3 ინგრედიენტი, რისგანაც ეფექტური მზისგან დამცავი უნდა შედგებოდეს და რა განსხვავებაა ქიმიურ და მინერალურ საცხებს შორის?
მისი ყოველდღიურად გამოყენება პირველ რიგში გვიცავს კანის კიბოსგან, ასევე გვეხმარება ნაოჭებისა და წვრილი ხაზების პრევენციაში, შესაბამისად, ანელებს კანის დაბერების პროცესს. აღნიშნული ეფექტი მეცნიერულად არის დადასტურებული და დერმატოლოგების უპირველესი რეკომენდაციაც სწორედ ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას უკავშირდება.
როგორი მზისგან დამცავი საშუალება შეესაბამება ჩვენს კანს და რა ინგრედიენტებს უნდა შეიცავდეს ის?
არსებობს მზისგან დამცავი საშუალებების ორი ძირითადი ტიპი: ქიმიური და მინერალური. ისინი განსხვავდება შემადგენლობისა და მოქმედების მიხედვით. თუ რომელს გამოიყენებთ, თქვენს მოთხოვნებსა და კანის ტიპზეა დამოკიდებული.
ქიმიური მზისგან დამცავი იწოვება კანში, ფილტრავს მზის სხივებს, გარდაქმნის და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. აღნიშნული ფორმულით შედგენილი მზისგან დამცავების ტექსტურა თხელია, გაცხიმოვნების გარეშე ატენიანებს კანს. ჩამოთვლილი მახასიათებლის გამო, როგორც წესი, ქიმიურ SPF-ს სახის დამატენიანებლებში ვხვდებით-ხოლმე.
ქიმიური მზისგან დამცავი შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ავობენზონი, ოქსიბენზონი და ოქტოკრილენი.
მინერალური, იგივე ფიზიკური მზისგან დამცავი, დაფუძნებულია ისეთ ნივთიერებებზე, როგორებიცაა ტიტანის დიოქსიდი და თუთიის ოქსიდი.
აღნიშნული ფილტრები ქმნის ბარიერს. შესაბამისად, მზის სხივები აირეკლება და ვეღარ აღწევს კანში. ამგვარ ფილტრებს ძირითადად, ტანის დამცავ საშუალებებში იყენებენ, რადგან რიგ შემთხვევებში ტოვებს ცხიმიან კვალსა და თეთრ ლაქებს, თუმცა, ფიზიკურის მსგავსად, ეფექტურად გვიცავს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან.
აღსანიშნავია, რომ მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, ქიმიურმა მზისგან დამცავმა საშუალებებმა შეიძლება მსუბუქი წვის შეგრძნება გამოიწვიოს, განსაკუთრებით, თუ რუტინაში სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტს ვიყენებთ. ზოგიერთ ჩვენგანს საცხის დატანის შემდეგ თვალების მცირედი წვაც აწუხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მდგომარეობას მინერალური საშუალებები შეესაბამება.
როგორც ქიმიური, ისე მინერალური ფილტრები მაღალი ეფექტურობითა და უსაფრთხოებით ხასიათდება, თუ დერმატოლოგიურად შემოწმებულია და შეიცავს იმ მთავარ ინგრედიენტებს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.
4 მთავარი მიზეზი, რის გამოც მზისგან დამცავი საშუალება ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ:
- მელანომის რისკის შემცირება
ერთ-ერთი ავსტრალიური კვლევის თანახმად, ინვაზიური მელანომის რაოდენობა ოთხჯერ შემცირდა მოსახლეობის იმ ნაწილში, ვინც მზისგან დამცავ საშუალებებს 15 წლის განმავლობაში ყოველდღიურად იყენებდა.
- ანელებს დაბერების პროცესს
ბოლო წლებში თავის მოვლის ინდუსტრიამ პროდუქტების შემადგენლობისა და მათი პრეზენტაციის კუთხით მკვეთრი ცვლილებები განიცადა. თუ აქამდე ბრენდები გვპირდებოდნენ „მარადიულ ახალგაზრდობას“, „ნაოჭების გაქრობას“, „10 წლით გაახალგაზრდავებას“ და სხვა, დღესრეკლამირებას უფრო ფრთხილად ეკიდებიან. ინდუსტრიას უკვე მომხმარებელი კარნახობს ტენდენციებს და არა პირიქით.
ახალი რეალობიდან გამომდინარე, თავის მოვლის სფერო სრულად გადაეწყო პროდუქციის შემადგენლობის გამჭვირვალობაზე. მომხმარებელი კარგად არის ინფორმირებული, რომელი აქტიური ინგრედიენტი რა ზეგავლენას ახდენს კანზე, რა მდგომარეობის შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი და რას უნდა ელოდოს მისგან. შესაბამისად, ეტიკეტებზე დიდი შრიფტით გაჩნდა ისეთი დასახელებები, როგორიცაა: ჰიალურონის მჟავა, ნიაცინამიდი, რეტინოლი, C ვიტამინი და სხვა. მზისგან დამცავი საშუალებების შემთხვევაში კი მომხმარებელი უკვე კარგად არის ინფორმირებული, ქიმიურ შემადგენლობას იყენებს თუ მინერალურს და რომელია მისი მდგომარეობისთვის უფრო რელევანტური.
მიდგომების ცვლილებამ მომხმარებელში გააჩინა ნდობა, მიჰყვეს ექიმებისა და ავტორიტეტული მწარმოებლების რეკომენდაციებს და რეალური შედეგი მიიღოს უპირველესად მზისგან დამცავის, შემდეგ კი სხვა თავის მოვლის საშუალებების გამოყენებისგან.
მსოფლიოს მასშტაბით წამყვან მზისგან დამცავ საშუალებებს შორის მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს ფრანგული ბრენდის, კოდალის პროდუქცია, რომელიც როგორც ქიმიურ, ისე მინერალურ ფილტრებს გვთავაზობს და ადვილად თავსებადია სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტთან.
ბრენდის საცხები და დამცავი ზეთები დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე, რაც მის სანდოობას კიდევ უფრო ზრდის.ნელი დაბერება, ეს არის ის სიკეთე, რასაც მზისგან დამცავის შექმნა და მისი ყოველდღიურად გამოყენება გვპირდება.
- მზისგან დამცავი გვეხმარება კანის ფერის გათანაბრებაში
არათანაბარი კანის ფერი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორისგან იყოს გამოწვეული, მათ შორის არის გენეტიკური განწყობა, პოსტ აკნე მდგომარეობა თუ ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული დოზით ზემოქმედება.
მნიშვნელობა არ აქვს ჰიპერპიგმენტაციის გამომწვევ მიზეზს, მზისგან დამცავი საშუალება ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ პრობლემის პრევენციასა და სხვა აქტიურ ინგრედიენტებთან სინთეზში კანის ტონის გათანაბრებაში.
მათ, ვისაც კანის პიგმენტაციისკენ აქვს მიდრეკილება, მაღალეფექტური გამფილტრავი სისტემა სჭირდებათ, რომელსაც გერმანული ბრენდის „სება-მედის“ დამცავი საშუალებები გვთავაზობს. სახის მზისგან დამცავი საცხის შემადგენლობაში არსებული B5 და E ვიტამინები კი კანს სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება.
- მზისგან დამცავი აძლიერებს კანის მოვლის სხვა საშუალებების ეფექტს
თუ კანის სიმშრალე გვაწუხებს და ჰიალურონის მჟავა ჩვენი რუტინის შეუცვლელი ინგრედიენტია, მზისგან დამცავი საშუალება დაგვეხმარება, დამწვრობა და დეჰიდრატაცია უფრო ეფექტიანად ავირიდოთ თავიდან.
ნიაცინამიდის მომხმარებლებს როგორც წესი, ცხიმიანობა და კანის არათანაბარი ტონი, პერიოდულად კი გამონაყარი გვაწუხებს, მასთან სინთეზში მზისგან დამცავის გამოყენება საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად მივიღოთ სასურველი შედეგი.
იმავე ეფექტს მივიღებთ მზისგან დამცავისა და სხვა აქტიური ინგრედიენტების კომბინირებითაც.
როგორც წესი, ზაფხულში კანის მოვლის რუტინას უფრო ვამარტივებთ ხოლმე. თუ გვსურს, ჩვენი საყვარელი ინგრედიენტები ცხელ ამინდში გამოვიყენოთ ისე, რომ კანი არ დავამძიმოთ, ესპანური ბრენდის - მარტიდერმის მზისგან დამცავი ფლუიდები ამაში მთელი სეზონის განმავლობაში დაგვეხმარება.
ის შექმნილია მინერალური ფილტრებით, რაც გამორიცხავს კანის წვასა და გაღიზიანებას და უზრუნველყოფს ოპტიმალურ დაცვას მთელი დღის განმავლობაში. შეიცავს დამატენიანებელ და ანტიოქსიდანტურ აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც აძლიერებს კანის ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს. არ შეიცავს ქიმიურ ფილტრებს, არ წვავს თვალებს და რაც მთავარია, არის წყალგამძლე, რაც ზღვის მოყვარულთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა კორეული თავის მოვლის საშუალებები, მათ შორის მზისგან დამცავი საცხებიც, რომელიც ევროპულისა და ამერიკულისგან განსხვავებულ ხედვებზეა დაფუძნებული.
მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა მეცნიერულად არის დადასტურებული. წამყვან კორეულ ბრენდებს შორისაა Village 11 და Missha, რომელიც ნებისმიერი ტიპის კანზე მარტივად ადაპტირდება.
მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრ უსიამოვნო პრობლემას აგვარიდებს თავიდან.
R