დღის ძილი სასარგებლოა ხანდაზმული ადამიანებისთვის
ამ დასკვნამდე მივიდნენ ჩინეთის რამდენიმე სამედიცინო და სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლები, რომელთა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში General Psychiatry.
მკვლევარებმა გააანალიზეს 60 წელზე მეტი ასაკის იმ 2000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩინეთის დიდ ქალაქებში, როგორიცაა პეკინი და შანხაი. მათგან ათას ხუთასზე მეტს რეგულარულად ეძინა დღის განმავლობაში, დანარჩენებს კი - არა. ყველა ხანდაზმულმა გაიარა კოგნიტური ფუნქციის სტანდარტიზებული ტესტირება, მათ შორის დემენციის ნიშნების ტესტები.
აღმოჩნდა, რომ იმ მონაწილეებმა, რომლებიც რეგულარულად იძინებდნენ, აჩვენეს მნიშვნელოვნად მაღალი შედეგები, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სივრცითი ორიენტაციის, სამუშაო მეხსიერების და ვერბალური გამართულობის ტესტებში.
- მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დღის განმავლობაში ძილი ხელს უწყობს ორგანიზმში ქრონიკული ანთების დონის შემცირებას, რაც დადებითად მოქმედებს კოგნიტურ შესაძლებლობებზე.