წელის ტკივილის მოულოდნელი მიზეზები
ტკივილის სინდრომი შეიძლება იყოს ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადების ან შინაგანი ორგანოების პათოლოგიის შედეგი, რომელთა არსებობა მხოლოდ კვალიფიციურ ექიმს შეუძლია განსაზღვროს.
დისკომფორტის ყველაზე გავრცელებული მიზეზები წელის არეში არის:
- თანდაყოლილი ანომალიები;
- დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები (კიფოზი, სქოლიოზი, ლორდოზი ან ბრტყელი ზურგის სინდრომი),
- დაზიანებები (ხერხემლის სვეტის დაჟეჟილობა, კომპრესიული მოტეხილობა);
- ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
- ნერვული ღეროებისა და ფესვების მეორეული დაზიანება პათოლოგიური პროცესის ან ინფექციების გამო (ოსტეომიელიტი, ეპიდურული აბსცესი, ადგილობრივი ანთება). ტკივილი წელის არეში შეიძლება იყოს მწვავე ან გახანგრძლივებული, გავრცელდეს ფეხის, ბარძაყის სახსრის, დუნდულოების ან საზარდულის არეში და იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი.
რაიმე უსიამოვნო შეგრძნებისას, უნდა მიმართოთ ექიმს.
როგორ გავუმკლავდეთ?
დაავადების მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებლების მიღებას, ფიზიოთერაპიას და ვარჯიშების კომპლექტის შესრულებას ზურგის კუნთების გასაძლიერებლად. მასაჟი და მანუალური თერაპია ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და კუნთების ბლოკადის მოხსნას, უკიდურეს შემთხვევაში კი შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა.
კატეგორიულად არ არის რეკომენდებული თვითმკურნალობა გამახურებელი მალამოების გამოყენებით და მედიკამენტების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე - ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის გართულებები.