დასახელდა ქვეყნები, რომელთა მოსახლეობა მარილს სახიფათო რაოდენობით მოიხმარს
ყაზახეთისა და ყირგიზეთის მაცხოვრებლები დღეში დაახლოებით 17,2 გრამ მარილს მოიხმარენ.
ეს რაოდენობა სამჯერ აღემატება ჯანმო-ს რეკომენდებულ ნორმას (ხუთი გრამი).
მკვლევარებმა შეაფასეს მარილის მიღების დონე ევროპის 53 ქვეყანაში გამოკითხვების ჩატარებით და მონაწილე სახელმწიფოების ჯანდაცვის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზებით.
- აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტ მარილს (17,2 გ დღეში) ყაზახეთსა და ყირგიზეთში მოიხმარენ.
- რეიტინგში მესამე ადგილზეა უზბეკეთი (მაცხოვრებლები დღეში 14,88 გ მარილს მოიხმარენ).
- მეოთხეზე რუსეთის ფედერაციაა (14,87 გ),
- მეხუთეზე თურქეთია (14,37).
რეკორდსმენები ასევე იყვნენ ჩეხეთი, უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ხორვატია, სლოვენია, საბერძნეთი, მოლდოვა, მონტენეგრო, პორტუგალია, ბელგია, ბელორუსია, ტაჯიკეთი, გერმანია და უნგრეთი. კვლევის შედეგების მიხედვით, ამ ქვეყნების მოქალაქეები ორჯერ აჭარბებენ მარილის დღიურ მიღების ნორმას. ჯანმო-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ 53-დან მხოლოდ ერთმა ქვეყანამ დააკმაყოფილა ამ საკვები პროდუქტის მოხმარების ლიმიტები - მალტა (დაახლოებით 4,92 გრ მარილი დღეში ერთ სულ მოსახლეზე).
მკვლევარებმა განმარტეს, რომ მარილის ჭარბი მოხმარება არის მაღალი წნევის მთავარი მიზეზი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, ჰიპერტენზიის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს ულტრა დამუშავებული საკვები, სწრაფი კვება და ქუჩაში გაყიდული მზა საკვები და სასმელები.