გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე
73 წლის ასაკში, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა.
ავთანდილ ჯორბენაძე 1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე კი სახელმწიფო მინისტრი.
2011 წლიდან დღემდე იყო აკადემიკოსი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.