დღეს, პირველად, მილიონობით ადამიანის წინაშე ლაივში წარდგა პაციენტი, რომელსაც ნეიროლინკი ჩაუნერგეს
Neuralink-ის მიზანი ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებაა, რასაც ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი ეწოდება. მისი მეშვეობით სხვადასხვა მძიმე ნევროლოგიური პრობლემის მქონე ინდივიდებს საშუალება ექნებათ, რომ სხვებთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლონ - წერდა მასკი. იმპლანტს მათი ტვინის იმ რეგიონში ჩადგამენ, რომელიც მოძრაობის სურვილს აკონტროლებს. ამ არეალიდან სიგნალები ჩიპის მეშვეობით კომპიუტერს გაეგზავნება, რომელიც მიღებული ინფორმაციის დეკოდირებას შეძლებს. შედეგად, პაციენტებს საშუალება ექნებათ, მაგალითად, ეკრანზე კურსორს მდებარეობა "გონების ძალით" შეუცვალონ.
და აი, დღეს, პირველად, მილიონობით ადამიანის წინაშე ლაივში წარდგა პაციენტი, რომელსაც ნეიროლინკი ჩაუნერგეს.
მას ტეტრაპლეგია (ოთხივე კიდურის დამბლა) განუვითარდა ავარიის შედეგად. მას შემდეგ, რაც ნეიროლინკი ჩაუნერგეს, 29 წლის პაციენტმა შეძლო გონებით კომპიუტერის კურსორთან დაკავშირება და ვიდეო თამაშების და ჭადრაკის თამაში.
ნახეთ ვიდეო