ადგილს იკავებს პათოლოგიური დაავადების გამომწვევი ბაქტერიები, რამაც შესაძლოა, გარკვეული გართულებები გამოიწვიოს, მაგალითად, დისბიოზი.
ფაგების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. კერძოდ, ფაგი ცოტა ხანგრძლივად რჩება ორგანიზმში ებრძვის იმ კონკრეტულ ბაქტერიას, რომელზეც მგრძნობელობა აქვს და სასარგებლო ბაქტერიებს არ ანადგურებს. არის აბსოლუტურად უსაფრთხო, მათ მიმართ არ არის შემჩნეული ალერგიული რეაქცია, არ აქვს უკუჩვენება და რაც მთავარია, მასთან კომბინაციაში სხვა მედიკამენტების გამოყენებაც შეიძლება.
- რამდენად იწვევს კანის პრობლემებს ენდოკრინული დარღვევები?
ენდოკრინული პრობლემები ძირითადად აკნეს შემთხვევაში გვაქვს ხოლმე, როდესაც მომწიფების ასაკში ხდება ორგანიზმის ჰორმონალური „გადატვირთვა“ დაცხიმოვანი უჯრედების გააქტიურება. განსაკუთრებით ცხიმიანი კანის შემთხვევაში, წარმოქმნილი ცხიმი სრულად ვერ ასწრებს ზედაპირზე ამოსვლას, ხდება მისი შეგუბება სადინარებში, რაც იწვევს ბაქტერიების გამრავლებასა და აკნეს.
ბაქტერიები ყოველთვის არსებობს ორგანიზმში, კანზეც, პირის ღრუშიც, კუჭ-ნაწლავშიც, მაგრამ საღ უჯრედებსა და ქსოვილებს ვერ აზიანებს, ვერ მრავლდება, ამიტომ„ჩასაფრებულია“, აღმოაჩინოს დაზიანებული უჯრედი და იქ გამრავლდეს. როცა აკნეც ჰორმონალური პრობლემითა და ჭარბი ცხიმიანობით არის გამოწვეული, საჭიროებს კომპლექსურ მკურნალობას, რომელშიც ფაგოთერაპიასაც აქტიურად ვიყენებთ.
- ბავშვების შემთხვევაში თუ მოგმართავენ კანის პრობლემებით და დაახლოებით რა ასაკიდან არის ფაგების გამოყენება დაშვებული?
ფაგების დანიშვნა შეიძლება ნული ასაკიდან. ბავშვების შემთხვევებში უფრო ხშირია ხოლმე ატოპიური დერმატიტი, რომელიც იწვევს კანის გამოშრობას. ამ შემთხვევაში, ფაგები ერთ-ერთ დამხმარე საშუალებად შეიძლება გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაზიანებულ კანში შეიჭრება მეორადი ინფექცია და ბაქტერიული ფონი ვითარდება. სხვა მედიკამენტებთან ერთად ვიყენებთ ფაგებს მალამოს ან ორალურად მისაღები სითხის ფორმით.
- რამდენადაც ვიცი, კანის დაავადებების მკურნალობის თვალსაზრისით კლინიკაში სიახლეებს ნერგავთ. კონკრეტულად, რა დამატებითი მეთოდები დანერგეთ ბოლო პერიოდში?
ცოტა ხნის წინ ბაქტერიოფაგის კლინიკაში დავნერგეთმეზოთერაპია, სპეციალური აპარატის მეშვეობით უშუალოდ კანში შეგვყავს ფაგები, რომელიც გვაძლევს ძალიან კარგ შედეგს ფოლიკულიტზე, აკნეზე, ჰიდრადენტებზე. ასევე, მეზოთერაპიის ამ მეთოდს ვიყენებთ თმის ცვენის საწინააღმდეგოდაც, ბუდობრივი ალოპეციების დროს.
აღნიშნული პროცედურა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, მაგრამკანში შეჰყავთ სხვადასხვა სახის ნარევები და შეიძლება, პაციენტს რომელიმე კომპონენტზე ჰქონდეს ალერგიული რეაქცია.ფაგებით მეზოთერაპიის უპირატესობაა, რომ მას ალერგიული რეაქცია არ ახასიათებს და არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა.
უკვე წლებია, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი პაციენტი ჩამოდის, რათა ფაგოთერაპიით იმკურნალოს. უკვე 84 ქვეყნიდან გვყავს პაციენტები მიღებული. კანის პრობლემების სამკურნალოდ ფაგების გამოყენების პრაქტიკა უკვე არსებობს, ეფექტურია და ვფიქრობ, მომავალში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
R