რას აცხადებენ სუს-ში ერთ-ერთ სკოლაში ბომბის და იარაღის აღმოჩენის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით?
იარაღი ან ბომბი იქნა აღმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს.
“ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”. "ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც განაცხადეს, რომ "შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან" და "აუცილებლად მოხდება რეაგირება".
ცნობისთვის, ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. ამ დროისთვის აღნიშნული არხი წაშლილია.