რა უნდა ვიცოდეთ ღვიძლის კიბოს შესახებ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ღვიძლის კიბოს შესახებ?

დაავადება უფრო ხშირად 40-60 წლის მამაკაცებში გვხვდება. თუმცა ის საკმაოდ გავრცელებულია ქალებშიც. დროული აღმოჩენისა და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში ხანგრძლივი რემისიის შენარჩუნება შესაძლებელია. ამ შემთხვევაში აუცილებელია, პაციენტი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს.

მკურნალობის საუკეთესო გზად მიჩნეულია რადიკალური ქირურგია - სიმსივნური წარმონაქმნის სრული ამოკვეთა, რაც დაავადების ლოკალიზაციის და მრავალი სხვა პარამეტრების შესაბამისად განისაზღვრება. თუმცა როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბესარიონ რევაზიშვილი განმარტავს, რადიკალური ქირურგიის ჩატარება პაციენტების მხოლოდ დაახლოებით 20%-ში ხდება შესაძლებელი. ქირურგი ღვიძლის კიბოს განვითარებისა და მკურნალობის შესახებ დეტალურად გვესაუბრება.

რა ტიპის დაავადებაა ღვიძლის კიბო?

ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება იყოს ორი ტიპის: პირველადი და მეორადი. პირველადია დაავადება, რომელიც თავად ღვიძლში ვითარდება. ამ შემთხვევაში არსებობს ძირითადად სამი ტიპის სიმსივნე:

  • ჰეპატოცელულარული კარცინომა, რომელიც ვითარდება უშალოდ ღვიძლის უჯრედებისგან ანუ ჰეპატოციტებისგან;
  • ქოლანგიოციალურიკარცინომა, რომელიცშედარებითნაკლებადგვხვდება, ვითარდებაღვიძლშიდანაღვლისსადინრებისეპითელიუმიდან.
  • ჰეპატობლასტომა, რომელიც, როგორც წესი, ბავშვთა ასაკში გვხვდება.

რაც შეეხება მეორად სიმსივნეს, ეს გახლავთ მეტასტაზური სიმსივნე, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლის მიღმა - სხვა ორგანოში (მაგალითად მსხვილ ნაწლავში, ფილტვებში ან სარძევე ჯირკვალში) და გვიან ეტაპზე ვრცელდება ღვიძლში

საქართველოში ღვიძლის სიმსივნის რომელი ტიპია მეტად გავრცელებული?

უკანასკნელ წლებში საქართველოში წარმატებით მიმდინარეობის C ჰეპატიტის ელიმინაციისა და B ჰეპატიტის ვაქცინაციის პროგრამები. აღნიშნულის შედეგად ღვიძლის კიბოს პირველადი შემთხვევების რაოდენობამ შედარებით მოიკლო. თუმცა სტატისტიკურად ისევ ხშირად გვხვდება როგორც პირველადი, ისე მეორადი სიმსივნეები.

რა სიმპტომები ახასიათებს ღვიძლის კიბოს?

დაავადების ადრეულ ეტაპზე მისი სიმპტომებია: დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში, მცირე რაოდენობით საკვების მიღების შემდეგ დანაყრების შეგრძნება, მცირე დატვირთვის შედეგად ადვილად დაღლა. ეს ისეთი ჩივილებია, რომლებიც პაციენტმა შეიძლება სულ სხვა დაავადებას ან უბრალოდ, გადაღლას მიაწეროს და მათზე განსაკუთრებული ყურადღება არ გაამახვილოს. სწორედ ამიტომ დაავადება უფრო ხშირად გვიან ეტაპზე გამოვლინდება ხოლმე. ამ დროს უკვე ჩნდება ისეთი სპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა: სიყვითლე და მკვეთრი ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში. ამ დროს ხშირად საქმე გვაქვს დაგვიანებულ შემთხვევასთან, რაც პროგნოზულად მკურნალობის ცუდი შედეგის მომასწავებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფილაქტიკური კვლევების წესი ჩამოვიყალიბოთ და ექიმთან მივიდეთ მაშინ, როდესაც სიმპტომები ჯერ არ გამოვლენილა. კონკრეტულად ღვიძლის კიბოს შემთხვევაში, პროფილაქტიკური კვლევებით ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში პრაქტიკული გამოჯანმრთელება შესაძლებელია. დაგვიანებულ შემთხვევაში კი მკურნალობის საშუალებები და შედეგები საკმაოდ შეზღუდულია.

ვინ მიეკუთვნება ღვიძლის კიბოს გაჩენის რისკჯგუფს და როგორ უნდა მოიქცნენ რისკჯგუფში მყოფი ადამიანები?

პირველ რიგში, ღვიძლის კიბოს გაჩენის რისკჯგუფში არიან C და B ქრონიკული ჰეპატიტის მქონე პაციენტები. მათთვის აუცილებელია 6 თვეში ერთხელ მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება და სისხლიში ონკომარკერის (ალფა-ფეტოპროტეინის) განსაზღვრა. შედეგების მიხედვით, ინიშნება გაღრმავებული კვლევები. ამ გზით შესაძლებელია დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა.

კიდევ ერთი რისკ-ფაქტორია ჭარბი ალკოჰოლის ყოველდღიური მრავალწლიანი მიღება. ჭარბი ალკოჰოლი იწვევს ქრონიკული ჰეპატიტის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ციროზის განვითარების რისკს აჩენს. ციროზი კი ღვიძლის კიბოს რისკ-ფაქტორია.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

დიაგნოსტირებისთვის ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სისხლში ღვიძლის ფუნქციური სინჯების და ონკომარკერების განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ბიოფსია, რომ გავიგოთ რა ხასიათისაა კონკრეტული სიმსივნური წარმონაქმნი. შედეგების გაანალიზების შემდეგ განისაზღვრება მკურნალობის ტაქტიკა.

რა შემთხვევაშია იგეგმება ქირურგიული ჩარევა?

ჰაპატოცალულური კიბოს დროს რადიკალური ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია ერთი სიმსივნური კვანძის ნებისმიერი ზომის,ან 3 კვანძამდე არსებობის შემთხვევაში თუ წარმონაქმნის ზომა არ აღემატება 3 სანტიმეტრს. ზოგადად, ღვიძლს ორი ანატომიური წილი აქვს. ქირურგიული ჩარევის დაგეგმვის დროს უნდა განისაზღვროს წარმონაქმნი მხოლოდ ერთ მათგანზეა, თუ ორივეზე. ოპერაცია უფრო წარმატებულია, როდესაც დაავადება ერთ წილში გვხვდება. ასევე გასათვალისწინებელია შესაძლო ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ღვიძლის რაოდენობრივი და ფუნქციური შეფასება.იმ შემთხვევაში თუ ოპერაცია ვერ სრულდება, შესაძლებელია დაინიშნოს იმუნო-ქიმიოთერაპია, თერმული აბლაცია, რადიო-ემბოლიზაცია ან ქემო-ემბოლიზაცია.

„ნიუ ჰოსპიტალსში“, თანამედროვე სტანდარტების თანახმად, თითოეული პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა ონკოლოგიური გუნდის მიერ იმართება. კონსილიუმის ფორმატში ვიკრიბებით ონკოქირურგი, რადიოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, მინი-ინვაზიური ინტერვენციული რადიოლოგი და განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას. ჩვენი კლინიკა ძალიან ძლიერი დიაგნოსტიკურ-ტექნოლოგიური ბაზითაა აღჭურვილი. სამედიცინო პერსონალი, ისევე როგორც აპარატურა საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი სირთულის ოპერაცია ჩავატაროთ.

როგორ აგრძელებს ცხოვრებას პაციენტი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ?

ოპერაციის შემდეგ პაციენტი რჩება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. საწყის ეტაპზე კვლევები ტარდება 6 თვეში ერთხელ. წარმატებული რემისიის შემთხვევაში კი კვლევებს შორის შუალედი ხანგრძლივდება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია.

R