როგორ გვეხმარება ბადები სიცოცხლის გახანგრძლივებაში და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გვეხმარება ბადები სიცოცხლის გახანგრძლივებაში და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

ან ორგანიზმის ისეთი აუცილებელი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით შევსება, რასაც საკვებთან ერთად ვერ ვიღებთ.

ბადებს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ:

  • კვების კორექცია;

att-1713944257.f388Bbzh81S-8Yh8Q6zqIjIKrvP3cd3ZJ6Oy8uOXE6k.jpg

  • იმუნიტეტის გაძლიერება;

att-1713944353.RfMqeralKSmDUP3ycWxqC4ttLUULOmqrPBpKCd-VwsI.jpg

  • სხვადასხვა დაავადების პრევენცია, მათ შორის ქრონიკულის;

att-1713944383.SwZekL8pYD6WMpY-5kSSPaGZr-deh-n_rs6XRXgQuH0.jpg

  • კანის, თმისა და ფრჩხილების გაძლიერება და სხვა.

att-1713944421.zGfV-Q377taKJde17qmXcOnamQmzCqLF18sAPFbcO-8.jpg

არსებობს საკვები დანამატების სხვადასხვა კლასიფიკაცია და მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის ეფექტი და გამოყენების წესი ზედმიწევნით შევისწავლოთ. ამასთან, ამასთან, ბადების მიღებისას სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

ერთ-ერთი კლასიფიკაციის მიხედვით, ბადები დაყოფილია ჯგუფებად: ნუტრიცეპტიკები, ეუბიოტიკები და სამკურნალო მცენარეები:

  • ნუტრიცეპტიკები ბიოლოგიურად აქტიური დანამატებია, რომლებიც ავსებს ორგანიზმში სხვადასხვა ნუტრიენტების დეფიციტს, როგორიცაა ვიტამინები, მინერალები, მაკრო და მიკრო ელემენტები, ცილები, ამინომჟავები, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები და სხვა. საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი ნუტრიენტების უმრავლესობა ორგანიზმში არ სინთეზირდება და მიიღება საკვები პროდუქტებით. იმ შემთხვევაში, თუ გადატვირთული რეჟიმისა თუ სხვა მიზეზების გამო დაბალანსებულად კვებას ვერ ვახერხებთ, განვიცდით ნუტრიენტების დეფიციტს და აუცილებელი ხდება მათი საკვები დანამატის სახით შევსება.
  • ეუბიოტიკებს მიეკუთვნება საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავს პრობიოტიკებს ანუ სასარგებლო ბაქტერიებს. ისინი აღადგენენ კუჭ-ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას, აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობენ ვიტამინების მიკრო და მაკრო ელემენტების ათვისებას.
  • სამკურნალომცენარეებშიგაერთიანებულიავალერიანის, პასიფლორას, ჟენშენის, ნივრის, გრავიოლას, ალოეს, შტოშისადასხვამცენარეებისათუმათიკომპლექსებისსაკვებიდანამატები. ისინიუხსოვარიდროიდანგამოიყენებაროგორცდამამშვიდებელი, მატონიზირებელიდაზოგადგამაჯანსაღებელისაშუალებები.

გაზაფხულზე, როცა ორგანიზმი გამოფიტულია და სეზონური ვირუსებიც აქტიური, იმუნურ სისტემაზე ზრუნვა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე. საკვები დანამატები, რომელიც მის გაძლიერებაში დაგვეხმარება, არის: D ვიტამინი, C ვიტამინი, თუთია და სელენი. ისინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ამცირებს გართულებების რისკს.