ექიმმა, რომელიც სატელევიზიო შოუს უყურებდა, სტუმარს კიბოს დიაგნოზი დაუსვა, რის შესახებაც მან მანამდე არაფერი იცოდა
წერს LADBible. ახლა ქალი დარწმუნებულია, რომ ექიმის მახვილმა თვალმა სიცოცხლე გადაურჩინა.
რა ნიშნები შენიშნა მან?
როგორც ნიკოლ მაკგინესმა თქვა, მან და მამამისმა მონაწილეობა მიიღეს უძრავი ქონების ბაზრისადმი მიძღვნილი სატელევიზიო შოუს გადაღებაში. დოქტორი ერიხ ვოიგტი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ ეპიზოდს უყურა. ექიმმა ქალის კისერზე შენიშნა სიმსივნე, რომელიც, მისი აზრით, შეიძლებოდა ყოფილიყო ფარისებრი ჯირკვლის კიბო.
ექიმმა თავის მოვალეობად ჩათვალა, გაერკვია ნიკოლის კონტაქტები და დაკავშირებოდა მას, რათა ეცნობებინა მისი უსიამოვნო აღმოჩენის შესახებ.
- ერიხმა სოციალურ ქსელში მაკგინესის ფოტო გამოაქვეყნა და მის პოვნაში დახმარება ითხოვა. მალე მამაკაცის გამომწერებმა იპოვეს ქალი და ამის წყალობით, საბოლოოდ შედგა ექიმისა და ნიკოლის შეხვედრა.
პირად საუბარში ვოიგტმა მაკგინესს განუცხადა საგანგაშო სიმპტომის შესახებ და ურჩია, რაც შეიძლება მალე მიემართა ექიმისთვის. ნიკოლმა ექიმის სიტყვები სერიოზულად მიიღო და საავადმყოფოში წავიდა. კლინიკის ექიმებმა დაადასტურეს, რომ ეს იყო ავთვისებიანი სიმსივნე. საბედნიეროდ, სიმსივნე საწყის სტადიაში აღმოჩნდა, ამიტომ ქირურგებმა წარმატებით ამოკვეთეს.
"მადლობელი ვარ ერიხის, სიცოცხლისათვის", - თქვა ნიკოლმა.