საჭმლის მონელების მწარე რეაქციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საჭმლის მონელების მწარე რეაქციები

ამგვარად ორგანიზმი თავს იცავს საკვებისმიერი ტოქსინებისგან, რომლებიც, ჩვეულებრივ, მწარეა. ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ თაგვის კუჭში მწარე ნივთიერების მოხვედრისას მის წვრილ ნაწლავში სიმწარის რეცეპტორები აქტიურდება. ამ რეცეპტორების აქტივაცია იწვევს მადის დამაქვეითებელი ჰორმონის - ქოლეცისტოკინინის გააქტიურებას, აფერხებს პოტენციურად ტოქსიკური პროდუქტისადმი მოთხოვნილებას და ანელებს ტოქსინით მოწამლული საკვების კუჭ-ნაწლავში გადაადგილებას, ზრდის ღებინების საშუალებით მისი გამოყოფის შანსს და აქვეითებს ნაწლავის მიერ შეწოვის სიჩქარეს.

გარდა ამისა, დადგენილ იქნა, რომ სიმწარის რეცეპტორების აქტიურობა იმატებს, როდესაც ქოლესტერინის დონე დაბალია. სავარაუდოდ, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქოლესტერინით ღარიბი მცენარეული საკვები მწარე ტოქსინებს უფრო მეტს შეიცავს, ვიდრე ქოლესტერინით მდიდარი ცხოველური.

მიღებული მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს წამლის ახალი ფორმების შესაქმნელად, რომლებიც ორგანიზმს მწარე პრეპარატის ნორმალური სიჩქარით შეწოვის საშუალებას მისცემს.

შინაგანი მკურნალი

მიჩიგანის უნივერსიტეტის თანამშრომელთა ვარაუდით, მუცლის პარაზიტებს განსაზღვრულ პირობებში ადამიანისთვის სიკეთეც კი მოაქვთ: მათი უნარი დააქვეითონ მასპინძელი ორგანიზმის იმუნიტეტი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს აშშ-სა და ევროპაში მეტად გავრცელებული დაავადების - ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის საწინააღმდეგოდ.

ცდებმა დაადასტურა, რომ ღორის ორგანიზმში მოპარაზიტე ჭიის ცისტისგან დამზადებული პრეპარატი საგრძნობლად ამცირებს ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის ნიშნებს (ამ დაავადებას ახასიათებს სპასტიკური ხასიათის ტკივილი, რომელსაც ფაღარათი ენაცვლება).

სამწუხაროდ, ჭიების ამგვარი მოქმედების მექანიზმი მეცნიერთათვის ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ მკვლევრები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში შეძლებენ პარაზიტი ჭიების ამ თვისების გამოყენებას ასთმის, დიაბეტისა და გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ.

მიჩიგანის უნივერსიტეტის თანამშრომელი, გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი ლინდა მანსფილდი აღნიშნავს, რომ ბაქტერიები და ერთუჯრედიანი პარაზიტები ორგანიზმის ძლიერ იმუნურ პასუხს აპროვოცირებენ, რასაც, წესისამებრ, ანთებით პროცესები მოჰყვება; პარაზიტულ ჭიებს კი, პირიქით, ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ. არ არის გამორიცხული, რომ ევოლუციის პროცესში ადამიანის იმუნიტეტი ამ პარაზიტებზე გახდა დამოკიდებული.

საინტერესოა, რომ ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებშია გავრცელებული. განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის ეს დაავადება უცნობია. თუმცა ღარიბი ქვეყნებიდან განვითარებულ ქვეყნებში იმიგრირებული ადამიანები ამ სენით მკვიდრ მოსახლეობაზე არანაკლებ ხშირად ავადდებიან.

მცირე წონა ყაბზობის საფუძველია?

მცირეწონიანი დაიბადეთ? ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსი გაქვთ, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი დაგემართოთ. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც კუჭის მიდამოს ტკივილით, შეკრულობით და ფაღარათით ვლინდება. ნორვეგიელ მკვლევართა აზრით, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი უფრო ხშირად უვითარდებათ იმ ადამიანებს, ვისი წონაც დაბადებისას 2,5 კგ-ზე ნაკლები იყო.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს როგორც ერთი, ასევე ორი კვერცხუჯრედიდან განვითარებული 3 334 ტყუპი. ერთმანეთს შეადარეს მათი წონა დაბადებისას და გაღიზიანებული ნაწლავის გამოვლენა. შედეგად გაირკვა, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარების ალბათობა უფრო მეტი ჰქონდათ იმ მონაწილეებს, რომლებიც დაბადებისას 2,5 კგ-ზე ნაკლებს იწონიდნენ. რაც უფრო ნაკლები იყო დაბადებისას ახალშობილის წონა, მით უფრო მეტი იყო დაავადების განვითარების ალბათობა. გარდა ამისა, ამ ჯგუფის ადამიანებს დაავადების პირველი ნიშნები სხვებზე რამდენიმე წლით ადრე გამოაჩნდებოდათ ხოლმე.

მკვლევართა აზრით, ეს კანონზომიერება შეიძლება აიხსნას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული დარღვევებით, რომლებიც ორსულობის გართულებებით ან ნაადრევი მშობიარობით არის გამოწვეული, თუმცა არც სხვა სოციალური ფაქტორების ზემოქმედებას გამორიცხავენ.


საღეჭი რეზინი დისპეფსიის წინააღმდეგ

ჩვეულებრივმა საღეჭმა რეზინმა შესაძლოა დააჩქაროს გამოჯანმრთელება მუცლის ღრუზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. კალიფორნიის სანტა ბარბარას საავადმყოფოს მედიკოსები ირწმუნებიან, რომ საღეჭი რეზინი აჩქარებს ნაწლავის ფუნქციის აღდგენას და ამით ამცირებს პოსტოპერაციული პერიოდის ხანგრძლივობას.

მუცლის ღრუზე ჩატარებული ნებისმიერ ოპერაცია იწვევს ნაწლავის პერისტალტიკის დაქვეითებას, უფრო მძიმე შემთხვევაში კი პარეზს. ნაწლავის ფუნქციის დაქვეითებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი მუცლის ღრუში, გულისრევა, შებერილობა, რაც, ჯამში, ახანგრძლივებს ოპერაციის შემდგომ პერიოდს და პაციენტს საავადმყოფოში უფრო მეტხანს დარჩენა უხდება. გარდა ამისა, ამ მდგომარეობაში იზრდება ინფიცირების რისკიც.

გამოკვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომლებმაც მსხვილი ნაწლავის ნაწილის ამოკვეთის ოპერაცია - სიგმოიდური ნაწლავის რეზექცია გადაიტანეს. მათ ნახევარს პოსტოპერაციულ პერიოდში ტრადიციული მკურნალობის პარალელურად დღეში სამჯერ აძლევდნენ უშაქრო საღეჭ რეზინს. დანარჩენებს მხოლოდ ჩვეულებრივი საშუალებებით მკურნალობდნენ. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც რეზინს ღეჭავდნენ, უფრო იოლად თავისუფლდებოდნენ აირებისგან და დეფეკაციაც უფრო ადრე აღუდგებოდათ, რაც ნაწლავთა ფუნქციის აღდგენის დასტური გახლდათ. საკონტროლო ჯგუფის პაციენტებს საავადმყოფოში წოლა საშუალოდ 6-7 დღე მოუხდათ, ხოლო პაციენტებს, რომლებსაც საღეჭ რეზინს აძლევდნენ, საავადმყოფოში 4-5 დღეზე მეტი არ გაუტარებიათ.

ცნობილია, რომ მუცლის ღრუზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მცირე ხნის განმავლობაში ადამიანს არც ჭამა შეუძლია და არც სმა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამ ვითარებაში საღეჭი რეზინი ასტიმულირებს ნერვებს, ხელს უწყობს ჰორმონების გამოსროლას, ააქტიურებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. ამრიგად, როდესაც საკვების მიღება შეუძლებელია, საღეჭი რეზინი მარტივი და იაფი ალტერნატივაა ნაწლავთა ფუნქციის აღსადგენად.

სიმსუქნის საწინააღმდეგო ჭია

ჰონკონგის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტმა გახდომის მსურველები გააფრთხილა, ერიდონ ამ მიზნით პარაზიტის კვერცხების გადაყლაპვას. წონის დაკლების ამ მეთოდს ინტერნეტსაიტებზე ფართო რეკლამირებას უწევენ. სწრაფი გახდომისთვის განკუთვნილი წამალი, რომელიც მსურველებს ჰპირდება, რომ კვების შეუზღუდავად დააკლებინებს წონას, შეიცავს ჰელმინთ ასკარიდას (Ascaris lumbricoides) ცოცხალ კვერცხებს.

ეს ჭია პარაზიტობს წვრილ ნაწლავში, სადაც ნახევრად გადაუმუშავებელი საკვებით საზრდოობს. ზრდასრული ასკარიდა სიგრძით 30 სანტიმეტრამდე აღწევს. დედალი ასკარიდა დღეში 200 ათასამდე კვერცხს დებს. ეს კვერცხები გადაიქცევა ლარვებად, რომლებიც განვითარების პროცესში გადიან ნაწლავის კედელში და ხვდებიან სისხლის მიმოქცევაში, საიდანაც აღწევენ ფილტვებს, ბრონქებს; ავადმყოფი მათ ხახაში ამოახველებს, საიდანაც ისინი უკანვე - კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბრუნდებიან და ზრდას ასრულებენ - მოზრდილ ასკარიდებად ყალიბდებიან.

ასკარიდების რაოდენობის მატებასთან ერთად იმატებს ნაწლავური დისკომფორტი: მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა და ფაღარათი.

ჰელმინთური დაავადება შესაძლოა გართულდეს ფილტვების დაზიანებით, ნაწლავების ანთებით, პანკრეასისა და სანაღვლე გზების სადინართა დაცობით. თუ ასკარიდა მრავლად (რამდენიმე ათასამდე) დაგროვდა, შესაძლოა მთლიანად დაახშონ ნაწლავის სანათური და გაუვალობა გამოიწვიონ. სწორედ ამ რაოდენობის მიღწევისას შთანთქავენ ასკარიდები იმდენ საკვებს, რომ წონის კლებას, მასთან ერთად კი ვიტამინების უკმარისობას იწვევენ. დაავადების ამ სტადიაზე ასკარიდოზის მედიკამენტური მკურნალობა არ არის საკმარისი - პარაზიტების მოსაშორებლად საჭიროა ოპერაციული ჩარევა.