მსახიობ ვანო იანტბელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება
ვანო იანტბელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება - ის ახლა სახლშია და მკურნალობის კურსს გადის.
დაახლოებით ორი თვის წინ კი, სამტრედიაში იყო ღონისძიებაზე, როდესაც მოულოდნელად გონება დაკარგა. სცენაზე გასვლის წინ, უეცრად დაეცა. ქუთაისში გადაიყვანეს და აღმოაჩნდა მენინგიომა. შემდეგ კი თბილისში გაუკეთდა ოპერაცია ამ დიაგნოზის გამო.
მანამდე არასოდეს უთქვამს, რამე თუ აწუხებდა. ახლა სახლში გადის რეაბილიტაციას. ექიმების პროგნოზით, მალე სრულიად გამოჯანმრთელდება და აღდგება მისი ორგანიზმი.