თუ გაქვთ ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა, ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მცირე მენჯის არეში, მუცლის გარშემოწერილობის ზრდა, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს გინეკოლოგი ნინო მერებაშვილი დაავადების მკურნალობასა და პრევენციაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ გაქვთ ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა, ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მცირე მენჯის არეში, მუცლის გარშემოწერილობის ზრდა, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს გინეკოლოგი ნინო მერებაშვილი დაავადების მკურნალობასა და პრევენციაზე

მიომა ყველაზე მეტად გავრცელებულია 30-40 წელს ზემოთ ქალებში, თუმცა უკანასკნელ პერიოდში დაავადების გაახალგაზრდავება ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს მიომა ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ქალისთვის პროფილაქტიკური გინეკოლოგიური შემოწმების ჩატარება მნიშვნელოვანია. „ნიუ ჰოსპიტალსის“ მეან-გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ენდოვიდეოქირურგი ნინო მერებაშვილი აღნიშნავს, რომ საშვილოსნოს მიომის პრევენცია შეუძლებელია, თუმცა გართულებების თავიდან არიდება ნამდვილად შესაძლებელია. დაავადებასა და მისი მკურნალობის გზებზე თავად ნინო მერებაშვილი გვესაუბრება.

რა არის საშვილოსნოს მიომა?

საშვილოსნოს მიომა არის საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე. ეს არის ჰორმონდამოკიდებული სიმსივნე, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ რეპროდუქციულ ასაკში ვითარდება. ადრე, უპირატესად, 30-40 წლის ზემოთ გვხვდებოდა. დღეს კი დაავადება უფრო გაახალგაზრდავდა. აღნიშნული ბევრი ფაქტორითაა განპირობებული.

რა სიმპტომები ახასიათებს საშვილოსნოს მიომას?

არსებობს სიმპტომური და ასიმპტომური მიომა. ასიმპტომურის შემთხვევაში მკურნალობა არ არის საჭირო. ასეთი პაციენტებისათვის დინამიკაში დაკვირვება საკმარისია. 6 თვეში ერთხელ აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია და მის მიერ დანიშნული კვლევების ჩატარება.

რაც შეეხება სიმპტომურს, ამ შემთხვევაში გვხვდება: ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა, გახანგრძლივებული სისხლდენა, მენსტრუაციებს შორის სისხლდენა, მენსტრუაციის დროს ან ზოგადად, ტკივილი მცირე მენჯის არეში.

მიომა მისი ზომისა და ლოკაციიდან გამომდინარე იწვევს მეზობელ ორგანოებზე ზეწოლასა და მათი ფუნქციის მოშლას. როდესაც შარდის ბუშტის სიახლოვესაა, ხდება ხშირიშარდვა. მეორე მხრივ, როდესაც მიომა ძალიან დიდია, მან შეიძლება ხელი შეუშალოს შარდის თირკმლიდან გადმოდინებას და ორმხრივი ჰიდრონეფროზის განვითარებას.

ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საშვილოსნოს უკანა კედელზე დიდი ზომის მიომაა და ნაწლავებზე ზეწოლის შედეგად, იწვევს შებერილობასა და ყაბზობას.

რიგ შემთხვევებში, მიომა შეიძლება სპონტანური აბორტის მიზეზიც გახდეს.

რა იწვევს საშვილოსნოს მიომას?

ამ საკითხზე უამრავი კვლევა ტარდება. მეცნიერები იკვლევენ სხვადასხვა მიზეზსა და ფაქტორს, თუმცა ერთადერთი, რაც დღეს დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ საშვილოსნოს მიომის განვითარების რისკ-ფაქტორებია გენეტიკური წინასწარგანწყობა, Dვიტამინის დეფიციტი, ჰორმონული დისბალანსი.

მეორე მხრივ, არის ფაქტორები, რომლებიც იწვევს უკვე არსებული მიომის მკვეთრ ზრდას. ესენია: ინსოლაცია ან გარუჯვა, როგორც მზეზე, ისე სოლარიუმში, ვიტამინებისა და ბიოაქტიური დანამატების თვითნებურად მიღება, D ვიტამინის დეფიციტი.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

პირველ ეტაპზე, ექიმი ნიშნავს ულტრაბგერით გამოკვლევას. შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში ინიშნება მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. ყველაფერი ინდივიდუალურ შემთხვევაზეა დამოკიდებული.

ნიუ ჰოსპიტალსშისაშვილოსნოს მიომის მკურნალობის რა მეთოდებია დანერგილი?

მსოფლიოში მიომას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მედიკამენტით მკურნალობდნენ. მოგვიანებით ჩატარებული კვლევებით კი აღმოჩნდა, რომ მიომის მედიკამენტოზური მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია ან უშედეგოა გარკვეული პრეპარატებით. ზოგი პრეპარატებით მკურნალობა რეკომენდებულია მხოლოდ წინასაოპერაციოდ ან საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაციის ჩატარების წინ, რომ მიომა დაპატარავდეს და ოპერაციის დროს ნაკლები სისხლდანაკარგი გვქონდეს.

დღესდღეობით შესაძლებელია გარკვეულ პაციენტებში ჭარბი მენსტრუალური სისხლდენის შემცირების მიზნით ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატების, ჰორმონშემცვლელი საშვილსონოსშიდა საშუალების ან ანტიფიბინულიზური მედიკამენტების გამოყენება.

„ნიუ ჰოსპიტალსში“, ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, მიომის ამოკვეთა რამდენიმე მიდგომით ხდება. ესენია: ჰისტეროსკოპია, ლაპაროსკოპია, ლაპაროტომია (ე.წ ტრადიციული ქირურგია) ვაგინალური ქირურგია. კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციის მეთოდი მიომის ზომისა და ლოკალიზაციის მიხედვით განისაზღვრება. ძირითადად ოპერაციების უმრავლესობა ჩვენს კლინიკაში ლაპაროსკოპიული მიდგომით კეთდება.

ოპერაციის ჩატარებისას ვიღებთ კვანძს ან საშვილოსნოს, მოცულობა დამოკიდებულია პაციენტის სურვილზე დაგეგმოს მომავალში ორსულობა.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ასევე კეთდება საშვილოსნოს ვენების ემბოლიზაცია. ამ დროს საშვილოსნოს არტერიებში შეჰყავთ ემბოლები და მათი სანათური იხშობა. შედეგად, სისხლის მიწოდება აღარ ხდება და ნეკროზდება კვანძი. ეს მეთოდი სასურველია იმ ქალბატონებში, ვისაც შვილის გაჩენა აღარ უნდა და არ აქვთ საშვილოსნოს სხვა თანმხლები პათოლოგია, რომელიც არის წინააღმდეგჩვენება ამ პროცედურისათვის.

შესაძლებელია თუ არა საშვილოსნოს მიომის პრევენცია?

სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ გართულებების პრევენცია. ეს დინამიკაში კონტროლითა და ექიმის რეკომენდაციების დაცვითაა შესაძლებელი.

R