მთავარი შეცდომები კანის მოვლისას
გაწმენდის უგულებელყოფაა, მათ შორის დილითაც. უნდა დაიბანოთ სახე ორჯერ, დილით და საღამოს.
ამასთან, არ გირჩევთ სახის დაბანას ცხელი წყლით, რადგან ეს მას ზიანს აყენებს.
სახლში კანის მოვლის საშუალებები სასურველია შევარჩიოთ კოსმეტოლოგთან კონსულტაციის შემდეგ.
- სპეციალისტი დაგვეხმარება და შეგვირჩევს ჩვენი კანისთვის მისაღებ საშუალებას, რომ მან რეალურად იმუშაოს. ასევე, სახლში გამოყენებისას პილინგი ძალიან საშიშია. გოგონებს ჰგონიათ, რომ ფულს და დროს ზოგავენ, თუმცა ამ პროცედურის შემდეგ შეიძლება სახეზე გაჩნდეს როზაცეა, პიგმენტაცია და კიდევ უფრო უარესი, დამწვრობა. აკრძალულია სახლში მჟავების გამოყენება კოსმეტოლოგის დანიშნულების გარეშე.