უგლუტენო მარცვლეული ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უგლუტენო მარცვლეული ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის

ცელიაკიის დაავადების ზუსტი მიზეზი ბოლომდე არ არის ცნობილი, თუმცა ითვლება, რომ იგი ძირითადად გენეტიკურად გადაეცემა. ამ დაავადების მკურნალობა მედიკამენტოზურად არ ხდება, მხოლოდ შესაძლებელია მკაცრი, უგლუტენო დიეტის დაცვა.

ცელიაკიის დაავადებასთან ერთად ცხოვრება უჩვეულო გამოწვევების წინაშე აყენებს ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კვების რაციონის შედგენას ეხება, თუმცა უგლუტენო მარცვლეულის სამყარო მრავალფეროვნებით, მდიდარი გემოებითა და მაღალი კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა. სტატიაში განხილულია უგლუტენო მარცვლეულის: წიწიბურას, ფეტვისა და კინოას მახასიათებლები, მათი უნიკალური თვისებები და რამდენიმე ჯანსაღი, უგლუტენო და მარტივი რეცეპტი.

საუკეთესო 3 მარცვლეული გლუტენის გარეშე: კინოა, წიწიბურა და ფეტვი

1. კინოა - ცილის წყარო

კინოა ცელიაკიის დაავადების დროს მარცვლეულის კატეგორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია. კვებით ღირებულებებთან ერთად, კინოა შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ 9-ვე ამინომჟავას, გამოირჩევა დელიკატური ტექსტურითა და თხილისებრი გემოვნური მახასიათებლებით.

2. წიწიბურა - ნუტრიენტებით მდიდარი

წიწიბურა უგლუტენო მარცვლეულია, რომელიც საკვები ნივთიერებების უმდიდრეს საბადოს წარმოადგენს. დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და უზრუნველყოფს დანაყრების ხანგრძლივ შეგრძნებას. მისი უნივერსალური გემო უხდება ნებისმიერი სახის კერძს.

3. ფეტვი - მრავალმხრივი მარცვლეული

ფეტვი ასევე უგლუტენო მარცვლეულია, რომელიც რბილი და სასიამოვნო გემოთი ხასიათდება. ვინაიდან ფეტვი უჯრედისის წყაროა, ის იდეალურად ებრძვის ცხიმის წარმოქმნას და ნუტრიციოლოგები მას ხშირად ურჩევენ წონის კლების მსურველებს.

3 უგლუტენო რეცეპტი კვების რაციონის გასამრავალფეროვნებლად

1. კინოას თასი ავოკადოთი და ბოსტნეულით

ჯანსაღი და გემრიელი თასის მოსამზადებლად რამდენიმე ინგრედიენტია საჭირო, რომელთა დახმარებითაც ორგანიზმი დაბალანსებულად მიიღებს ჯანსაღ ცხიმებს, ცილებსა და ნახშირწყლებს.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა კინოა
  • 2 ჭიქა წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ბულგარული წიწაკა, კუბებად დაჭრილი
  • 1 კიტრი, კუბებად დაჭრილი
  • 1 ჭიქა ჩერი პომიდორი, დაჭრილი
  • 1 ავოკადო, დაჭრილი
  • 2 ჭიქა ისპანახი ან კალე, დაჭრილი
  • 1 ლიმონის წვენი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

დრესინგისთვის:

  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი ბალზამიკოს ძმარი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი ან ბოსტნეული ბულიონი, დაუმატეთ კინოადა მოხარშეთ 15-20 წუთის განმავლობაში. როდესაც წყალი დაიკლებს და კინოა დარბილდება, გადმოდგით ცეცხლიდან.

გადაიტანეთ დიდ ჯამში მოხარშულ კინოა, დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ბოსტნეული.

დრესინგის მოსამზადებლად, ცალკე პატარა ჯამში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ბალზამიკოს ძმარი, მარილი და პილპილი. მიღებული დრესინგი მოასხით სალათს და კარგად აურიეთ. დააწურეთ ლიმონი და სურვილისამებრ მოაყარეთ მარილი და პილპილი.

quinoa-avocado-salad-recipe-1711790680.jpg

2. წიწიბურას ბლინები კენკრით

უგლუტენო წიწიბურას ბლინები საუკეთესო საუზმეა ჯანსაღი კვების მოყვარულებისთვის. კერძი დაბალანსებულია უჯრედისით, პროტეინით, ვიტამინებითა და მინერალებით.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წიწიბურა
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჩაის კოვზი საცხობი სოდა
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 დიდი კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი
  • 1 ჭიქა შერეული კენკრა (მოცვი, ჟოლო, მარწყვი და ა.შ.)

მომზადების წესი:

გარეცხეთ წიწიბურა ცივ წყალში და გადაიტანეთ ბლენდერში. დაუმატეთ გამაფხვიერებელი, სოდა, მარილი, ზეთი, რძე, კვერცხი, შაქარი და გამდნარი კარაქი. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გააცხელეთ ტაფა და ზედაპირზე კარაქი მსუბუქად წაუსვით. დაასხით ცომის ¼ ჭიქა ტაფაზე და მიეცით ბლინის ფორმა. შეწვით ბლინები ორივე მხარეს, გაოქროსფერებამდე.

მოასხით სიროფი ან თაფლი და დაასერვირეთ კენკრით.

a8b5a4aad613e8754731ea1b927dd248-1711790805.jpg

3. ფეტვის სალათი ბოსტნეულით

ფეტვის და ბოსტნეულის კომბინაცია საუკეთესო საშუალებაა სრულფასოვანი, დაბალანსებული კვების რეჟიმის დროს. კერძი მდიდარია დიეტური ბოჭკოთი და მინერალებით.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ფეტვი
  • 2 ჭიქა წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ხახვი, წვრილად დაჭრილი
  • 2 კბილი ნიორი, დაჭრილი
  • 1 ბულგარული წიწაკა, კუბებად დაჭრილი
  • 1 ყაბაყი, კუბებად დაჭრილი
  • 1 სტაფილო, გახეხილი
  • 1 ჭიქა ჩერი პომიდორი, დაჭრილი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ახალი მწვანილი (ოხრახუში ან ქინძი)

მომზადების წესი:

მოხარშეთ ფეტვი წყალში ან ბოსტნეულის ბულიონში, 15-20 წუთის განმავლობაში. მოხარშული ფეტვი ამოურიეთ ჩანგლით და ცეცხლიდან გადმოდგით.

დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი, ბულგარული წიწაკა, ყაბაყი და გახეხილი სტაფილო. მოთუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება და ბოლოს დაუმატეთ პომიდორი.

მიღებული მასა შეურიეთ ფეტვს, მოაყარეთ მარილი და პილპილი, კარგად ამოურიეთ. სერვირებისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ მწვანილიც.

dfb60a5fed556fd7b5142c13c63778c5-1711790850.jpg

კინოას, წიწიბურას და ფეტვის სამეული მარტივი და ჯანსაღი კერძების იდეალური ინგრედიენტებია. მათი გამოყენება მრავალფეროვანი კომბინაციით არის შესაძლებელი. რაც ყველაზე მთავარია, ისინი ტრადიციული კერძების უგლუტენო ალტერნატივად გვევლინება.

აღნიშნული ჯანსაღი პროდუქტების მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარ​აგი“, რომელიც მომხმარებელს 250-მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად.