ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა

კონ­სტან­ტი­ნე ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის და­ნერგვას გა­ნაგ­რძობს - რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ რა­დი­­თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Varian-ის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ადაპ­ტა­ცი­­რი სხი­ვუ­რი ამაჩ­ქა­რებ­ლით აღი­ჭურ­ვა.

Varian Ethos-ის ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ურ მიღ­წე­ვად მი­იჩ­ნე­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გახ­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი და აქამ­დე არ­სე­ბულ მიდ­გო­მებ­თან შე­და­რე­ბით უფრო მა­ღა­ლი ეფექ­ტი­ა­ნო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. მისი ადაპ­ტა­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს სი­ზუს­ტეს ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე, პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­სა და კომ­ფორ­ტს, რაც პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის უმაღ­ლეს სტან­დარტს წარ­მო­ად­გენს.

უწყვე­ტი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით Varian Ethos-ი ახორ­ცი­ე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბის დრო­ის კო­რექ­ტი­რე­ბას, რათა მო­ერ­გოს პა­ცი­ენ­ტის პო­ზი­ცი­ას ან სუნ­თქვი­სა და ანა­ტო­მი­ის ცვლი­ლე­ბებს, რაც გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა და­ნერ­გა მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გია, რა­დიო ქი­რურ­გი­აც (SRS, SBRT) რაც მა­გა­ლი­თად, თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია.

უფრო დე­ტა­ლუ­რად, რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს, ამის შე­სა­ხებ ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რა­დიო თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბე­სიკ სო­კუ­რაშ­ვი­ლი და ამა­ვე კლი­ნი­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლალი ივა­ნიშ­ვი­ლი სა­უბ­რო­ბენ:

ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რა­დიო თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბე­სიკ სო­კუ­რაშ­ვი­ლი:

kir1-41175-1720421105.jpg

ბა­ტო­ნო ბე­სიკ, რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს Varian Ethos-ით ადაპ­ტა­ცი­­რი სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის ჩა­ტა­რე­ბას და რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა?

ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Varian-ის აპა­რატ­მა Ethos-მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა ჩვენს გან­ყო­ფი­ლე­ბას, უფრო ხა­რის­ხი­ა­ნად ვუმ­კურ­ნა­ლოთ პა­ცი­ენ­ტებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აპა­რა­ტი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მხო­ლოდ და მხო­ლოდ 40-მდე სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში დგას, ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რა­დი­ა­ცი­უ­ლი ონ­კო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა უპი­რა­ტე­სო­ბებს, აპა­რა­ტი აღ­ჭურ­ვი­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი­თა და ადაპ­ტა­ცი­უ­რი სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბით. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის ETHOS-ის ეფექ­ტუ­რო­ბას. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, სხი­ვე­ბი მეტი სი­ზუს­ტით და­ვუ­მიზ­ნოთ სიმ­სივ­ნურ უბანს, ისე, რომ ახ­ლომ­დე­ბა­რე ჯან­მრთე­ლი ქსო­ვი­ლე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რად და­ზი­ან­დეს. ამის გამო მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გიც გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია და თან­მხლე­ბი მოვ­ლე­ნე­ბიც გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი. გარ­და ამი­სა, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ავ­ტო­მა­ტუ­რად ას­რუ­ლებს ბევრ სა­ჭი­რო მოქ­მე­დე­ბას, რი­თაც აჩ­ქა­რებს მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვის პრო­ცესს და აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გეგ­მის რე­ა­ლურ დრო­ში კო­რექ­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პა­ცი­ენ­ტი ნაკ­ლებ დროს ატა­რებს სამ­კურ­ნა­ლო სივ­რცე­ში და იღებს მათ უნი­კა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბას მორ­გე­ბულ პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბულ თე­რა­პი­ას.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რა ონ­კო­ლო­გი­­რი და­­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა Varian Ethos-ის ტექ­ნო­ლო­გი­ით?

აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტით თით­ქმის ყვე­ლა ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი - ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის, თავ–კის­რის, ფილ­ტვის, ძუ­ძუს, კუჭ–ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ორ­გა­ნო­ე­ბის, შარდ–სა­ს­ქე­სო სის­ტე­მის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ლიმ­ფო­მე­ბის და ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი სიმ­სივ­ნე­ე­ბის, ძვლის და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის, კა­ნის, თა­ვის ტვი­ნი­სა და ძვლე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მე­ტას­ტა­ზე­ბის რა­დი­ო­თე­რა­პია

ETHOS-ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ას­პექ­ტია ადაპ­ტა­ცი­უ­რი რა­დი­ა­ცი­უ­ლი თე­რა­პია. მისი დახ­მა­რე­ბით შეგ­ვიძ­ლია, ყო­ველ­დღი­უ­რად ვცვა­ლოთ მკურ­ნა­ლო­ბის გეგ­მა და რე­ა­ლურ დრო­ში მო­ვარ­გოთ პა­ცი­ენ­ტის ანა­ტო­მი­ურ ცვლი­ლე­ბებს. მა­გა­ლი­თად, თუ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში შე­იც­ვა­ლა სიმ­სივ­ნის ზომა, ფორ­მა ან მდე­ბა­რე­ო­ბა, აპა­რა­ტი გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ამას და აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ე­წყო­ბა. გეგ­მის მუდ­მი­ვი მო­დი­ფი­კა­ცია მკურ­ნა­ლო­ბის მაქ­სი­მა­ლურ ეფექ­ტუ­რო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ადაპ­ტა­ცი­უ­რი თე­რა­პია ზრდის მკურ­ნა­ლო­ბის სი­ზუს­ტეს და ამ­ცი­რებს თან­მხლე­ბი მოვ­ლე­ნე­ბის რისკს.

ETHOS-ის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტი იღებს დას­ხი­ვე­ბის პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბულ გეგ­მას, რო­მე­ლიც გა­ნუ­წყვეტ­ლივ იხ­ვე­წე­ბა და ზედ­მი­წევ­ნით შე­ე­სა­ტყვი­სე­ბა მის სპე­ცი­ფი­კურ სა­ჭი­რო­ე­ბებს.

რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე ად­გენთ პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კი­სა და დას­ხი­ვე­ბის გეგ­მას. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მას ეფექ­ტუ­რი შე­დე­გე­ბის მი­სა­ღე­ბად? ასე­ვე, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ პრო­ცეს­ში უცხო­­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექი­მე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი? (რო­გორც თქვენ, მად­რიდ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, ისე ემო­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რა­დი­­ცი­­ლი ონ­კო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხა­რის­ხის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, პრო­ფე­სო­რი ნა­თია ესი­აშ­ვი­ლი და ეს­პა­ნე­თის Genesis Care- ონ­კო­ლო­გი­ის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­­ლის­ტი, ESTRO- სა­ერ­თა­შო­რი­სო რა­დი­­ცი­ულ ონ­კო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი და მურ­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი - მაია ჯუ­ღაშ­ვი­ლი).

თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლო­ბას იწყებს მას შემ­დეგ, რაც შემ­თხვე­ვა გა­ნი­ხი­ლე­ბა კონ­სი­ლი­უმ­ზე, რო­მელ­შიც მარ­თლაც მდი­და­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექი­მე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწო­რად გა­ნი­სა­ზღვროს, სჭირ­დე­ბა თუ არა პა­ცი­ენტს სხი­ვუ­რი თე­რა­პია თუ უმ­ჯო­ბე­სია, მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბით ან ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ით და­ი­წყოს.

ეს მიდ­გო­მა იძ­ლე­ვა სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და სა­სურ­ველ შე­დეგს. მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვას უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად გან­ვი­ხი­ლავთ და ვად­გენთ, რა იქ­ნე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზა, რათა პა­ცი­ენტს სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის ან ხან­გრძლი­ვი რე­მი­სი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ.

რაც შე­­ხე­ბა რა­დიო ქი­რურ­გი­ას, რო­მე­ლიც ასე­ვე სი­ახ­ლეა ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რა­დიო თე­რა­პი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში, რას გუ­ლის­ხმობს ის და რა შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­­ყე­ნე­ბა?

რა­დი­ო­ქი­რურ­გია, რო­მე­ლიც ჩვენს დე­პარ­ტა­მენ­ტში ახ­ლა­ხან და­ი­ნერ­გა, გუ­ლის­ხმობს მცი­რე ზო­მის წარ­მო­ნაქ­მნე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღა­ლი დო­ზით დას­ხი­ვე­ბას. მას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს ქი­რურ­გი­ას­თან, რად­გან მკურ­ნა­ლო­ბის არა­ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დია, თუმ­ცა ეფექ­ტი ისე­თი­ვე აქვს, რო­გო­რიც ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის დროს მი­ი­ღე­ბა.

რა­დიო ქი­რურ­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ რო­გორც ინ­ტრაკ­რა­ნი­ა­ლუ­რი დას­ხი­ვე­ბე­ბი თა­ვის ტვინ­ში არ­სე­ბულ მე­ტას­ტა­ზებ­ზე, ასე­ვე ექ­სტრაკ­რა­ნი­ა­ლუ­რი - თა­ვის ტვი­ნის გა­რეთ, სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე.

მინ­და, ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო კი­დევ ერთ სი­ახ­ლე­ზე თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბის კუ­თხით, რო­მე­ლიც ასე­ვე ცოტა ხნის წინ დავ­ნერ­გეთ და ერ­თა­დერ­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ჩვენს დე­პარ­ტა­მენ­ტში თა­ვის ტვინ­ში არ­სე­ბუ­ლი მე­ტას­ტა­ზე­ბის დას­ხი­ვე­ბა ხდე­ბა SRS HyperArc სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს თა­ვის ტვინ­ში არ­სე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი მე­ტას­ტა­ზის ერთ პრო­ცე­დუ­რა­ზე დას­ხი­ვე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი პა­ცი­ენ­ტებს აძ­ლევს შანსს, დარ­ჩნენ მკურ­ნა­ლო­ბის რა­დი­კა­ლურ რე­ჟიმ­ში და მი­ე­ცეთ ხან­გრძლი­ვი რე­მი­სი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ზო­გა­დად ყვე­ლა­ფე­რი ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ონ­კო­პა­ცი­ენ­ტებს მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს მორ­გე­ბუ­ლი ოპ­ტი­მა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა შევ­თა­ვა­ზოთ და სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მი­ვი­ღოთ.

კონ­სტან­ტი­ნე ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლალი ივა­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ კლი­ნი­კა გა­აგ­რძე­ლებს ინო­ვა­ცი­­რი ტექ­ნო­ლო­გი­­ბის და­ნერგვას, რათა პა­ცი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში­ვე მი­­ღონ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა:

kir2-41232-1720421125.jpg

ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, რა სტან­დარ­ტებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე კლი­ნი­კა და სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მუ­შა­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი მათ და­ნერგვა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი?

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის მიღ­წე­ვებ­ზე სა­უბ­რი­სას თვალ­წინ წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რა, თა­ნა­მედ­რო­ვე კლი­ნი­კე­ბი, უნი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, რა­საც თან ახ­ლავს პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა დიდი ძა­ლის­ხმე­ვის ფონ­ზე მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის უდი­დე­სი ემო­ცია. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ სტან­დარ­ტებს სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩვე­ნი კლი­ნი­კა. ესაა პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე მე­ნე­ჯმენ­ტის, უახ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რი­სა და, რაც მთა­ვა­რია, უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პრო­ფე­სი­ო­ნალ ექიმ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა. ცენ­ტრის მე­ნე­ჯმენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გი­ლობ­რივ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რებ­ში, სა­მეც­ნი­ე­რო თუ პრაქ­ტი­კულ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, სე­მი­ნა­რებ­ში, გა­მო­ფე­ნებ­ში, სა­დაც თავს იყ­რის ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მო­ნა­ცე­მე­ბი, რაც შე­ჯე­რე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

მუ­შა­­ბის რა მთა­ვარ პრინ­ცი­პებ­ზე დგას ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი და რო­გო­რია მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პერ­სო­ნა­ლით ცენ­ტრის და­კომ­პლექ­ტე­ბის შემ­დგომ მე­ნე­ჯმენ­ტის მიერ გა­ა­ნა­ლიზ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის როლი დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. შე­სა­ბა­მი­სად, და­ი­გეგ­მა ცენ­ტრის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დგო­მი ეტა­პი, რაც, ძი­რი­თა­დად, გუ­ლის­ხმობს ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბის გვერ­დით ინო­ვა­ცი­უ­რი და მა­ღალ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის მუდ­მივ რე­ჟიმ­ში და­ნერგვას. ყო­ვე­ლი­ვე ეს, ჩემი რწმე­ნით, და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის მიზ­ნებ­ზე.

ჩვენ კვლა­ვაც გა­ვაგ­რძე­ლებთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მო­ტა­ნას ქვე­ყა­ნა­ში, რათა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბი კი­დევ უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ.

R