რა განსხვავებაა კტ (CT) და მრტ (MRI) კვლევებს შორის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა განსხვავებაა კტ (CT) და მრტ (MRI) კვლევებს შორის?

რა არის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ)?

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ), სხეულის სხვადასხვა ნაწილის განივი ჭრილის გამოსახულების მისაღებად რენტგენის სხივებს იყენებს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT/კტ), როგორც კვლევის მეთოდს იყენებენ შემდეგი ჩვენებების შემთხვევაში:

  • ანთებითი და ინფექციური დაავადებების დასადგენად
  • სისხლძარღვში თრომბის ლოკალიზაციის და გავრცელების შესაფასებლად
  • ოპერაციის, ბიოფსიის, რადიაციული თერაპიის დაგეგმარებისთვის
  • სიმსივნური დაავადების მკურნალობისას მონიტორინგის მიზნით

კომპიუტერულიტომოგრაფისმეშვეობითმიღებულიგამოსახულებისინტერპრეტაციაექიმსაწვდისდიაგნოზისდასასმელადდამკურნალობისდასაგეგმადსაჭიროდეტალურინფორმაციას. რიგშემთხვევებში კომპიუტერული ტომოგრაფია CT/კტ, კვლევის მიზნით დაგეგმილი ოპერაციების თავიდან აცილების შესაძლებლობასაც იძლევა. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია CT/კტ, მაიონიზებელ გამოსხივებასთან კონტაქტის გარკვეულ საფრთხეს ქმნის, რაც შესაძლოა ზრდიდეს სიმსივნის განვითარების ალბათობას სიცოცხლის განმავლობაში, ამიტომ აუცილებელია, რომ კვლევა ჩატარდეს პროფესიონალის მიერ და ტომოგრაფი გამოყენებულ იქნეს სათანადოდ, ყველა წესის დაცვით! გასათვალისწინებელია, რომ იმ უახლეს ტომოგრაფებს, რომლებითაც "ავერსის კლინიკა" არის აღჭურვილი, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, აქვს 80%-ით შემცირებული დასხივება.

ეს ფაქტორი განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ბავშვებში, რადგან ისინი მეტად მოწყვლადნი არიან რადიაციული ეფექტების მიმართ.

რა არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა)?

თანამედროვე მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა) პრაქტიკულად ყველა ორგანოს კვლევის დროს გამოიყენება, გარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ფილტვებისა, თუმცა ფილტვების მრტ კვლევასაც მიმართავენ საჭიროებისამებრ, რიგ შემთხვევებში.

რა განსხვავებაა 1.5 და 3 ტესლა სიმძლავირის მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფებს შორის?

როდესაც საქმე ეხება ზოგად გამოსახულებას (არა დეტალურს) 1.5 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი (MRI/მრტ) საუკეთესოა, ხოლო მაშინ როდესაც საქმე ეხება მცირე სტრუქტურებსა და დეტალურ სურათს (მაგ. თავის ტვინი, თვალი, ყური, მცირე სახსრები) - 3 ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი (MRI/მრტ) იდეალური სადიაგნოსტიკო საშუალებაა.

პაციენტის უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის აუცილებელია კვლევა დანიშნოს პროფესიონალმა და მანვე გადაწყვიტოს თუ რომელი სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ/MRI) კვლევაა მიზანშეწონილი პაციენტისთვის!

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ/MRI) ერთ-ერთი სახეა ფუნქციური მრტ, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას ტვინის სხვადასხვა უბნის სისხლის მიმოქცევის შესახებ. მისი მეშვეობით ასევე ფასდება თავის ტრავმისა და სხვა პათოლოგიების, მაგალითად ალცჰაიმერის დაავადების შედეგად განვითარებული დაზიანება.

  • მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი (მრტ/MRI), კომპიუტერული ტომოგრაფისგან (კტ/CT) განსხვავებითქსოვილთატიპებსშორისუფროზუსტგანსხვავებასგვიჩვენებს.
  • მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ/MRI), , კომპიუტერული ტომოგრაფიისგან (კტ/CT) განსხვავებითარიყენებსპოტენციურადმავნემაიონიზებელგამოსხივებას, რაცამმეთოდსუდიდესუპირატესობასანიჭებს. გვერდითიეფექტებიძალიანიშვიათია.
  • თუმცა მრტ-ს შემთხვევაში ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტები კლაუსტროფობიის (დახურული სივრცის შიში) გამო თავს არიდებენ კვლევას. "ავერსის კლინიკაში" არსებული მსოფლიო სტანდარტის, 1.5 და 3.0 ტესლა სიმძლავრის აპარატები კი საშუალებას გვაძლევენ პაციენტს შემცირებული კვლევის ხანგრძლივობასთან ერთად, მეტი კომფორტი შევუქმნათ - პაციენტს საშუალება აქვს კვლევის პროცესში, სპეციალურ მონიტორზე უყუროს მისთვის სასურველ ვიდეოს და მოუსმინოს მუსიკას - ეს ფუნქცია სტატისტიკურად 70%-ით ამცირებს კლაუსტროფობიას, 80%-ით კი ანესთეზიის გამოყენების საჭიროებას.

კვლევის პროცესი

  • ორივე კვლევის შემთხვევაში პაციენტი წვება მოძრავ საწოლზე, რომელიც მრგვალი ღიობისკენ მოძრაობს.
  • მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არ იმოძრაოს ზედმეტად, რათა გამოსახულება იყოს სუფთა და ზუსტი.
  • მრტ კვლევა, კტ კვლევისგან განსხვავებით შედარებით ხმაურიანია, ამიტომ პაციენტს უკეთდება ყურსასმენები და აპარატში არსებული ეკრანის საშუალებით, აქვს შესაძლებლობა უყუროს სასურველ ვიდეოს ან ფილმს.

შეჯამება

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ კვლევა) და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა) კვლევის მეთოდებია, მათ აქვთ მსგავსი გამოყენება, მაგრამ აქვთ გამოსახულების მიღების სხვადასხვა ტექნიკა. კომპიუტერული ტომოგრაფი იყენებს რენტგენის სხივებს, ხოლო მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი - მაგნიტებსა და რადიოტალღებს.

კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ კვლევა) უკეთესია დიდი უბნებისთვის, ხოლო მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (MRI/მრტ კვლევა) გვაძლევს შესამოწმებელი ქსოვილის უკეთეს, მაღალი გარჩევადობით სურათს. ორივეს აქვს რისკი, მაგრამ საბოლოო ჯამში უსაფრთხო პროცედურებად მიიჩნევა და უალტერნატივოა დიაგნოსტიკური მიზნებიდან გამომდინარე. დაიმახსოვრეთ, რომ კვლევის მეთოდი აუცილებლად ექიმის მიერ უნდა იქნეს შერჩეული!

R