სელენიუმის შემცველი პროდუქტები თქვენი ჯანმრთელობისთვის
სელენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი მინერალია, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
სელენი ძალიან მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც მცირე რაოდენობითაა საჭირო ორგანიზმისთვის, თუმცა მისი გავლენა იმუნურ სისტემაზე, გულის, კანის და ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობაზე, საკმაოდ დიდია. ამასთან ერთად, გააჩნია თავისუფალი რადიკალებისგან დამცველობითი ფუნქცია, რაც ორგანიზმისთვისთვის უმნიშვნელოვანესია.
რატომ არის სელენის მიღება აუცილებელი ზაფხულში?
თავისუფალი რადიკალები ძირითადად წარმოიქმნება ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისას ან ნიკოტინის მოხმარების დროს. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს უჯრედების დაზიანებას და მრავალი დაავადების წარმოშობას. ზაფხული და მზე ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია, რომელიც ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების ოდენობას ზრდის. ამის საპირწონედ, სელენი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, რომელიც უპირისპირდება მათ და, შესაბამისად, ამცირებს ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს.
სელენს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმუნურ სისტემასა და ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობაზე. სელენი წარმოქმნის იმ ფერმენტებს, რომლებიც არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მოქმედებას. მისი საკმარისი დონე ორგანიზმს ეხმარება შეინარჩუნოს ენერგია და ჯანსაღი წონა, რაც ზაფხულის აქტივობებს უფრო სასიამოვნოს ხდის.
სელენის შემცველობა ორგანიზმში ამცირებს ანთებით პროცესებს და იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. გულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად კი ხშირად რეკომენდირებულია სელენით მდიდარი პროდუქტების ჩართვა კვების რაციონში.
სელენით მდიდარი პროდუქტები
ბრაზილიური თხილი
კასტანია, იგივე ბრაზილიური თხილი, სელენის შემცველობით ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. სულ რაღაც 1 ან 2 ცალი ბრაზილიური კაკალია საჭირო სელენის დღიური დოზის შესავსებად. კასტანია ასევე ჯანსაღი ცხიმების იდეალური წყაროა, რომელსაც ხშირად გამოიყენებენ სნექად, კერძების მოსამზადებლად თუ საკონდიტრო ნაწარმში.
ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ თხილეულის მრავალფეროვან ასორტიმენტთან ერთად, ბრაზილიურ თხილსაც სთავაზობს მომხმარებლებს.
მარცვლეული და ბურღულეული
ბევრი მარცვლეული, მათ შორის, ბრინჯი და ხორბალი შეიცავს სელენის საკმარის რაოდენობას. ეს ორი პროდუქტი შესანიშნავია საზაფხულო კვების რაციონისთვის ნოყიერი სალათების მოსამზადებლად.
ასევე სელენს შეიცავს შვრიის ფანტელი. შვრია ნოყიერი და გემრიელი ბურღულეულია, რომელიც იდეალურია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. სელენთან ერთად, შვრიის ფანტელი ასევე მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით.
ჩიას თესლი
ჩიას თესლი არა მხოლოდ აღჭურვილია ბოჭკოთიდა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, არამედ სელენის იდეალური წყაროცაა. მისი ნეიტრალური გემოდან გამომდინარე, ის შეგიძლიათ ნებისმიერ საკვებს დაამატოთ.განსაკუთრებით უხდება საკონდიტრო ნაწარმს, ფაფებს, სალათებსა და იოგურტს.
„ჩემი მარაგი“ მომხმარებელს სთავაზობს მარცვლეულის მრავალფეროვან ასორტიმენტში ჩიას თესლსსაც სთავაზობს.
სელის თესლი
სელის თესლი კიდევ ერთი პროდუქტია, რომელიც სელენის იდეალური წყაროა. ის ასევე მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებითა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. უხდება ფაფებს და განსაკუთრებულ არომატს აძლევს ცომეულს.
სელის თესლის ხელმისაწვდომ ფასად შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“.
რძის პროდუქტები და კვერცხი
კვერცხი, რძე, იოგურტი - სელენის მნიშვნელოვანი წყაროა. განხილული პროდუქტები უამრავი ვარიიციის საშუალებას გვაძლევს და ზაფხულის რეცეპტებში ამ ინგრედიენტების გათვალისწინებით გემრიელი, მარტივი და ჯანსაღი კერძების მომზადებაა შესაძლებელი.
სელენით მდიდარი კერძების ვარიაციები:
სელენის შემცველი პროდუქტებისგან მომზადებული საზაფხულო რეცეპტები ჯანსაღი, სასარგებლო და გემრიელია. ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების დახმარებით სხვადასხვა მარტივი კერძი მომზადებაა შესაძლებელი: ბრაზილიური თხილის გრანოლა, ჩიას თესლის პუდინგი, შვრიის ფაფა, საზაფხულო სალათები და სხვა მრავალი.
სელენი სწორედ ის სასარგებლო და ჯადოსნური მიკროელემენტია, რომელიც ორგანიზმს ეხმარება მთელი სეზონის განმავლობაში შეინარჩუნოს ზოგადი ჯანმრთელობა. თევზეულითა და რძის ნაწარმით დაწყებული, ბრაზილიური თხილითა და ჩიას თესლით დამთავრებული, უამრავი საზაფხულო რეცეპტის იდეა არსებობს, რომელიც დაგეხმარებათ შეივსოთ სელენის მარაგი ნოყიერი და გემრიელი საჭმლის მეშვეობით.
ჯანსაღი და სელენით მდიდარი პროდუქტების მომარაგება „ჩემი მარაგი“-ს ონლაინ მაღაზიიდან არის შესაძლებელი, რომელიც მომხმარებელს 250 - მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
- 032 2 42 47 97
- www.chemimaragi.ge
- www.facebook.com/chemimaragi
R