ინდოელმა კაცმა ორ საკვებზე უარის თქმით 9 თვეში 20 კგ დაიკლო
ინდოეთის სავაჭრო ფლოტის წამყვანმა ინჟინერმა, სახელად რაჯანიშმა, 9 თვეში 20 კილოგრამის დაკლება შეძლო, ეს ყველაფერი დიეტისა და ვარჯიშის პროგრამის წყალობით. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მამაკაცის წონა, რომელიც ახლა 44 წლისაა, მერყეობდა 105-დან 110 კილოგრამამდე.
ამავდროულად, რაჯანიში ეწეოდა ფიზიკურად აქტიურ ცხოვრების წესს და ზოგადად ჯანმრთელი იყო, მაგრამ ცუდი კვება ხელს უშლიდა მას წონის დაკლებაში. როდესაც რაჯანიშს ერთი წლის წინ მცირე სპორტული ტრავმის გამო ორთოპედთან მისვლა მოუწია, ექიმმა გააფრთხილა, რომ თუ წონაში არ დაიკლებდა, უახლოეს მომავალში აუცილებლად შეექმნებოდა მუხლებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც სტრესს ვერ გაუძლებდა. სურვილმა, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი მუხლის სახსრები, ვიდრე ხელოვნური სახსრებით ჩაენაცვლებინა, რაჯანიშს უფრო მეტად უბიძგა წონის დაკლებისაკენ.
მამაკაცი შვებულებაში გავიდა და თავისთვის წონის დაკლების გეგმა შეიმუშავა. მისი მიზანი იყო თვეში 2-3 კილოგრამის სტაბილურად დაკლება ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
რაჯანიშმა რაციონიდან მთლიანად ამოიღო ბრინჯი და ხორბალი და ასევე შეწყვიტა შემწვარი საკვების მიღება. მან არ თქვა უარი საყვარელ ტკბილეულზე, მაგრამ ახლა ჭამდა მათ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში და ასევე სვამდა დღეში სამ ლიტრ წყალს.
რა ღებულობდა ინდოელი, მენიუს ნიმუში:
- საუზმე - ორი კვერცხი, ყავა ან ვაშლის, სტაფილოსა და ჭარხლის წვენი.
- სადილი - ქათამი ან თევზი გრილზე შემწვარი ბოსტნეულით, ხაჭო და ცილებით მდიდარი პარკოსნები, როგორიცაა ოსპი ან ბარდა.
- შუადღის ხემსი - ყავა, ხილი, თხილი.
- ვახშამი - ბოსტნეულის მსუბუქი კერძი.
რაც შეეხება სპორტს, რაჯანიშმა ყოველ დილით დაიწყო უახლოეს დარბაზში სიარული და საათნახევარი იქ ვარჯიში. ის დროის 60%-ს უთმობს ძალოვან ვარჯიშს, ხოლო დანარჩენ 40%-ს ფუნქციურ და კარდიო ვარჯიშს. ის ასევე ყოველ საღამოს დადის 45 წუთის სასეირნოდ და მეგობრებთან ერთად მაგიდის ჩოგბურთს, კრიკეტსა და ბადმინტონს თამაშობს.
შედეგად, 9 თვეში რაჯანიშმა 20 კილოგრამი მოიშორა და ახლა 89 კილოგრამს იწონის. გარეგნობის დადებითი ცვლილებების გარდა, წონის დაკლებამ ასევე ბევრი სარგებელი მოუტანა მამაკაცის ჯანმრთელობას: არტერიული წნევის დონე, რომელიც ოდნავ მომატებული ჰქონდა, ახლა ნორმას დაბრუნდა და სისხლში ქოლესტერინის დონეც შემცირდა.