ფიტოთერაპია – მკურნალობის უსაფრთხო გზა
ფიტოთერაპიის, ანუ მცენარეული მედიცინის ფესვები სათავეს ადამიანთა უძველესი ცივილიზაციებიდან იღებს.
საუკუნეების განმავლობაში, მცენარეების სამკურნალო მიზნით გამოყენების შესახებ ცოდნა გაფართოვდა მაშინდელ მკურნალთა და ფილოსოფოსთა კვლევა-ძიებებით, რაც აერთიანებდა მთელ მსოფლიოში. მცენარეთა მრავალფეროვან გამოყენებას სამკურნალო პრაქტიკაში.
დღეს ფიტოთერაპიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე მედიცინაში. როგორც ტრადიციული პრაქტიკის ნაწილი, ასევე დამატებითი და ალტერნატიული მედიცინის კონტექსტში. განვითარებულ ქვეყნებში მზარდია ინტერესი ჯანმრთელობისადმი ბუნებრივი და ჰოლისტიკური მიდგომების მიმართ, რაც ხელს უწყობს კვლევებს და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მცენარეული მკურნალობის ინტეგრირებას კლასიკურ მედიცინაში.
ფიტოთერაპიის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მას გააჩნია პოტენციალი შესთავაზოს ეფექტური, ხელმისაწვდომი და საცხოვრებელი გარემოს მიხედვით მორგებული შესაბამისი ჯანდაცვის ვარიანტები.
დავით ვაშაძე. ექიმი. ფოტოთერაპევტი : თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა მრავალი მცენარის თერაპიული სარგებელო.
ამჟამინდელი ტენდენციები მოიცავს მცენარეული მედიცინის ინტეგრაციას ჩვეულებრივ სამედიცინო პრაქტიკაში. ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეიმუშავა მარეგულირებელი მექანიზმები, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო, ეფექტური და მაღალი ხარისხის მცენარეული მედიკამენტების და ფიტომედიცინის საზოგადოებისთვის მიწოდება.
ეს ნიშნავს იმას, რომ ფიტომედიცინას შერწყმულს კლასიკურ მედიცინასთან ძალიან დიდი როლი უჭირავს როგორც მთელი რიგი დაავადებების მკურნალობაში, ისე მათ პრევენციაშიც.
ადამიანთა მნიშვნელოვანი პროცენტი მათ იყენებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ორგანიზმის ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებისათვის, რა თქმა უნდა, ექიმის დანიშნულებით.
მცენარეული მედიცინის გამოყენება საქართველოში, ასახავს ჩვენი ქვეყნის მდიდარ ბიომრავალფეროვნებას და კულტურულ მემკვიდრეობას. მნიშვნელოვანია მცენარეების ხარისხი, რაც გულისხმობს მათ დროულად შეგროვებას, გაშრობის ტექნოლოგიასა და რაც მთავარია, სამკურნალო მცენარეების შეგროვება უნდა მოხდეს ეკლოგიურად სუფთა გარემოში. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან გაიზარდა ინტერესი მცენარეული მედიკამენტების მიმართ, რაც გამოწვეულია გამოჯანმრთელების მაღალი შედეგებით ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა: თირკმელში კენჭის დაშლა, მათ შორის, ორსულებში. მაღალი ქოლესტერინის, ანუ ლიპიდური ცვლის დარეგულირება, ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები. ქუსლის დეზი. გასტროენტეროლოგიური გართულებები.
აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ნებისმიერი მცენარეული სამკურნალო ნაკრები უნდა მივიღოთ ანალიზების და კლინიკური გამოვლინების შესაბამისად, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე. მხოლოდ სწორ დიაგნოზს და პაციენტთან სწორ ურთიერთობას მივყავართ სასურველ, სტაბილურ შედეგამდე.
https://www.facebook.com/vashadzephyto
R