ძაღლთან ერთად ბავშვობის გატარება მომავალში შიზოფრენიისგან გვიცავს
ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში PLOS One.
ამ სფეროში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისეთი სერიოზული ფსიქიკური დაავადებები, როგორიცაა შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა, შეიძლება გამოწვეული იყოს იმუნური სისტემის გარკვეულ დისფუნქციებში, რომლებიც წარმოიქმნება ადრეულ ასაკში და დაკავშირებულია გარემო პირობებთან. იმის გამო, რომ შინაური ცხოველები - ძაღლები და კატები - ხშირად პირველ გარემო ობიექტებს შორის არიან, რომლებთანაც ბავშვს აქვს მჭიდრო კონტაქტი, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ამ კონტაქტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მომავალში ფსიქიკური დაავადების რისკზე, განმარტა იოლკენმა.
- მეცნიერებმა გააანალიზეს ინფორმაცია 18-დან 65 წლამდე ასაკის 1300-ზე მეტ მამაკაცსა და ქალზე, რომელთაგან ზოგი შიზოფრენიით იყო დაავადებული, ზოგი ბიპოლარული აშლილობით, დანარჩენი კი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო. ყველა მათგანმა, სხვა საკითხებთან ერთად, უთხრეს მკვლევარებს, ჰყავდათ თუ არა სახლში კატები ან ძაღლები მათი ცხოვრების პირველი 12 წლის განმავლობაში და რამდენი წლის იყვნენ, როცა შინაური ცხოველები მოიყვანეს. თუ კატები და ძაღლები უკვე ცხოვრობდნენ სახლში, როდესაც კვლევის მონაწილე დაიბადა, ჩათვლილი იყო, რომ ისინი დაბადებიდანვე კონტაქტში იყვნენ ცხოველებთან.
შეგროვებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვობაში კატებთან ურთიერთობა არ ახდენს გავლენას მომავალში ფსიქიკური აშლილობის განვითარების რისკზე. იგივეს ვერ ვიტყვით ძაღლებზე - ადამიანებს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ ძაღლებთან 13 წლამდე, 24%-ით შემცირებული ჰქონდათ შემდგომში შიზოფრენიის დიაგნოზის რისკი. უფრო მეტიც, რაც უფრო ადრე დაიწყება კომუნიკაცია ძაღლთან, მით უკეთესი.
მაქსიმალური დამცავი ეფექტი შეინიშნება მაშინ, როდესაც ბავშვი დაბადებიდანვე ან სამ წლამდე იყო ძაღლთან შეხებაში.
ამავდროულად, ბავშვობაში ძაღლებთან ურთიერთობა არანაირად არ მოქმედებს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის ალბათობაზე.
„შეიძლება არსებობდეს რამდენიმე დამაჯერებელი ახსნა შიზოფრენიის დროს ძაღლების ზემოქმედების ამ დამცავი ეფექტის არსებობაზე. „შესაძლოა, არის რაღაც ძაღლების მიკრობიომში, რომელიც გადაეცემა ადამიანებს და ცვლის მათი იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, ან თრგუნავს გენეტიკურ მიდრეკილებას შიზოფრენიისადმი“, - თქვა იოლკენმა.