CT/კტ კვლევა - როდის არის საჭირო მისი ჩატარება და რა უნდა ვიცოდეთ
მრავალი სხვადასხვა მიმართულებით გატყორცნილი სხივების საშუალებით კომპიუტერული ტომოგრაფი გვაძლევს სამ განზომილებიან გამოსახულებას, რისი მეშვეობითაც ვიზუალიზაცია გამარტივებულია და დიაგნოსტიკა უფრო მაღალი სიზუსტით არის შესაძლებელი.
ექიმმა კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ) სხვადასხვა მიზნით შეიძლება დაგინიშნოთ:
- კუნთებისა და ძვლების პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის (მაგალითად, ძვლის სიმსივნის ან მოტეხილობის);
- სიმსივნის, ინფექციის ან თრომბის მდებარეობის და გავრცელების დასადგენად;
- ისეთი პროცედურების დაგეგმვისთვის, როგორიც არის ქირურგია, ბიოფსია და სხივური თერაპია;
- ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მიმდინარეობის კონტროლისთვის, როგორიცაა კიბო, გულის დაავადება, ფილტვის კვანძები და ღვიძლის სიმსივნე;
- მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის (მაგ. კიბოს მკურნალობისას) და შინაგანი ორგანოების დაზიანებების მაღალი რეზოლუციით ვიზუალიზაციისთვის.
რა რისკები უკავშირდება კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT/კტ)?
რადიაციული გამოსხივება
CT/კტ - კვლევის დროს პაციენტს იონურ გამოსხივებასთან უწევს კონტაქტი, რადიაციის ეს მცირე რაოდენობა სამომავლოდ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა დიდი დოზით მიღება არ არის რეკომენდებული. ზოგადად, CT/კტ - კვლევის დროს გამოყენებული რადიაციის დოზა შედარებით უფრო დიდია, ვიდრე რენტგენის გადაღების დროს, თუმცა სწორედ ეს შედარებით დიდი დოზა განაპირობებს იმას, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია ბევრადუფროდეტალურშედეგებსიძლევა.
საერთო ჯამში, CT/კტ - კვლევისგან მიღებული სარგებელი აღემატება მასთან დაკავშირებულ მცირე პოტენციურ რისკს. ექიმები, როგორც წესი, რადიაციას იყენებენ მაქსიმალურად მცირე დოზით საჭირო სამედიცინო ინფორმაციის მისაღებად. ასევე, რაც უფრო ახალი და სწრაფია ტომოგრაფი, მით უფრო მცირე დოზით იყენებს რადიაციას, ძველ აპარატთან შედარებით.
„ავერსის კლინიკაში“ არსებული Canon – Aquilion One/Genesis კიუახლესიმოდელის, 640-შრიანიკომპიუტერულიტომოგრაფია. იგიხელოვნურიინტელექტითაააღჭურვილი, რისგამოცახასიათებს:
- 80%-ით შემცირებული დასხივება;
- კვლევის შემცირებული ხანგრძლივობა (რამდენიმე წამი სჭირდება კვლევისთვის);
- უმაღლესი ხარისხის გამოსახულება 0.5 მმ სიზუსტით.
კომპიუტერული ტომოგრაფის (CT/კტ) სხვა ბენეფიტები:
- ჭარბწონიანი პაციენტების გამოკვლევის საშუალება;
- მეტალის იმპლანტის არტეფაქტების მოხსნის ფუნქცია;
- გულის მკვებავი სისხლძარღვების, კორონარების შევიწროვების (სტენოზის) ხარისხის და ათეროსკლეროზული ფოლაქების შეფასება - კტ კორონაროგრაფია.
საფრთხე ორსულთათვის
პაციენტის ორსულობის შესახებ ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ორსულობისას კომპიუტერული ტომოგრაფია არ არის რეკომენდებული. ორსულისთვის ექიმმა შესაძლოა, სხვაგვარი კვლევის ჩატარება მიიჩნიოს უმჯობესად, მაგალითად, ულტრაბგერითი ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, რათა ნაყოფის დასხივებას აარიდოს თავი.
რეაქცია კონტრასტზე
ზოგიერთი შემთხვევების დროს ექიმმა, შესაძლოა, სპეციალური ნივთიერების - კონტრასტის გამოყენების რეკომენდაცია მოგცეთ. კონტრასტი წარმოადგენს ნივთიერებას, რომელსაც ან ხსნარის (სითხის) სახით დალევთ ან თქვენს ორგანიზმში შეიყვანენ ინტრავენურად კვლევის პროცესში.
კონტრასტზე რეაქციების უმრავლესობა მეტწილად სუსტია და გამონაყარით ან ქავილით გამოიხატება. იშვიათ შემთხვევებში კი შესაძლოა სერიოზული ალერგია (ანაფილაქსია) გამოიწვიოს. ამიტომ, ექიმს აუცილებლად უნდა უთხრათ თუკი ოდესმე ალერგიული რეაქცია გქონიათ, კონტრასტზე ან იოდის შემცველ საშუალებებზე.
დეტალური უპირატესობები, რომლებიც „ავერსის კლინიკის“ კომპიუტერულ ტომოგრაფებს ახასიათებთ:
- გვაძლევენ საუკეთესო გამოსახულებას დაბალი გამოსხივებით კვლევის ჩატარების დროს, რაც მეტად სასარგებლოა იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც სხვადასხვა დაავადებების დროს უწევთ რუტინულად კტ კვლევების ჩატარება;
- კტ-ანგიოგრაფიის ჩატარების შესაძლებლობა - მცირე კალიბრის სისხლძარღვების შესაფასებლად;
- ხელოვნური ინტელექტი - პაციენტის მონაცემების შეყვანის შემდეგ (ასაკი, წონა, სქესი) აპარატი თვითონ არჩევს გადაღების რეჟიმს და იძლევა პაციენტის ნაკლები დასხივებით მაღალი ხარისხის ინფორმაციას, რაც რადიოლოგს შესაძლებლობას აძლევს მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირება შეძლოს;
- თავის ტვინის, ღვიძლის, ფილტვების პერფუზიის უმოკლეს დროში ჩატარების შესაძლებლობა;
- Semar პროგრამის დახმარებით ლითონის არტეფაქტების მოხსნა და იმპლანტების მდგომარეობის შეფასებაა შესაძლებელი;
- აპარატები შექმნილია მაღალი ხარისხის გამოსახულების მისაღებად, შესაძლებელია 0.5მმ-იანი ჭრილების სიზუსტით გამოკვლევა;
- ჭარბწონიანი პაციენტების კვლევის შესაძლებლობა (დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც და ამ შემთხვევაში სასურველია კვლევამდე პაციენტი მოვიდეს კლინიკაში);
- განიერი და მოკლე გვირაბი - რაც მეტად კომფორტულია კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის.
R