შეიქმნა ლოლიპოპი პირის ღრუს კიბოს შესამოწმებლად
შეიძლება გააუმჯობესოს პირის ღრუს კიბოს დიაგნოსტიკა.
ამის შესახებ Daily Mail იუწყება. ლოლიპოპის საფუძველია წყალი და პოლიმერი, რომელიც შედგება დიდი ქიმიური მოლეკულებისგან. ნერწყვის ცილები, მათ შორის კიბოსთან დაკავშირებული პროტეინები, ხვდება უფრო დიდ მოლეკულებს შორის.
შემდეგ გელს შლიან სითხეში ულტრაიისფერი შუქის გამოყენებით და მასში შემავალი ცილების ანალიზი ხდება. ექიმები განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან ინტერლეიკინ-6-ის გამოვლენით, ცილა, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება იმუნური სისტემის მიერ ინფექციის ან ანთების საპასუხოდ, მაგრამ ასევე გამოიყოფა კიბოს უჯრედების მიერ.
მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა, რომ ნერწყვში ინტერლეიკინ-6-ის არსებობა მიუთითებს პირის ღრუს კიბოს შესახებ.
- ამჟამად პირის ღრუს კიბოს მკურნალობა რთულია და პაციენტებს გამოჯანმრთელების მცირე შანსი აქვთ, რაც ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ ის გვიან გამოვლინდება.
ახალ ტესტს წუთები სჭირდება და არ საჭიროებს საავადმყოფოში ვიზიტს, ჩვეულებრივ გამოყენებული ბიოფსიისგან განსხვავებით, რომელსაც შეიძლება ექვს კვირამდე დასჭირდეს.