დემენციის განვითარების რისკის შესამცირებელი ხელმისაწვდომი საშუალება
დაავადებისგან თავის დასაცავი ხელმისაწვდომი საშუალება CNN-მა დაასახელა.
- ჰარვარდის მეცნიერებმა დაამტკიცეს ზეითუნის ზეთის სარგებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. 28 წლის განმავლობაში ისინი აკვირდებოდნენ 92 ათასი ადამიანის მდგომარეობას, რომლებიც რეგულარულად მოიხმარდნენ მინიმუმ შვიდ გრამ ზეითუნის ზეთს. ამ ჯგუფში მათ დააფიქსირეს დემენციის გამო სიკვდილის რისკის 28 პროცენტიანი შემცირება, ნათქვამია მასალაში.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, კვების ექსპერტი ენ-ჯული ტესიეს თქმით, მარგარინის ან მაიონეზის ნაცვლად ზეითუნის ზეთი უნდა მიირთვათ. ეს კარგია არა მხოლოდ გულისთვის, არამედ ტვინისთვისაც.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ექსპერიმენტის შედეგებზე შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ ფაქტმა, რომ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ზეითუნის ზეთს, პრინციპში, უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ.