რა ხდება ცნობილი სკოლებთან დაკავშირებული ტერორისტული მუქარის შესახებ
იგეგმება თავდასხმა.
ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე რუსულ ენაზე ვრცელდება.
„ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”.
"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც, სადაც განაცხადეს, რომ "შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან" და მოხდება რეაგირება.
ზოგიერთი სკოლისა და რესურცენტრის ხელმძღვანელობებმა შიდა ჯგუფებში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სიფრთხილის მაქსიმალური ზომები უნდა იქნას მიღებული, სიტუაციაში გარკვევამდე კი შესაძლოა დროებით სასწავლო პროცესიც შეაჩერონ.