სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ 3-წლიან მარათონში ერთიანდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ 3-წლიან მარათონში ერთიანდება

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ერთობლივი ინიციატივით, სამედიცინო ასოციაციები და დარგის წამყვანი სპეციალისტები ჰიპერტენზიასთან ბრძოლის 3-წლიან მარათონში გაერთიანდნენ.

მასშტაბური კონფერენცია კამპანიის „სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ“ ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა, არჩილ ჩუხრუკიძემ მოწვეულ სამედიცინო საზოგადოებასა და მედიას ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ინიციატივა გააცნო: „კომპანია სერვიესთან ერთად არაერთი სასარგებლო პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებულია. ის ეძღვნება საკმაოდ სერიოზულ პრობლემას, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა და დაავადებასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები. აღნიშნული ინიციატივა მიმართულია, რათა გავაცნოთ საზოგადოებას დაავადების სიმძიმე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩამოვუყალიბოთ მათ სერიოზული დამოკიდებულება ჰიპერტენზიის, როგორც მძიმე და ჩუმი დაავადების მიმართ. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული პროექტი იქნება სასარგებლო, როგორც ჯანდაცვის სექტორისთვის, ისე თითოეული ადამიანისთვის“.

1-1715250073.jpg

ჰიპერტენზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების გლობალური პროექტი “გაიზომე წნევა, ამას შენთვის გეუბნები”, ყოველი წლის მაისში უკვე მე-7 წელია მიმდინარეობს კომპანია “სერვიეს”, საქართველოს ჰიპერტენზიისა და კარდიოლოგთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით. წელს, კი პროექტი ახალი კამპანიის სახით “სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ“ უფრო მასშტაბურ და პერმანენტულ ხასიათს იღებს. “ბრძოლა მომავლისთვის 50/27“ 2027 წლისთვის საქართველოში ჰიპერტენზიის კონტროლის 17-დან 50 პროცენტამდე გაუმჯობესებას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თავისი არსით მოიაზრებს არამხოლოდ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, არამედ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მეტ ინფორმირებას დაავადების მართვის შესახებ. ჰიპერტენზია წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას, შესაბამისად, სამედიცინო ასოციაციებისა და ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების ერთიანი ძალისხმევა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, დროულად მოხდეს დაავადების დროული იდენტიფიცირებისა და მისი ადეკვატური მართვისთვის.

„ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა - სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტეზიის პირისპირ ერთიანდება. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებისა და კომპანია „სერვიეს“ ერთობლივი ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა პროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში ჰიპერტენზიის ეფექტური მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებაა. პროექტმა სტარტი მემორანდუმის ხელმოწერით აიღო, რომელზეც ხელი მოაწერეს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმა და წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებმა. ეს არის დაპირება იმისა, რომ სამედიცინო საზოგადოება ერთად იზრუნებს ქვეყანაში ჰიპერტენზიის კონტროლის გაუმჯობესებაზე. თუ წნევის კონტროლის წლევანდელი მაჩვენებელია 17%, 2027 წლისთვის ის 50%-მდე აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს და ჰიპერტენზიით გამოწვეული გართულებები შემცირდეს.“ - პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაია ხეცურიანმა.

maia-xecuriani-1715250012.jpg

ჰიპერტენზია სიმსუქნესთან, შაქრიან დიაბეტთან და მაღალ ოლესტერინთან ერთად წარმოადგენს ისეთი დაავადებების განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს რისკ-ფაქტორს, როგორიცა: ინსულტი, გულის უკმარისობა, პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადებები და აშ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მაღალ არტერიულ წნევას, რომელიც თვეების, წლების განმავლობაში უკონტროლოდ ვითარდება, რასაც რა თქმა უნდა, ყურადღება სჭირდება. სწორედ ამ პრობლემისკენაა მიმართული კომპანია „სერვიეს“ და სრულიად სამედიცინო საზოგადოების ინიციატივა - “ბრძოლა მომავლისთვის 50/27” რაც მოაზრებს ქვეყანაში ჰიპერტენზიის კონტროლი გაუმჯობესებას. პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია და დიდი იმედი მაქვს, რომ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას,” - აღნიშნავს კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ფაღავა.

„როგორც ენდოკრინოლოგმა მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჰიპერტენზია, საკმაოდ მძიმე დაავადებაა. მსოფლიოში 2 მილიარდამდე ადამიანია დაავადებული ჰიპერტენზიით. შესაბამისად, დაავადების გამოვლენის დონის ამაღლება და ასევე პრევენციის გაზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ახალი ინიციატივის “ბრძოლა მომავლისთვის 50/27”-ის ჭრილში ხელი მოვაწერე მემორანდუმს, რაც 2027 წლისთვის საქართველოში ჰიპერტენზიის კონტროლის 17-დან 50 პროცენტამდე გაუმჯობესებას გულისხმობს. მჯერა, რომ 2027 წლისთვის უკეთესი შედეგები გვექნება და გაიზრდება საზოგადოების ცნობადობა დაავადების კუთხით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ დაავადებაზე კონტროლი,“ - აღნიშნავს ენდოკრინოლოგ-დიაბეტოლოგი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ ყურაშვილი.

boloshi-1715250119.jpg

მასშტაბურ კონფერენციას, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან (პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები, კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, ნევროლოგები) ერთად, დაესწრნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ზაზა ლომინაძე, საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, მედიის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

„მივესალმებით ყველა იმ ინიციატივას, რომლის მიზანიც დაავადების დროული დიაგნოსტიკა და პრევენციაა, რათა ადამიანები აღარ ავადდებოდნენ. ყურადსაღებია, როდესაც ეს ინიციატივა იკვეთება პროფესიონალებისა და სპეციალისტებისგან. ამ გზით, რა თქმა უნდა, შევძლებთ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინდიკატორები მუდმივად გაუმჯობესდეს და ამ ფონზე მუდმივად განვითარდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვა.“ - აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან მიმართულებად შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

R