როგორია სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მისი სიცოცხლე ჯერჯერობით კვლავ საფრთხის ქვეშ რჩება. მისი დატოვება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გვიწევს",- ამბობს მირიამი.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერ მინისტრ რობერტ ფიცოს გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს ჭრილობა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ხუთჯერ ისროლა და ფიცოს რამდენიმე ჭრილობა უფიქსირდება.
პრემიერის მკვლელობის მცდელობამ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური განხეთქილება გამოიწვია. ამბავს სლოვაკეთის შსს მინისტრი მატუშ ეშტოკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავდასხმა პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
საავადმყოფოს დირექტორივე ცნობით, გუშინ პრემიერის გადასარჩენად ქირურგების ორი გუნდი მუშაობდა, რა დროსაც მას ხუთსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა.