თმის დაბანისას დაშვებული 3 შეცდომა, რომლებიც თმის ცვენას იწვევს
ტრიქოლოგმა მენდი ბიუხნერმა BuzzFeed-თან ინტერვიუში თქვა, რომ თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი შეცდომები, რომლებსაც გოგონები უშვებენ თმის დაბანის დროს და მის შემდეგ.
- პირველი შეცდომა ძალიან ცხელი წყალია. „თმა „სივდება“ ცხელ წყალთან შეხებისას, რამაც შეიძლება უფრო მიდრეკილი გახადოს მტვრევადობისკენ. არც ძალიან ცივი წყლით დაბანაა კარგი, უბრალოდ წყალი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს“, - განმარტა ექსპერტმა.
- მეორე შეცდომა არის თმის შამპუნით მთელ სიგრძეზე აქაფება. "არ არის რეკომენდებული თმის ბოლოების შამპუნით დაბანა", - ამბობს ექიმი. ის, რაც მათზე ხვდება ჩამობანისას, საკმარისია. კონდიციონერის გამოყენებისას ყველაფერი ზუსტად საპირისპიროა: ის არ არის განკუთვნილი თმის ძირებისთვის და შეუძლია თმის გაცხიმიანება.
- და ბოლოს, მესამე შეცდომა არის სველი თმის ბამბის პირსახოცით გამშრალება. ხახუნის დროს, ბამბის პირსახოცები დამატებით სტრესს აყენებს კუტიკულას და თმის ფოლიკულებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება, სისუსტე და გათხელებაც კი“, - დაასკვნა ტრიქოლოგმა.