შეიძლება თუ არა ვიტამინების მიღება უზმოზე?
გარკვეული ტიპის ვიტამინების არასწორად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მთელი რიგი პრობლემები. ხშირია მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, გულისრევა ან დიარეა, განუცხადა ექიმმა HuffPost-ს.
მედიკამენტების მიღების უსიამოვნო შედეგები უნდა განიხილოთ ექიმთან.
მჟავე ბუნების ვიტამინებმა, როგორიცაა C ვიტამინი ან ფოლიუმის მჟავა, უზმოზე მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა.
”ვიტამინების მიღებას საჭმელთან ან მცირე კვებასთან ერთად აქვს ბუფერული ეფექტი”, - აღნიშნა ექსპერტმა.
ზოგიერთი ნივთიერება უკეთესად შეიწოვება საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში, მაგრამ არის გამონაკლისებიც, ამიტომ მნიშვნელოვანია შეფუთვაზე მითითებების დაცვა და სპეციალისტთან კონსულტაცია.