2030 წლისთვის ადამიანებს ახალი კბილების ამოყვანა შეეძლებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2030 წლისთვის ადამიანებს დაკარგული ძირითადი კბილების ნაცვლად ახლის ამოყვანა შეეძლებათ

რომლებმაც ძირითადი კბილები დაკარგეს ან თანდაყოლილი ადენტიით (უკბილობით) არიან ავად.

New Atlas: კიოტოს უნივერსიტეტის (იაპონია) მეცნიერები ემზადებიან, რომ პირველად გამოსცადონ ადამიანზე წამალი, რომელიც ხელს უწყობს კბილების რეგენერაციას. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ პრეპარატი ბაზარზე ექვს წელიწადში, 2030 წელს გამოვა.

კლინიკური კვლევების პირველი ფაზა, რომელმაც უნდა დაადასტუროს ადამიანის ორგანიზმისთვის წამლის უსაფრთხოება და შეამოწმოს ეფექტურობა პირის ღრუს ქსოვილზე, გაგრძელდება 11 თვე - 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის აგვისტომდე - კიოტოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. მასში ჩაერთვება 30-დან 64 წლამდე ასაკის 30 მამაკაცი, რომლებსაც ერთი ძირითადი კბილი მაინც აკლიათ. მონაწილეებს პრეპარატს ინტრავენურად შეუყვანენ.

გარკვეული ხნის წინ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ეს ნივთიერება წარმატებით ასტიმულირებდა კბილების ამოსვლას ბუნებრივად უკბილო თაგვებსა და ქრცვინებში ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე. პრეპარატის მოქმედება ეფუძნება USAG-1 გენის მიზანმიმართულ „გამორთვას“, ეს გენი კი თრგუნავს კბილების ზრდას.

მკვლევარები იმედოვნებენ მსგავს ეფექტს ადამიანებზე, რადგან ჩვენი USAG-1 ცილის სტრუქტურა 97%-ით იდენტურია ამ პროტეინისა თაგვებში, ქრცვინებსა და ზოგიერთ სხვა ცხოველში.

პირველი ფაზის ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, მკვლევარები გეგმავენ პრეპარატის გამოცდას ორიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ თანდაყოლილი ადენტია და აკლიათ მინიმუმ ოთხი კბილი.

ეს დარღვევა აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს. შემდეგ პრეპარატს ტესტირება ჩაუტარდება მოზარდებზე, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო სიცოცხლის განმავლობაში ერთიდან ხუთამდე მუდმივი კბილი დაკარგეს.

ახლა კი გთავაზობთ ამავე მეცნიერთა მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ინფორმაციას - საინტერესოა, როგორ მივიდნენ ისინი კვლევის პირველ ფაზამდე:

წყარო

მეცნიერთა ჯგუფი იუწყება, რომ ანტისხეულს ერთი გენის მიმართ (საშვილოსნოს სენსიბილიზაციასთან ასოცირებული გენი-1, ან USAG-1) შეუძლია კბილების ზრდის სტიმულირება თაგვებში, რომლებსაც თანდაყოლილი დენტალური აგენეზია აქვთ. სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Science Advances.

მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურ ზრდასრულ ადამიანს აქვს 32 კბილი, მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს აქვს მეტი ან ნაკლები კბილები თანდაყოლილი პათოლოგიების გამო. მეცნიერებმა გამოიკვლიეს კბილის ჭარბი რაოდენობით ამოსვლის გენეტიკური მიზეზები, რათა ეპოვნათ მინიშნება მოზრდილებში კბილების რეგენერაციის შესაძლებლობის მისაგნებად.

კაცუ ტაკაჰაშის, კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორისა და კიოტოს უნივერსიტეტის მედიცინის უმაღლესი სკოლის უფროსი ლექტორის თქმით, კბილების განვითარებაზე პასუხისმგებელი ფუნდამენტური მოლეკულები უკვე იდენტიფიცირებულია.

„ცალკეული კბილების მორფოგენეზი დამოკიდებულია რამდენიმე მოლეკულის, მათ შორის BMP, ანუ ძვლის მორფოგენეტიკური პროტეინისა და Wnt სიგნალის ურთიერთქმედებაზე“, - ამბობს ტაკაჰაში.

BMP და Wnt ჩართულია არა მხოლოდ კბილების განვითარებაში. ისინი არეგულირებენ მრავალი ორგანოსა და ქსოვილის ზრდას ჩანასახოვან პერიოდში.

მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ თუ დათრგუნავდნენ ფაქტორებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან BMP და Wnt-ს, შეიძლებოდა ეს პროცესი ყოფილიყო უსაფრთხო და ეფექტური კბილების რეგენერაციისთვის. ჯგუფმა შეისწავლა USAG-1 გენი.

”ჩვენ ვიცოდით, რომ USAG-1-ის ჩახშობა ხელს უწყობს კბილების ზრდას. არ ვიცოდით, ეს საკმარისი იქნებოდა თუ არა,“ - დასძენს ტაკაჰაში.

ამიტომ, მეცნიერებმა გამოიკვლიეს რამდენიმე მონოკლონური ანტისხეულების მოქმედება USAG-1-ზე. მონოკლონური ანტისხეულები ჩვეულებრივ გამოიყენება კიბოს, ართრიტისა და ვაქცინის შესაქმნელად.

main-210213-takahashi-1717176277.jpg

ახალი კბილის ამოჭრის პროცესი ქრცვინებში ექსპერიმენტის დროს.

USAG-1 ურთიერთქმედებს როგორც BMP-თან, ასევე Wnt-თან. შედეგად, ზოგიერთმა ანტისხეულმა გამოიწვია ცუდი შობადობა და სიკვდილიანობა თაგვებში, რაც ადასტურებს როგორც BMP-ის, ასევე Wnt-ის მნიშვნელობას არა მხოლოდ კბილების, არამედ მთელი სხეულის ზრდისთვის. თუმცა, ერთმა პერსპექტიულმა ანტისხეულმა დაარღვია USAG-1-ის ურთიერთქმედება მხოლოდ BMP-თან.

  • ამ ანტისხეულზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ BMP სიგნალი მნიშვნელოვანია თაგვებში კბილების რაოდენობის დასადგენად. უფრო მეტიც, ერთი ინექცია საკმარისი იყო მთელი კბილის გასაზრდელად. შემდგომმა ექსპერიმენტებმა აჩვენა იგივე სარგებელი ქრცვინებში.

„ქრცვინები დიფიოდონტური ცხოველები არიან (ანუ იცვლიან კბილებს ადამიანის მსგავსად და სარძევე კბილების შემდეგ ძირითადი კბილები ამოსდით). ჩვენი შემდეგი გეგმა არის ანტისხეულების ტესტირება სხვა ცხოველებში, როგორიცაა ღორები და ძაღლები“, - განმარტავს ტაკაჰაში.

კვლევა პირველია, რომელმაც აჩვენა მონოკლონური ანტისხეულების სარგებელი კბილის რეგენერაციაში და წარმოადგენს ახალ თერაპიულ საფუძველს იმ კლინიკური პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ამჟამად მხოლოდ იმპლანტებითა და სხვა ხელოვნური საშუალებებით შეიძლება მოგვარდეს.

„ჩვეულებრივი ქსოვილის ინჟინერია არ არის შესაფერისი კბილის რეგენერაციისთვის. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ უჯრედული მოლეკულური თერაპია ეფექტურია თანდაყოლილი სტომატოლოგიური აგენეზიის ფართო სპექტრში“, - ასკვნის მანაბუ სუგაი ფუკუის უნივერსიტეტიდან, კვლევის კიდევ ერთი ავტორი.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო 2021 წლის ინფორმაცია, მას შემდეგ ყველა ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და ახლა ადამიანზე იწყება კვლევის პირველი ფაზა, რომლის შედეგი 2025 წელს გვეცოდინება. პრეპარატის საბოლოო დანერგვას კი მეცნიერები 2030 წლისთვის გეგმავენ.

ასევე გაეცანით წყაროს