რა არის ქალებში "გამოწეული მუცლის" მიზეზი
ჩვენი სხეულის ამ ნაწილს აქვს მრავალი შრე, კანიდან ფასციამდე, მკვრივი ქსოვილი, რომელიც აერთიანებს ყველაფერს - კუნთებს, ნერვებს, სისხლძარღვებს, შემაერთებელ ქსოვილს და ცხიმს.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ საშვილოსნო შესამჩნევად ამოზნექილი შეიძლება იყოს მხოლოდ ორსულობის, მშობიარობის შემდგომ პერიოდში ან გარკვეული დაავადებების დროს.
„საშვილოსნო მუშტის ან უფრო დიდი ზომის შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა მიომა და ენდომეტრიოზი, ხოლო საკვერცხეებში შეიძლება აღინიშნებოდეს კეთილთვისებიანი ცისტები, რომლებიც დიდ ადგილს იკავებს“, - აღნიშნა პროფესორმა.
გამოწეული მუცელი მაინც ცხიმია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოიცილოთ იგი.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ჩვენ არ ვსაუბრობთ სიმსუქნეზე, ზოგადად უფრო ჯანსაღია, იცხოვრო სხეულის იმ ფორმით, რომელიც გაქვს, ვიდრე ეცადო, სხეულის მისთვის უჩვეულო პარამეტრები მისცე..