მოგზაურობა ლაქტაციის დროს – საზაფხულო რჩევები დედებს
რეალურად, სპეციალიზებული ბავშვის მოვლის საშუალებები და ადაპტირებული აეროპორტები საშუალებას გვაძლევს უფრო მშვიდად, სტრესის გარეშე გავართვათ თავი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ხანგრძლივ მგზავრობას და მათი ყველა საჭიროებაც დისკომფორტის გარეშე დავაკმაყოფილოთ.
მოგზაურობის დაწყებამდე რეკომენდებულია გეგმური ვიზიტი პედიატრთან, რათა გადავამოწმოთ, ბავშვს მცირედი დისკომფორტიც ხომ არ აქვს, რაც ფრენისას ან უცხო ქვეყანაში ყოფნისას შეიძლება პრობლემად იქცეს. ამასთან ძილის დარღვევამ და დაღლილობამ შეიძლება უენერგიობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დროებითი პრობლემები და უხასიათობა გამოიწვიოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პედიატრის რჩევები, როგორ გავართვათ თავი აღნიშნულ ვითარებას და რა მედიკამენტები და მოვლის საშუალებები ვიქონიოთ თან.
გიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რა საშუალებები მოვიმარაგოთ ლაქტაციის პერიოდში მოგზაურობისას იმისათვის, რომ არც ჩვენ და არც ჩვენს პატარას, დისკომფორტი არ შეგვექმნას:
- თან იქონიეთ ერთი შუშის ბოთლი და საწოვარა
ბავშვთან ერთად მოგზაურობა შეიძლება განსაკუთრებით სტრესული იყოს მაშინ, როცა ყველა საჭირო ნივთი თან არ გვაქვს და სხვა ქვეყანაში გვიწევს სასწრაფოდ მოძიება.
ლაქტაციის პერიოდშიც კი, რეკომენდებულია, თან ვიქონიოთ მინიმუმ ერთი ბოთლი, რათა საჭიროების შემთხვევაში ბავშვს აირების საწინააღმდეგო სითხე ან თუნდაც დედის რძე მივაწოდოთ. გასათვალისწინებელია, რომ ბოთლი ანტიკოლიკური უნდა იყოს.
უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მწარმოებლების, მათ შორის ამერიკული ბრენდის ლანსინოს (Lansinoh) ბოთლების შემთხვევაში, აღნიშნული დეტალი სრულად არის გათვალისწინებული. მის შუშის ბოთლს აქვს AVS სისტემა (ჰაეროვანი ვენტილაციის სისტემა), რომელიც კოლიკის თავიდან აცილებას უწყობს ხელს.
იქიდან გამომდინარე, რომ „ლანსინო“ განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ლაქტაციის მნიშვნელობაზე, ბრენდის ბოთლები შექმნილია 100%-ით სილიკონის სპეციალური ბუნებრივი ტალღოვანი პერისტალტიკური საწოვარათი, რომელიც არ მოქმედებს ძუძუთი კვებაზე და არ აბნევს ბავშვს, რადგან ხელს უწყობს ბავშვის ენის ბუნებრივ პერისტალტიკურ მოძრაობებს წოვის დროს. ამიტომაც როგორც მოგზაურობისას, ისე ყოველდღიურობაში, „ლანსინოს“ ბოთლების გამოყენება სრულიად უსაფრთხოა და ისეთ მნიშვნელოვან დისკომფორტს აგარიდებთ თავიდან, როგორსაც კოლიკა იწვევს.
შეგვიძლია, ბოთლისა და საწოვარას შერჩევის პროცესი უფრო გავიმარტივოთ და არჩევანი გავაკეთოთ პირდაპირ „ლანსინოს“ სტარტერ ნაკრებზე, რომელიც ბავშვის დაბადებიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ. ნაკრები შემადგენლობაშია ორ ბოთლი და ერთი საწოვარა. ასევე, მისი შეძენა უფრო ხარჯთეფექტურია.
- თან იქონიეთ რძის საწველი ტუმბო და რძის შესანახი სტერილიზებული პაკეტი
ლაქტაციის პერიოდში მოგზაურობისას შეიძლება დაგვჭირდეს რძის საწველი ტუმბო და რძის შესანახი სტერილიზებული პაკეტიც, რომელიც აუცილებლად უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს და მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ.
ლაქტაციის დაწყებას თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი და ტკივილი, რის გამოც დედებს რძის გამოწველა და პატარებისთვის მისი ბოთლით მიწოდება უწევთ ხოლმე. თუ სწორედ ამ კონდიციაში ვიმყოფებით, რეკომენდებულია, თან ვიქონიოთ რძის საწველი ელექტრო ტუმბო, რომელიც გამოსაყენებლად უფრო კომფორტულია და დროის დაზოგვაში დაგვეხმარება.
რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გავიაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ ელექტრო ტუმბოს მოხმარება. „ლანსინოს“ ტუმბო განეკუთვნება სამედიცინო კლასის ელექტრო საწველებს, რომელსაც აქვს რძის გამოწველის ორი ფაზა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ბუნებრივ წოვასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პროცესს.
რაც შეეხება სტერილიზებულ კონტეინერს, მისი გამოყენება მხოლოდ ინსტრუქციის სრული დაცვით შეიძლება. მასში რძის გაყინვა მხოლოდ კარგად დალუქვის შემთხვევაში უნდა მოხდეს. ასევე, ზედმიწევნით უნდა მივყვეთ გალღობის ინსტრუქციებსაც, რომელსაც ბმულზე გაეცნობით.
- თან იქონიეთ მკერდის მრავალჯერადი საფენი და ბალზამი ძუძუს თავებისთვის
„ლანსინოს“ ბალზამი დაგვეხმარება, თავიდან ავირიდოთ გაღიზიანება და მშვიდად გავაგრძელოთ კომფორტულად დასვენება ჩვენს პატარასთან ერთად. პროდუქტი დამზადებულია 100%-ით ორგანული ნედლეულისგან და სერტიფიცირებული საშუალებაა გამომშრალი ძუძუს თავების დასატენიანებლად.
რაც შეეხება საფენებს, ის თავიდან აგვარიდებს სითხის გამოჟონვით მიღებულ დისკომფორტს.
- თან იქონიეთ ორგანული წარმოშობის ტუჩის ბალზამი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს კვების რაციონსა და თავის მოვლის საშუალებებს, რომლებიც რეკომენდებულია, ორგანული ნედლეულისგან იყოს დამზადებული.
ამის გათვალისწინებით, „ლანსინომ“ შექმნა ტუჩის ბალზამის უნიკალური ფორმულა, რომელიც 100%-ით ნატურალურ ინგრედიენტებზეა დაფუძნებული და სწრაფად ამშვიდებს და აღადგენს გამომშრალ ქსოვილს.
თუ აქამდე მოგზაურობისას ლაქტაციის პროცესიც გარკვეულ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული, დღეს მსოფლიოს ბევრი ქალაქის აეროპორტში იზოლირებულად შეგვიძლია გამოვკვებოთ ბავშვი, რადგან დედებისთვის სპეციალური კაბინებია მოწყობილი.
ინფორმაციის მისაღებად, თუ რომელ აეროპორტში დაგხვდებათ აღნიშნული სივრცეები, მიჰყევით ბმულს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოგზაურობისას ეცადეთ, მართოთ სტრესი, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და ბავშვთან დაკავშირებული საჭიროებების შემთხვევაში, მიმართოთ აეროპორტის პერსონალს. აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეტყობინების შემთხვევაში, ავიახაზები ბავშვისთვის ბორტზე იმაზე მეტი სითხის ატანის შესაძლებლობას მოგცემენ, ვიდრე დაშვებულია.
R