შემუშავებულია უნიკალური კრემი ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად
კვლევის შედეგები აღწერილია npj Regenerative Medicine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
პრეპარატი დაფუძნებულია სინთეზურ მელანინზე, რომელიც იმიტირებს მზის სხივების ზემოქმედებით კანში სინთეზირებულ ბუნებრივ პიგმენტს (ეს ფენომენი ცნობილია როგორც გარუჯვა). ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად კრემის გამოყენება შესაძლებელია ადგილობრივად, დაზიანებულ კანზე.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სინთეზურ მელანინს შეუძლია დაიცვას კანი მზის ზემოქმედებისგან და აღადგინოს ქიმიური და მზის დამწვრობის შედეგად დაზიანებული ქსოვილი. ამის მიღწევა შესაძლებელია დაზიანებულ კანში წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების რაოდენობის შემცირებით. თავისუფალი რადიკალები, ჩვეულებრივ, ასოცირდება უჯრედების დაზიანებასთან და კოლაგენის დაშლასთან, რაც, საბოლოოდ, იწვევს კანის კიბოს და დაბერებას.
სინთეზურ მელანინს შეუძლია მეტი თავისუფალი რადიკალის შთანთქმა ბუნებრივ მელანინთან შედარებით. გარდა ამისა, ახალი პრეპარატი ბიოთავსებადი, ბიოდეგრადირებადი, არატოქსიკური და გამჭვირვალეა კანზე გამოყენებისას. მოხმარების შემდეგ მელანინი ზედაპირზე რჩება და ქვედა ფენებში არ შეიწოვება.
ავტორები ვარაუდობენ, რომ მათი გამოგონება შეიძლება იყოს ეფექტური რადიაციული ზემოქმედებით კანის დამწვრობისა და სხივური თერაპიის გავლისას, კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.