უკურნებელი დაავადება შეცდომით შაკიკი ეგონათ
ბრიტანეთის მცხოვრები ლუიზა ჩეპმენი რამდენიმე წლის განმავლობაში იტანჯებოდა შაკიკით, რაც საბოლოოდ უკურნებელი დაავადება აღმოჩნდა. ქალის ისტორია Metro-მ გამოაქვეყნა.
როდესაც ჩეპმენი დაახლოებით 20 წლის იყო, მას დაეწყო:
- რეგულარული ტინიტუსი - ყურებში ხმაური,
- შაკიკი,
- დაღლილობის შეტევები,
- შინაგანი კანკალი.
ყველაზე მეტად აწუხებდა ძლიერი თავბრუსხვევა, რაც აიძულებდა საათობით და ზოგჯერ დღეებით წოლას.
ქალი ეწერებოდა ექიმთან კონსულტაციაზე, მაგრამ იშვიათად ხვდებოდა ერთსა და იმავე თერაპევტს და მიმართავდა სხვადასხვა სიმპტომებით, რაც ხელს უშლიდა სწორი დიაგნოზის დასმას. სხვადასხვა ექიმები მის მდგომარეობას შაკიკის შედეგებს მიაწერდნენ ან თვლიდნენ, რომ ჩეპმენს მომატებული შფოთვა ჰქონდა, რისი დაჯერებაც მან თავადაც დაიწყო.
2017 წელს, შოპინგისას, ბრიტანელმა ქალმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.
„როგორც კი შემეძლო, ექიმთან კონსულტაცია დავნიშნე და ისევ მითხრეს, რომ ეს შაკიკი იყო. და მხოლოდ მაშინ, როდესაც მე თვითონ ვკითხე სხვა ექიმს სიმსივნის ალბათობის შესახებ, საბოლოოდ გამგზავნეს თავის ტვინის MRI-ზე. გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი ოფიციალურად ერთი წლის შემდეგ დამისვეს, როდესაც 42 წლის ვიყავი“, - იხსენებს ის.
ამ განუკურნებელმა ნევროლოგიურმა დაავადებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თავის და ზურგის ტვინზე, გამოიწვიოს სიმპტომები, რომლებიც მოიცავს წონასწორობის, მგრძნობელობის, ხელებისა და ფეხების მოძრაობის და მხედველობს პრობლემებს.