ექსპერტებმა შემოგვთავაზეს ორი პიკანტური გზა წამლების გარეშე უძილობისგან თავის დასაღწევად
მას ციტირებს Daily Mail.
-
ბოსტოკმა აღნიშნა, რომ სექსუალური დაკამყოფილების დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ოქსიტოცინს და პროლაქტინს.
-
მისი თქმით, ეს ჰორმონები გვეხმარება დამშვიდებაში, მოდუნებაში, სტრესზე რეაქციის შემცირებაში და სწრაფად დაძინებაში.
გარდა ამისა, ექსპერტი ამტკიცებს, რომ ინტიმურ სიახლოვეს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: დილით ადამიანი ხალისიანი და ენერგიით სავსე იღვიძებს.
ძილის გასაუმჯობესებლად კიდევ ერთი პიკანტური გზა შემოგვთავაზა ოქსფორდის უნივერსიტეტის ძილისა და ცირკადული ნეირომეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა რასელ ფოსტერმა. მისი აზრით, ქალებმა, რომლებიც პრემენოპაუზის ან მენოპაუზის პერიოდში არიან, უმჯობესია შიშველმა იძინონ.
მან განმარტა, რომ ალები და წამოხურებები, რომლებიც ვითარდება ჰორმონული ძვრების გამო, ხშირად აუარესებს ღამის დასვენების ხარისხს. უტანსაცმლობა გააუმჯობესებს თერმორეგულაციას და დაგეხმარებათ უფრო მშვიდად დაძინებაში, ამბობს ექსპერტი.
ფოსტერმა მამაკაცებსაც ურჩია შიშველი ძილი, რადგან მათი სხეული უფრო მეტ სითბოს გამოიმუშავებს, რაც ღამით ოფლიანობას იწვევს.