როგორ ვუმკურნალოთ ლიმფომას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვუმკურნალოთ ლიმფომას

ეს არის სისხლწარმომქმნელი ქსოვილების ავთვისებიანი დაავადება, რომელიც მოიცავს ლიმფურ სისტემასა და ძვლის ტვინს. დაავადება, როგორც წესი, იწყება ლიმფური კვანძების დაზიანებით, პირველადი სიმპტომი კი ლიმფური კვანძების გადიდებაა.

,,ნიუ ჰოსპიტალსის“ ჰემატოლოგი, ონკოლოგი, აიდა გოზალოვა დეტალურად გვესაუბრება დაავადების გავრცელების რისკებსა და მკურნალობის გზებზე.

unknown-1712734539.jpg

რა ტიპის დაავადებაა ლიმფომა?

ლიმფომა იყოფა ორ ჯგუფად - აგრესიულებად ანუ ჰოჯკინებად და არააგრესიულებად ანუ - არაჰოჯკინებად. არაჰოჯკინებში ბევრი სხვადასხვა ტიპის ლიმფომა გვხვდება.

აგრესიული ლიმფომა სწრაფად ვითარდება, სიმპტომებიც უფრო აგრესიულად არის გამოხატული და განკურნებაც ბევრად რთულია. ასევე მაღალია რეციდივის რისკი.

ვინ არიან დაავადების რისკჯგუფებში?

ჰოჯკინის ჯგუფის ლიმფომა გვხვდება ორ ასაკობრივ კატეგორიაში: ახალგაზრდებში, დაახლოებით 20 წლამდე ადამიანებსა და 50 წელს ზემოთ პაციენტებში.

არაჰოჯკინის ლიმფომა კი ძირითადად გვხვდება 40 წელს ზემოთ ადამიანებში.

როგორია პირველადი სიმპტომები?

დაავადების პირველი ნიშანი იღლიის, კისრის ან საზარდულის მიდამოში ლიმფური კვანძების გადიდებაა, თუმცა ეს სიმპტომები ავტომატურად ლიმფომას არ ნიშნავს. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს ყელის და ყურის ანთებას ან სხვა ინფექციურ დაავადებებსაც.

ლიმფომის დროს, ლიმფური კვანძების გადიდების პარალელურად, გვაქვს სხვა სიმპტომებიც: ოფლიანობა, ტემპერატურის მატება, ქავილი, წონის კლება, ხველა, გადაადგილების შეზღუდვა. სიმპტომები იმის მიხედვით ვითარდება, თუ რომელ ზონაშია ლიმფური ჯირკვლები დაზიანებული.

შესაძლებელია თუ ლიმფომის პრევენცია?

სამწუხაროდ, ლიმფომის პრევენცია შეუძლებელია.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება ნიუ ჰოსპიტალში?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ადგილზევეა შესაძლებელი სხვადასხვა საჭირო კვლევის ჩატარება. პირველ რიგში კეთდება ლიმფური კვანძის ბიოფსია და მორფოლოგიური კვლევა. ამ გზით ვადგენთ აგრესიული ლიმფომაა თუ არააგრესიული. თუ არააგრესიულია, ინიშნება გამოკვლევები დაავადების ტიპის დასადგენად.

იკურნება თუ არა ლიმფომა?

დიახ, ნებისმიერი ტიპის ლიმფომა განკურნებადია თუ მას დროულად და სწორად ვუმკურნალებთ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც მკურნალობის ერთი გზა არაეფექტურია და მეორე მეთოდზე გვიწევს გადასვლა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ შესაძლებელია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაც.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სტატისტიკურად განკურნებული პაციენტები მეორადი ონკოლოგიური დაავადების განვითარების მაღალი რისკის წინაშე არიან, სწორედ ამიტომ მათ ხშირად ვუშვებთ სხვადასხვა დაავადების სკრინინგზე.

განკურნებიდან 5 წლის განმავლობაში პაციენტს გეგმური კვლევები უტარდება, რათა თავი დავიცვათ რეციდივისგან.

R