სტატიის წარმდგენია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტატიის წარმდგენია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები

მაგრამ სისხლში გლუკოზის დონე 3,9 მმოლ/ლ ან ნაკლები - ეს ჰიპოგლიკემიაა! თუმცა ზოგჯერ ბავშვებში ჰიპოგლიკემია მაშინაც ვითარდება, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე 4-4,5 მმოლ/ლ-ია. ამ დროს ხდება მაღალი მაჩვენებლების სწრაფი დაქვეითება ნორმალურ მაჩვენებლამდე,რასაც ორგანიზმი ჰიპოგლიკემიად აღიქვამს, მაგ: 20,0 მმოლ/ლ დან 10,0 მმოლ/ლ-მდე.ამას ეწოდება ცრუ ჰიპოგლიკემია.

  • რის გამო ვითარდება ჰიპოგლიკემია?

სისხლში გლუკოზის შემცირებას იწვევს შემდეგი მიზეზები:

  • კვების გამოტოვება ან ნახშირწყლების არასათანადო რაოდენობით მიღება;
  • ინსულინის დიდი დოზით შეყვანა;
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
  • ინტოქსიკაცია,მიმდინარე ღებინებითა და დიარეით;
  • ალკოჰოლური სასმლის მიღება პუბერტულ ასაკში;

თუ ჰიპოგლიკემიის მიზეზების შეფასებისას არ არის აშკარა მიზეზი და იგი კვლავ მეორდება ინსულინის იგივე დოზაზე, ეს მიგვითითებს ინსულინზე მოთხოვნის შემცირებაზე.

ჰიპოგლიკემიის ნიშნები

ჰიპოგლიკემია,როგორც წესი,ვითარდება სწრაფად.არსებობს მსუბუქი და მძიმე ჰიპოგლიკემია.მსუბუქი ჰიპოგლიკემიის ტიპიური სიმპტომებია:

  • შიმშილის გრძნობა;
  • გულისცემის აჩქარება;
  • კანკალი;
  • კანის სიფერმკრთალე;
  • ოფლიანობა;
  • შიშის შეგრძნება;
  • ფორიაქი;
  • სისუსტე;
  • თავბრუსხვევა,თავის ტკივილი;
  • აგრესიულობა.

ყველა ადამიანი განსხვავებულად გრძნობს ჰიპოგლიკემიას,ამიტომ არ არსებობს ერთი უნივერსალური სიმპტომი,რომელიც მიგვითითებს ჰიპოგლიკემიაზე,თუმცა ზემოთ მოყვანილი ნიშნები ყველაზე დამახასიათებელია.თითქოს უტყუარი სიმპტომი-შიმშილის შეგრძნება, შეიძლება ახლდეს სისხლში გლუკოზის არა მხოლოდ დაბალ,არამედ მაღალ მაჩვენებლებსაც.ზემოთ მოცემული ნიშნებიდან სულ მცირე სამის არსებობისას აუცილებლად უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის დონის შემოწმება გლუკომეტრის ან სხვა საშუალებით,რაც დანამდვილებით დაადასტურებს ჰიპოგლიკემიას.

ბავშვებში ძილის დროს ჰიპოგლიკემიაზე მიუთითებს ჭარბი ოფლიანობა ცივი ოფლით,სუნთქვის დროს კვნესა,კუნთების კრთომა და სხვა. პატარა ბავშვებში ჰიპოგლიკემია შეიძლება გამოვლინდეს განსხვავებულად: ბავშვი ჭირვეულობს ან პირიქით,უჩვეულოდ წყნარია,თითქოს გამოფიტულია,შეიძლება დაიძინოს მისთვის უჩვეულო დროსა და გარემოში.არცთუ იშვიათად შიმშილის შეგრძნების მაგივრად ბავშვი უარს ამბობს წყლის და საკვების,მათ შორის ტკბილეულის მიღებაზე. მცირე ასაკის ბავშვის ნებისმიერი უჩვეულო ქცევის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ გაზომოთ სისხლში გლუკოზა!

glukometri-1713344434.jpg

რა უნდა გაკეთდეს ჰიპოგლიკემიის დროს?

თუ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ვითარდება თამაშისას,გაკვეთილზე ან ფიზიკური დატვირთვის დროს,არ მოითმინოთ იმ იმედით,რომ ყველაფერი თავისით ალაგდება.ჰიპოგლიკემიის დასადგენად გაიზომეთ გლუკოზა,დადგენის შემთხვევაში მაშინვე მიიღეთ ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები (მაგ.4-5 ნატეხი შაქარი ან გლუკოზის აბები,ან 1 ჭიქა ტკბილი წვენი ან ჩაი) .რამდენიმე წუთში გლუკოზა მოვა ნორმაში და ჰიპოგლიკემიის ნიშნებიც გაივლის.ადამიანი,რომელიც იმყოფება ინსულინთერაპიაზე,აუცილებლად უნდა ატარებდეს ადვილად შეთვისებად ნახშირწყლებს და არა შაქრის შემცვლელებზე დამზადებულ ტკბილეულს,რადგან ეს უკანასკნელი ჰიპოგლიკემიას არ მოგიხსნით!

ჰიპოგლიკემიის დროს არაა მიზანშეწონილი მიიღოთ შოკოლადი,ორცხობილა,ნაყინი,ვაშლი,ჰამბურგერი,რძე ან კეფირი.ამ პროდუქტებს შეწოვისთვის 20-30 წთ სჭირდებათ!

თუ ჰიპოგლიკემიის პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე არ მოხდა მისი კუპირება,შეიძლება განვითარდეს მძიმე ჰიპოგლიკემია.ამ შემთხვევაში ადამიანი დამოუკიდებლად ვეღარ შეძლებს თავისი მდგომარეობის გაკონტროლებას და გვერდით მყოფთა დახმარება დასჭირდება.

გახსოვდეთ,დიაბეტიანი ბავშვის ოჯახის წევრებმა,ახლობლებმა,კლასელებმა,მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ მძიმე ჰიპოგლიკემიის გამოცნობა და მართვა! მასწავლებელი გაფრთხილებული უნდა იყოს ბავშვის მდგომარეობის შესახებ, რათა არ დაუშალოს კვება ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში.

მძიმე ჰიპოგლიკემიის სიმპტომებია:

  • გონების დაბინდვა;
  • მკვეთრი სიფერმკრთალე;
  • მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
  • მეტყველების დარღვევა;
  • გონების დაკარგვა;
  • ჰიპოგლიკემიური კომა.

მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარება ძალიან საშიშია მაგრამ უნდა ისწავლოთ მისი მართვა!

თუ ჰიპოგლიკემიისას ცნობიერება შენახულია,აუცილებლად უნდა მივცეთ ტკბილი სითხე (შაქრიანი წყალი) ,შემდეგ საკვები.თუ ბავშვი არ არის გონებაზე,არ შეიძლება სითხის ან საკვების მიწოდება,რადგან საკვები შეიძლება სასუნთქ გზებში მოხვდეს.

როგორ მოვიქცეთ? ბინის პირობებში ჰიპოგლიკემიის მძიმე ფორმების კუპირებისთვის არსებობს სპეციალური პრეპარატი- გლუკაგონი.გლუკაგონი არის ინსულინის საწინააღმდეგო ჰორმონი,რომელიც გამოიყოფა პანკრეასის მიერ მაშინ,როცა სისხლში გლუკოზის დონე იკლებს. ემოციური ან ფიზიკური სტრესის დროს აღნიშნული ჰორმონი ათავისუფლებს გლიკოგენს ღვიძლიდან,რაც იწვევს სისხლში გლუკოზის დონის ზრდას.

ჰიპოგლიკემიური ეპიზოდის დროს გლუკოზის გამოყოფის გასაძლიერებლად ორგანიზმში არსებული გლუკაგონი არ არის საკმარისი,საჭირო ხდება გლუკაგონის პრეპარატების გამოყენება ანუ გარედან მიწოდება,რათა გააქტიურდეს გლუკოზის გამოყოფა ღვიძლში არსებული გლიკოგენის მარაგიდან.

მიუხედავად იმისა,რომ მძიმე ჰიპოგლიკემიის დროს სიცოცხლისთვის აუცილებელია გლუკაგონის შეყვანა, იგი ამცირებს ორგანიზმში გლიკოგენის რეზერვებს და შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ჰიპოგლიკემია,თუ სწრაფად არ ჩანაცვლდება ნახშირწყლების მიღებით პერორალურად,როგორც კი ეს იქნება უსაფრთხო.

გლუკაგონის კანქვეშ ან კუნთში შეყვანა იწვევს ღვიძლში გლიკოგენის დაშლას.რასაც სისხლში გლუკოზის სწრაფი გადმოსროლა (რამდენიმე წუთში ) და ჰიპოგლიკემიის შეჩერება მოჰყვება.თუ ბავშვი გლუკაგონის ინექციის შემდეგაც არ მოდის გონებაზე,აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.ჰიპოგლიკემიური კომის მკურნალობა ხდება გლუკოზის ხსნარის ინტრავენური შეყვანით.საქართველოში არსებობს გლუკაგონის პრეპარატების სხვადასხვა ვარიანტები,მაგ : სპრეის სახით,მზა კალმის სახით და ა.შ

  • გლუკაგონის პრეპარატების შეყვანის შემდეგ პაციენტი აუცილებლად უნდა დავაწვინოთ გვერდზე,რადგან გლუკაგონმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება.
  • თუ 15 წუთის შემდეგ დადებითი პასუხი არ არის,უნდა გაკეთდეს მეორე დოზა.
  • მას შემდეგ,რაც პაციენტს დაუბრუნდება ცნობიერება და შეძლებს უსაფრთხოდ ყლაპვას,უნდა მიიღოს საკვები ან სასმელი,რომელიც შეიცავს 15-30 გრამ ნახშირწყალს, მანამ სანამ სისხლში გლუკოზის დონე არ დაუბრუნდება უსაფრთხო დიაპაზონს.

როგორ მოვახდინოთ ინსულინის დოზის კორექცია ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში?

ინსულინის დოზის კორექცია ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ჰიპოგლიკემია გამოწვეულია ინსულინის ჭარბი დოზით.ამის დასადგენად აუცილებელია ჰიპოგლიკემიის წარმოშობის მიზეზების გაანალიზება.თუ ჰიპოგლიკემია გამოწვეული იყო კვების რეჟიმის დარღვევით ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვით,აღარ გაიმეოროთ ისინი,მაგრამ ინსულინის დოზა არ შეცვალოთ! თუ გამოკვეთილი მიზეზი არ არსებობს და მეორე დღეს ისევ განმეორდა ჰიპოგლიკემია,ინსულინის დოზა უნდა შემცირდეს 10%-ით.მცირდება ინსულინის მხოლოდ ის დოზა,რომლის მოქმედების პერიოდშიც განვითარდა ჰიპოგლიკემია.

ამ რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ გადავხედოთ შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის კრიტერიუმებს.

შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის კრიტერიუმები ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.

კარგი თვითშეგრძნება სულაც არ ნიშნავს,რომ სისხლში გლუკოზა ნორმაშია.მხოლოდ შემდეგი მაჩვენებლები მიუთითებენ ნახშირწყლოვანი ცვლის კომპენსაციაზე.მათ შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის კრიტერიუმები ეწოდებათ.

ცხრილი N:1 შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის კრიტერიუმები ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.

0-6 წ

6-12 წ

13-19 წ

გლიკემია უზმოზე ან კვების წინ

100-180 მგ/დლ

90-180 მგ/დლ

90-130 მგ/დლ

გლიკემია კვების შემდეგ

90-180 მგ/დლ

გლიკემია ძილის წინ და ღამით

110-200 მგ/დლ

100-180მგ/დლ

90-180 მგ/დლ

HBA,C

>7,5% მაგრამ <8,5%

< 8 %

< 7,5 %

არსებობს გარკვეული განსხვავება ნახშირწყლოვანი ცვლის სამიზნე მაჩვენებლებს შორის ასაკის მიხედვით.

მიაქციეთ ყურადღება,რომ რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი,მით უფრო მეტია გლუკოზის დასაშვები დონე ძილის წინ. ღამით გლიკემია <65 მგ/დლ (3,6 მმოლ/ლ) განიხილება როგორც ჰიპოგლიკემია და აუცილებლად საჭიროებს 1-2 პ.ე მიღებას.

მოზარდებისთვის კომპენსაციის კრიტერიუმები უფრო მკაცრია,რაც განპირობებულია ამ ასაკში ს/ს ორგანოთა დაზიანების მომატებული რისკით.მცირე ასაკის ბავშვებისათვის კი,განსაზღვრულია გლიკოჰემოგლობინის არამხოლოდ ზედა,არამედ ქვედა ზღვარიც - >7,5%. საქმე იმაშია,რომ თუ ამ ასაკის ბავშვებში შევეცდებით იდეალური გლიკემიის მიღწევას და მის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად,გარდაუვალია ხშირი ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა,რაც სულაც არ არის უვნებელი ბავშვის განვითარებადი ნერვული სისტემისათვის,მისი თავის ტვინისათვის.აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება,ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები,ჭირვეულობა,პრობლემები სწავლისას.

დროთა განმავლობაში შეიძლება ჩამოყალიბდეს ჰიპოგლიკემიების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება,როცა ბავშვი ვეღარ გრძნობს გამოხატულ ჰიპოგლიკემიას.აღნიშნულს აუცილებლად მოჰყვება გლიკემიის მაღალი ციფრები,რომელიც ნაკლებად ემორჩილება ინსულინის დამატებით ინექციებს.ასეთი სიტუაციები არცთუ ისე იშვიათია და მათი გამოსწორება დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.

ისწავლეთ დიაბეტი,რათა შეძლოთ მისი სწორად მართვა!