მენინგიომა: სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა - ინტერვიუ წამყვან ნეიროქირურგ არჩილ ერისთავთან
მენინგიომას შესახებ ინფორმაციის ფლობა, დიაგნოზი და მკურნალობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე მედიცინისთვის. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ბრიტანეთში მოღვაწე წამყვან ნეიროქირურგ არჩილ ერისთავთან, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მენინგიომების დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობაში. ჩვენი ინტერვიუერი შეეცდება გაარკვიოს, როგორ მიმდინარეობს მენინგიომების აღმოჩენა, რა სიახლეები და ინოვაციებია ამ სფეროში და როგორია პაციენტების რეაბილიტაციის პროცესები.
- ბატონო არჩილ, მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. მოდით დავიწყოთ ზოგადი ინფორმაციით რა არის მენინგიომა?
- მენინგიომა არის თავის ან ზურგის ტვინის გარსიდან წარმოქმნილი სიმსივნე. მენინგიომა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ინტრაკრანიალური სიმსივნე იგი ჩვეულებრივ კეთილთვისებიანია და ნელა მზარდი, თუმცა, იშვიათად, მენინგიომა შეიძლება იყოს ატიპიური ან ავთვისებიანი, ამ შემთხვევაში ის უფრო აგრესიულად იზრდება.
- რა არის მენინგიომის სიმპტომები? რას უნდა მიავაქციოთ ყურადღება?
- მენინგიომის სიმპტომები დამოკიდებულია სიმსივნის მდებარეობაზე და/ან ზომაზე. ზოგიერთ შემთხვევებში, მენინგიომამ შეიძლება არ გამოიწვიოს სიმპტომები და აღმოჩენილი იქნას შემთხვევით, როდესაც პაციენტი სხვა მიზეზით გადის გამოკვლევას. მენინგიომის ხშირ სიმპტომებს მიეკუთვნება -
- თავის ტკივილი: ხშირად ერთ-ერთი პირველი ნიშანია, თავის ტკივილი შეიძლება თანდათან გაუარესდეს დროთა განმავლობაში.
- კრუნჩხვები: მენინგიომამ, ტვინზე ზეწოლის გამო შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.
- მხედველობის პრობლემები: სიმსივნით მხედველობის ან თვალის მამოძრავებელი ნერვების კომპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან გაორება.
- სმენის დაქვეითება: სმენის ნერვის მახლობლად სიმსივნის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის პრობლემები.
- სისუსტე კიდურებში: ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მენინგიომამ შეიძლება გამოიწვიოს კიდურებში სისუსტე ან დაბუჟება სხეულის ერთ მხარეს.
- კოგნიტური ცვლილებები: შეიძლება მოხდეს მეხსიერების ან კონცენტრაციის დაქვეითება, ასევე პიროვნული აშლილობა.
- როგორ ხდება მენინგიომის დიაგნოსტიკა?
- მენინგიომის დიაგნოსტიკა ჩვეულებრივ მოიცავს რამდენიმე ნაბიჯს:
- ნევროლოგიური გამოკვლევა: პაციენტის სიმპტომების შესაფასებლათ.
- ვიზუალიზაციის მეთოდები: მაგნიტურ ტეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) (სურ. 1) და კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) (სურ. 2) არის ყველაზე გავრცელებული დიაგნოსტიკური მეთოდები, რომლებიც გამოიყენება მენინგიომების გამოსავლენად.
- ბიოფსია: ზოგიერთ შემთხვევაში, იმის დასადგენად, არის თუ არა მენინგიომა კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი შეიძლება გაკეთდეს ბიოფსია.
- როგორ ხდება მენინგიომის მკურნალობა დღეს? რა ვარიანტები აქვს პაციენტს, თუ მას დაუდგინდა მენინგიომა?
- მკურნალობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის სიმსივნის ზომაზე და მდებარეობაზე, ასევე პაციენტის სიმპტომებზე და საერთო ჯანმრთელობაზე. მკურნალობის საერთო ვარიანტები მოიცავს:
- დაკვირვება: მცირე, ასიმპტომური მენინგიომასთვის, ნეიროქირურგმა შეიძლება გირჩიოთ რეგულარული მრტ მონიტორინგი.
- ქირურგია: არის ყველაზე გავრცელებული მკურნალობა სიმპტომური მენინგიომისთვის. ქირურგიის მიზანია სრულად ან რაც შეიძლება მეტი სიმსივნის ამოღება. ზოგიერთ შემთხვევაში, სრულად მოცილება შეუძლებელია მიმდებარე ქსოვილების დაზიანების მაღალი რისკის ალბათობის გამო.
- დასხივება: გამოიყენება მაშინ, როდესაც სიმსივნის მთლიანად ამოღება შეუძლებელია ქირურგიულად, ასევე, ატიპიური და ავთვისებიანი მენინგიომების შემთხვევაში. სტერეოტაქსიური რადიოქირურგია შეიძლება გამოყენებულ იქნას შედარებით მცირე ზომის სიმსივნეების დროს.
- მედიკამენტები: ზოგიერთი მენინგიომის მკურნალობისთვის გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ სიმსივნის ზრდას.
- როგორც წესი, რა პროგნოზი არსებობს პაციენტებისთვის?
კეთილთვისებიანი მენინგიომის მქონე პაციენტებისთვის პროგნოზი ზოგადად კარგია, მრტ დინამიკაში რეკომენდირებულია რეციდივის გამოსარიცხათ. ატიპიური ან ავთვისებიანი მენინგიომის მქონე პაციენტებისთვის პროგნოზი განსხვავებულია და ისინი საჭიროებენ შედარებით ხშირ მონიტორინგს.
- ბატონო არჩილ, მადლობას გიხდით გაზიარებული ინფორმაციისთვის მენინგიომების შესახებ. რამეს ხომ არ დაამატებთ ინტერივუს დასასრულს?
მენინგიომა საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაქვთ მენინგიომის სიმპტომები, მიმართეთ ექიმს დროულად. თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა უზრუნველყოფს წარმატებულ შედეგებს და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ნეიროქურგი არჩილ ერისთავთან კონსულტაციისთვის, დაუკავშირდით:
Tel: +995 599820404
Email: contact@neurosurgeon.ge
არჩილ ერისთავი - ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი 22 წლიანი გამოცდილებით; მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები. ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია, მათ შორის, თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე ანუ ცნობიერი კრანიოტომია საქართველოში.
NS