4 წლის დათი ყაჯრიშვილს სასწრაფოდ სჭირდება მეორე დადებითი ჯგუფის სისხლი
სისხლის ჩაბარება იაშვილის სისხლის ბანკშია შესაძლებელი (ტრანსპლანტოლოგი თამარ კომლაძე).
"ვისაც სისხლის ჯგუფი გაქვთ მეორე/პირველი დადებითი გთხოვთ იაშვილში მიდით და სისხლი ჩააბარეთ რა. ჩემს შვილს ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ვინც გახდებით დონორი უთხარით, რომ ბავშვისთვის აბარებთ, სპეციალური დამუშავება სჭირდება მოზარდებისთვის" - წერს ბავშვის დედა თამარ ბუჩუკური.
სისხლის ბანკთან ყველა მსურველს ელოდება მამა - ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი. გთხოვთ, დავეხმაროთ პატარა დათის, ვისაც გაქვთ მეორე ჯგუფის სისხლი და აკმაყოფილებთ დონორობისთვის საჭირო პირობებს.