მსოფლიოში ქალების უმეტესობა უკმაყოფილოა მკერდის ზომით
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 18 500-ზე მეტმა ქალმა ორმოცი ქვეყნიდან. გამოკითხვის მონაწილეთა 70%-ზე მეტმა გამოთქვა უკმაყოფილება მკერდის ზომით. ქალების 48%-მა აღიარა, რომ სურდა მკერდის გადიდება, 23%-ს სურდა მათი შემცირება და მონაწილეთა მხოლოდ 29%-მა აღნიშნა, რომ საკმაოდ კმაყოფილი იყო სარძევე ჯირკვლების ზომით. გამოკითხვაში მონაწილე ქალების საშუალო ასაკი 34 წელი იყო.
სხვებზე ხშირად, თავიანთ მკერდს იდეალურისგან შორს თვლიან ბრაზილიის, იაპონიის, ჩინეთის, ეგვიპტისა და დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლები. ამავდროულად, გამოკითხვის მონაწილეებს უნდა ეთქვათ, რა ზომის მკერდია, მათი აზრით, იდეალური. აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი მკერდის ზომა იდეალურად მიაჩნიათ ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, ლიბანისა და დიდი ბრიტანეთის ქალებს, ხოლო ყველაზე პატარა - ქალებს იაპონიიდან, ფილიპინებიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან და მალაიზიიდან.
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ქალები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან მკერდის ზომით, იშვიათად იკეთებენ სარძევე ჯირკვლების თვითგამოკვლევას და არ არიან დარწმუნებული, რომ დროულად შეამჩნევენ მათში არსებულ ცვლილებებს. და ამ პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის. გარდა ამისა, მკერდით უკმაყოფილებას თან ახლავს ცუდი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ასეთი ქალები ხშირად თავს უბედურად გრძნობენ, აქვთ დაბალი თვითშეფასება, უხერხულად არიან თავიანთი გარეგნობის გამო და თვლიან, რომ ჭარბი წონა აქვთ.
- „დასკვნა ვარაუდობს, რომ მკერდის ზომით უკმაყოფილება არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც უარყოფითად აისახება ქალების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე“, ასკვნიან ნაშრომის ავტორები. ამავდროულად, ასაკთან ერთად მცირდება ასეთი მიკერძოებული დამოკიდებულება მკერდის ზომის მიმართ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ხანდაზმული ქალები ნაკლებად ექვემდებარებიან სტერეოტიპებს, ან დედობისა და ძუძუთი კვების გამოცდილება იწვევს ქალების ფოკუსირებას არა სარძევე ჯირკვლების გარეგნობაზე, არამედ მათ ფუნქციურ დანიშნულებაზე, ვარაუდობენ ექსპერტები.