საძინებლის ჰაერში გაზქურის მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს
აზოტის დიოქსიდი აღიარებულია, როგორც ასთმის მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ მისი უმეტესი ნაწილი მანქანის გამონაბოლქვიდან მოდის, გაზის ღუმელების გამონაბოლქვის ნარევი შეიძლება იყოს ბავშვთა ასთმის 200 000-მდე შემთხვევის მიზეზი შეერთებულ შტატებში. ახალი კვლევა ადასტურებს ამ მონაცემს.
მეცნიერებმა გამოიყენეს სენსორები აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის გასაზომად ასზე მეტ სახლში, სხვადასხვა ზომის, განლაგებითა და ვენტილაციის სისტემებით ღუმელის გამოყენებამდე, დროს და მის შემდეგ.
დიდ სახლებშიც კი, აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია არაჯანსაღ დონემდე იზრდებოდა საკვების მომზადების დროს და მის შემდეგ, მათ შორის, როდესაც გამწოვი იყო ჩართული ან კარი ღია იყო. ყველაზე დაუცველები იყვნენ პატარა ზომის სახლებში მცხოვრები ადამიანები. ერთი წლის განმავლობაში ისინი ექვემდებარებოდნენ აზოტის დიოქსიდის ორჯერ მეტ დოზით ზემოქმედებას.
- დამაბინძურებლების კონცენტრაცია საძინებლებში გაზქურის გამორთვის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში აღემატებოდა დასაშვებ დონეს, რამაც მისი გამოყენება სახიფათო გახადა მთელი ოჯახისთვის. მეცნიერები რეკომენდაციას უწევენ გაზქურაზე მომზადების დროს ვენტილაციის ჩართვას.